x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134478
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ცხოვრებაში ყველას თავისი ,,ევერესტი“ აქვს დასაპყრობი
ევერესტი

მოტივაციაზე საუბარი დავიწყოთ იმით, თუ როგორ უკავშირდება მოლოდინები მოტივაციის გარეგან და შინაგან ძალებს, ავსტირელმა ფსიქოლოგმა ფრიც ჰაიდერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ თქვენი ქცევის შედეგი (მაგ.: ცუდი ნიშანი) შეიძლება ისეთ ძალებს მიეწეროს, როგორიცაა ძალისხმევის არ ქონა ან არასაკმარისი გონიერება, ანდა ისეთ სიტუაციურ ძალებს - როგორიცაა არასამართლიანი გამოცდა ანდა ტენდენციური მასწავლებელი, ეს გავლენას ახდენს თქვენს მომავალ ქცევაზე. თქვენ უფრო ბეჯითად იშრომებთ, თუ ჩათვლით, რომ მიღებული ცუდი ნიშანი ძალისხმევის არქონის შედეგია, მაგრამ შეიძლება თავი მიანებოთ ყველაფერს, თუ ჩათვლით, რომ მიღებული ცუდი ნიშანი უსამართლობის ან შესაძლებლობების არქონის შედეგს წარმოადგენს.

ამგვარად, მოტივაციის წყარო, როგორც გარეგანი ისე შინაგანი შეიძლება დამოკიდებული იყოს რეალობის საკუთარ სუბიექტურ ინტერპრტაციაზე. მნიშვნელოვანია თუ როგორ ახდენს ადამიანი წარმატებისა და მარცხის ინტერპრეტაციას.

მამოტივირებელი შეიძლება იყოს როგორც დადებითი ისე უარყოფითი, უარყოფითი მომოტივირებელი წყარო რომ განვიხილოთ დავსვათ კითხვა: თუ გქონიათ მომენტი, როდესაც გითქვამთ “მე დავამტკიცებ, რომ ეს შემიძლია“, ამის უამრავი მაგალითი არსებობს, უარყოფითიც მრავალჯერ გამხდარა მოტივაციის წყარო.


ერთხელ, როდესაც მოტივაციაზე და მოტივაციის ფსიქოლოგიურ მახასიათებლებზე ვსაუბრობდით ჩემმა ფსიქოლოგმა მეგობარმა მოსწრებულად აღნიშნა: “ცხოვრებაში ყველას თავსი „ევერესტი“ აქვს დასაპყრობიო“, მართლაც, რომ ყველა ადამიანს ცხოვრებაში თავისი მიზანი, თავისი “ევერესტი“ აქვს დასაპყრობი და შესაბამისი მოტივაციით მოქმედებს - ზოგს მაღალი მოტივაცია აქვს, ზოგს შედარებით დაბალი, მაგრამ ერთი რამ ნათელია, მოტივაცია მთავრი ფაქტორია ნებისმიერი საქმის წამატებულად განხორციელებაში.

“ევერესტს“ რომ დავუბრუნდეთ, ერთი შეხედვით თითქოს რა შუაშია მოტივაცია და ევერესტი, ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ისტორიას შევხვდი და თქვენც გაგიზიარებთ: ჟურნალისტი რებეკა სტეფენსი (Rebecca Stephens) ევერესტზე ასვლას აღწერს 1994 წელს გამოცემულ წიგნში, “მსოფლიოს მწვერვალზე“, სადაც წერს “ევერესტის რომანტიკა“ აი, რა მხიბლავდა და მიზიდავდა. მწვერვალზე რომ ავედით, სულ ცოტა, ორასი ან სამასი ადამიანი ვიყავით - სხვადასხვა ეროვნების, სარწმუნოების და რასის წარმომადგენელი. თითოეულ ჩვენთაგანს მწვერვალზე ასვლის დაუძლეველი სურვილი ამოძრავებდა. ევერესტი ძალიან მაღალი ადგილია მსოფლიოში და უამრავი მიზეზი არსეობს, რომელიც მისკენ ისევე იზიდავს ადამიანებს, როგორც ჩრდილოეთ თუ სამხრეთ პოლუსისკენ და ოკიანის სიღრმეებისკენ.“ ჟურნალისტი როდესაც რეალობის წინაშე აღმოჩნდა და თითი დაიზიანა გასაოცარ დასკვნამდე მიდის, ევერესტის „რომანტიკა“ პირქუშმა რეალობამ შეცვალა: “მომდევნო დილას გავოგნდი - იქ, სადაც ადრე ჩემი ნეკა თითი იყო, მახინჯი მსუქანი სოსისი მოჩანდა, ბურთივით გასიებული და სითხით სავსე, თითის მეორე სახსრიდან წვერამდე.

