x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134474
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ახალგაზრდობის, ბედნიერებისა და წარმატების 4 საიდუმლო

ერთ ლექციაზე პროფესორმა ახალი სტუდენტი გაგვაცნო. იმ მომენტში, მხარზე შეხება ვიგრძენი, მივიხედე და დავინახე, რომ ჩემ გვერდით გამხდარი, ჩია გარეგნობის მოხუცი იდგა და ისე გულწრფელად მიღიმოდა, რომ უნებურად, მეც გავუღიმე.

image

– გამარჯობა, ლამაზმანო, მე როზა მქვია და 87 წლის ვარ, – მითხრა მან. – შემიძლია შენს გვერდით დავჯდე?
მე გამეღიმა და გავიწიე, რომ მისთვის ადგილი დამეთმო.
– რა თქმა უნდა, დაბრძანდით. შემიძლია გავიგო, რამ მოგიყვანათ უნივერსიტეტში, ამ მეტად საპატივცემულო ასაკში? – უცებ ხუმრობის ხასიათზე დავდექი.
– აქ იმისთვის ვარ, რომ მდიდარი საქმრო გავიცნო და მას ბევრი ბავშვები ვაჩუქო, – თვალი ჩამიკრა მან და გვერდით მომიჯდა.
– და სერიოზულად? – როზა თანდათანობით უფრო და უფრო მომწონდა.
– სერიოზულად კი… ყოველთვის მინდოდა უმაღლესი განათლების მიღება და აი, აქა ვარ, – მიპასუხა მოხუცმა.

ლექციის შემდეგ სტუდენტურ სასადილოში წავედით და ერთად ვისადილეთ. ამ დღის შემდეგ, მთელი სამი თვის მანძილზე, ერთად ვსადილობდით. როზა ყველა სტუდენტური შეკრების აქტიური მონაწილე იყო და მასთან ურთიერთობა ყველა სტუდენტს ძალიან მოსწონდა.

წლის ბოლოს, გამოსაშვები საღამო მოვაწყეთ და სიტყვით გამოსვლა როზას ვთხოვეთ. როდესაც ტრიბუნისკენ მიდიოდა, ფურცლები, რომლებზეც წინასწარ მომზადებული სიტყვა ეწერა, ხელიდან გაუვარდა. როზა შეეცადა აეკრიფა, მაგრამ სიჩქარეში ყველა ვერ მოაგროვა.

– მაპატიეთ, ისეთი დაბნეული ვარ. ეტყობა «შპარგალკებს» ვეღარ შევაგროვებ – გაიხუმრა მან. – ამიტომ, თუ ნებას მომცემთ, იმას ვიტყვი, რასაც ვფიქრობ.

ვიდრე სიცილი მიწყნარდებოდა, როზამ ჩაახველა და დაიწყო:
– ჩვენ თამაშს ვწყვეტთ, რადგან ვიზრდებით. ჩვენ ვიზრდებით, რადგან აღარ ვთამაშობთ. ახალგაზრდობის, ბედნიერებისა და წარმატების მხოლოდ 4 საიდუმლო არსებობს:

ჩვენ უნდა ვიღიმოდეთ და ყოველ დღე ვპოულობდეთ რაღაც სასაცილოს ამ ცხოვრებაში.

ყველაზე მთავარი ოცნება არის. როდესაც ადამიანი ოცნებას წყვეტს – ის კვდება. ჩვენს ირგვლივ იმდენი ადამიანია, რომელიც უკვე გარდაიცვალა, მაგრამ ამას ვერც კი ხვდება!

ძალიან დიდი განსხვავებაა ხანდაზმულობას და გაზრდას* შორის. თუ 19 წლის ხარ, მთელი დღე დივანზე იწვები და არაფერს გააკეთებთ, – აუცილებლად შეგისრულდება 20 წელი. ხოლო მე, თუ ასევე დივანზე გავატარებ 1 წელს – 88. არაფერია იმაში რთული, რომ ასაკით დიდი გახდე. ჩვენ არა გვჭირდება ნიჭი რომ დავბერდეთ. ნიჭი იმისთვის არის საჭირო, რომ ცვლილებებში ახალი შესაძლებლობები აღმოვაჩინოთ.

არაფერი ინანოთ! მოხუცები, ჩვეულებრივ, არ ნანობენ ჩადენილის გამო, ისინი იმის გამო უფრო ნანობენ, რაც არ გააკეთეს, ან რისი გაკეთებაც ვერ შეძლეს, ვერ მოასწრეს. ხოლო სიკვდილის იმას ეშინია, ვისაც ბევრი რამ აქვს სანანებელი.

«პატივისცემით, როზა», – დაასრულა მოხუცმა სიტყვა და თავის ადგილზე დაბრუნდა. ყველანი ვდუმდით, გვინდოდა მოსმენილი გაგვეაზრებინა, გადაგვეხარშა.

როზამ პროგრამით გათვალისწინებული ყველა გამოცდა ჩააბარა, ერთი წლის შემდეგ, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი მიიღო და ოცნება აისრულა. ხოლო კიდევ ერთი კვირის შემდეგ, მშვიდად გარდაიცვალა. ძილში წავიდა ამ ქვეყნიდან. დაკრძალვაზე, მისი ხსოვნის პატივსაცემად, 2 ათასზე მეტი სტუდენტი მივიდა... იმის გამო, რომ ამ ჩია ნათელმა ქალმა, თავისი მაგალითით დაამტკიცა, რომ არასდროს არის გვიან გახდე ის, ვინც გინდა რომ იყო.

დრო გადის და ასაკი გემატება...

ხანდაზმულობა – გარდაუვალია. ხოლო, გაზრდა – შერჩევითია.

image

გაზრდა* – მორალური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე (და არა მარტო).

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:image

რჩევები 30-ს გადაცილებულებს – 60-ს გადაცილებულებისგან! ამის წაკითხვა ნამდვილად ღირს!

50 წლის ადამიანებს ჰკითხეს, რას გააკეთებდნენ 20 წლით უკან რომ დაბრუნებულიყვნენ - წაიკითხეთ ეს ფასდაუდებელი რჩევები!

image

0
229
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0