x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
როგორ შევურჩიოთ ფეხსაცმლის ფერი სამოსს და პირიქით-რჩევები სტილისტებისგან
image

ფერი და შეფერილობა უამრავია, მაგგრამ მათი სწორად შეხამება ნამდვილად არ შეუძლია ყველას. რათქმაუნდა, დღეს, როცა სრული თავისუფლებაა, მსგავსი შეზღუდვები თითქოს აღარ არსებობს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად არაა თქვენთვის სულერთი როგორ გამოიყურებით და კომფორტულად გინდათ იგრძნოთ თავი, გაითვალისწინეთ სტილისტების ჩევები.


თეთრი შარვალი

image

თეთრი საბაზისო ფერია, რომელიც თითქმის ყველა ფერს შეგიძლიათ შეუხამოთ. თუმცა, არსებობს ერთი “მაგრამ":სტილისტები არ გვირჩევენ თეთრ შარვალზე შავი ფეხსაცმლის ჩაცმას.


ნაცრისფერი და მუქი ნაცრისფერი შარვალი


image

ნაცრისფერი პრაქტიკულად ყველა ფერს შეგიძლიათ შეუხამოთ. ჩაიცვით რაც გინდათ. თუ არ იცით ფეხსაცმელს რა ფერის შარვალი მოუხდება-ნაცრისფერი ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია.


შავი შარვალი

imageითვლება, რომ შავი ფერი ყველაფერზე მიდის, მაგრამ ყველაფერი როდი მიდის შავზე. ერთმნიშვნელოვნად გამორიცხეთ თეთრი ფეხსაცმელი და ყავისფერის ნებისმიერი შეფერილობა. თუ საინტერესო სახის შექმნა გაქვთ გადაწყვეტილი, უმჯობესია რამე ფერადი შეარჩიოთ.


კრემისფერი “ნუდისფერი" შარვალი

imageასეთ შარვალს ღია და კაშკაშა ფერის ფეხსაცმელი შეგიძლიათ შეუხამოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში შავი!


ღია ყავისფერი შარვალი

imageასეთ შარვალს შავი და ნაცრისფერი ფეხსაცმელი არ უხდება. სწორად შერჩეული შეფერილობის შემთხვევაში შეგიძლიათ ბორდოსფერი ფეხსაცმელიც კი ჩაიცვათ, მაგრამ არავითარი ნაცრისფერი და შავი!


მუქი ყავისფერი შარვალი

imageამ ფერის შარვლის შეხამება ფეხსაცმელთან ყველაზე რთულია. შავი და ნაცრისფერი ფეხსაცმელი გამორიცხეთ, ასევე გამორიცხეთ წითელი და იისფერი შეფერილობაც.


ლურჯი შარვალი

imageუნივერსალური შემთხვევაა, რომელსაც ყველა ფერის ფეხსაცმელი შეგიძლიათ შეუხამოთ.


მწვანე, ზეთისხილისფერი, ხაკისფერი

image

ერთადერთი ფერი, რომელსაც ასეთ შარვალს ვერ შეუხამებთ-მწვანე ფერის ფეხსაცმელია. სხვა ნებისმიერი ფერი-კი ბატონო, მაგრამ მწვანეს ამ შემთხვევაში ტაბუ ადევს.


წითელი, ბორდოსფერი და მისი შეფერილობები

imageასეთი შეფერილობის შარვალზე გამორიცხეთ იისფერი და მუქი-ყავისფერი ფეხსაცმელი. შეგიძლიათ მწვანე და ლურჯი ფეხსაცმელიც კი მოსინჯოთ-თამამი ექსპერიმენტისთვის, ან მუქი ნაცრისფერი-თუ კლასიკური ლუქის შექმნა გსურთ.

0
139
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0