– _“რა სისულელე იყო ამის გაკეთება“, - ბუზღუნით თქვა თანამგზავრმა მთამსვლელმა.

– _როგორ შეიძლებოდა ასეთი სულელი, დაუდევარი და არასერიოზული ვყოფილიყავი? ეს იყო მეორე ხარისხის მოყინვა ...

მე ჩემს კარავში წავბოდიალდი, პირქუშ მარტოობაში მსურდა ყოფნა. ვცდილობდი, მენუგეშებინა საკუთარი თავი. “ყველაფერი კარგად იქნება“ - თქვა ექიმმა, მაგრამ როგორ არ შემეძლო მეფიქრა, რომ თითი ახლა რომც მომრჩენოდა, შემდეგ მაინც უფრო მგრძნობიარე იქნებოდა. ეს ამბავი 20 000 ფუტის (7800 მეტრი) სიმაღლეზე მოხდა. რა მოხდებოდა 29 000 ფუტზე (11300 მეტრი), სადაც უფრო ყინავდა? სადაც ჟანგბადი და, შესაბამისად, წინააღმდეგობის გაწევის უნარი უფრო ნაკლები იყო? ღირდა კი მწვერვალის დაპყრობა ასეთ ძვირ - საკუთარი თითის დაკარგვის ფასად?

ცოტა ხანს დავფიქრდი და საკმაოდ მშვიდად, და ჩემდა გასაოცრად, დავასკვენი ის, რასაც ვერასოდეს წაროვიდგენდი, თუნდაც ერთი თვის წინ: თითი არც ისე დიდი საზღაური იყო - როგორმე იოლად გავალ ნეკის გარეშეც“.

თქვენი თავი რომ წარმოიდგინეთ რებეკა სტეფენსის ადგილზე, წარმოგიდგენიათ რამდენად ძლიერად უნდა გინდოდეთ მიზნის მიღწევა, რომ გადაწყვიტოთ “იოლად გავალ ნეკის გარეშეც“ და ზოგადად რა გვაიძულებს, ვიყოთ დაჟინბულნი, ჯიუტნი, შეუპოვარნი მიზნის მიღწევისას, მიუხედავად იმ დიდი ძალისხმევისა, ტკივილისა და ფინანსური დანახარჯებია, ის ასადაც ეს შეუპოვრობა ჯდება?! ღირს ალბათ დაფიქრება ამ ყოველივეზე და დაფიქრება იმაზე თუ რა არის ჩვენი ცხოვრების “ევერესტი“?!

ერთი რამ გვახსოვდეს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, მოტივაციის დაკარგვა საგანგაშო არაა - ეს ბუნებრივი მოვლენაა ყველა ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი უმოქმედობა დიდხანს არ გაგრძელდეს.

1
63
3-ს მოსწონს
ავტორი:Kate ქეით
Kate ქეით
63
  
2018, 7 თებერვალი, 20:42
ყველას თავისი ევერესტი აქვს დასაპყრობი. და შენ, შეგიძლია შენი დასაპყრობი ევერესტის დაპყრობა
გინდა წერო? ბევრი უნდა წერო...
0 1 1