x
მეტი
  • 12.07.2020
  • სტატია:101432
  • ვიდეო:346681
  • სურათი:465353
სიყვარულის ინსტრუქციები

image

"1. ნუ დაიჯერებ, რომ ღამეებს ვათენებ შენთვის,
2. ნუ დაიჯერებ, რომ ღრუბლებში ვიცხოვრებთ მუდამ,
3. ნუ დაიჯერებ, რომ ცამდე სწვდება ჩემი სიყვარული,
4. ნუ დაიჯერებ, რომ თავს მოვიკლავ, თუ სადმე წახვალ
ნუ დაიჯერებ, რადგან მიყვარხარ. "



"1. სიყვარული ძილს უნდა ჰგავდეს, დაგვეძინოს და არ გაგვეღვიძოს. და მერე ერთად გამოვთალოთ საგზლად სიზმრები. ამიტომაც არ ვათენებ ღამეებს შენთვის
2. სიყვარული მიწაზე უნდა ეგდოს, მიწას სუნთქავდეს, თორემ ერთხელ ჩაგვივლის და ვეღარ გვიცნობს, ვეღარ გვიყნოსავს – ჩვენ – მიწისგან შექმნილ არსებებს. ამიტომაც არ ვიცხოვრებთ მუდამ ღრუბლებში.
3. როგორ უნდა გაზომო სიყვარული,
როცა ნაბიჯებით ითვლი
ნაბიჯებით ითვლი და მუხლი გეკეცება, სანამ მიაღწევ.
ამიტომაც არავინ იცის მისი სიგრძე.
ამიტომაც ნუ დაიჯერებ რომ ცას წვდება სიყვარული, თუნდაც მეათეს
4. ხან სიყვარული ისე მაღლაა --
თავის მოკვლაც აღარ გინდება,
ამოსული სულიც ვერ შეწვდება იმ სიმაღლეებს.
ამიტომაც შენს თავში ზიხარ,
მოწყენილი. უიარაღო.
ამიტომაც არ მოვიკლავ თავს შენთვის, ამიტომაც – რადგან მიყვარხარ."


გიორგი კეკელიძე "წერილები შენ"


0
77
2-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0