x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508447
ყველა დროის, ყველაზე ცნობილი, მნიშვნელოვანი და პოპულარული ფოტოები საქართველოდან

1) დიმიტრო ერმაკოვი-წარმოშობით იტალიელი ფოტოგრაფის, დიმიტრი ერმაკოვის დამსახურება მართლაც განუზომელია არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მთლიანად რუსეთის იმპერიის წინაშე.1866 წელს იგი თბილისში ხსნის პირველ ფოტოსახელოსნოს, ღვაწლმოსილი ფოტოგრაფი 1916 წელს გარდაიცვალა თბილისში და თავის 45 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე დაგვიტოვა 25 000-მდე უნიკალური ფოტომატიანე, რომელიც დღეს სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

აღსანიშნავია, რომ ერმაკოვის უდიდესი დამსახურებების მიუხედავად, მისი არც გარდაცვალება და არც დაკრძალვა არც ერთ იმდროინდელ გამოცემულა გამოქვეყნებულა ნეკროლოგის სახით.დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე.

image

2) აკაკი წერეთელი-აქვე არ შეიძლება არ ავღნიშნოთ ქართული ფოტოგრაფიის პიონერი ალექსანდრე როინიშვილი, სწორედ მისი წყალობით ვიცნობთ ბევრ ცნობილ ქართველის ფოტოპორტრეტს, მათ შორის, ილიას, აკაკის, ალექსანდრე ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას და სხვა, თუმცა ქვემოთ მოცემული ფოტოს ავტორი და გადაღების თარიღიც უცნობია.მაინც რითაა მნიშვნელოვანი აკაკი წერეთლის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ფოტო ქართულ ფოტოისტორიაში?

დღესაც, ერთი საუკუნის შემდეგაც კი საკმარისია ადამიანმა მსგავსი პოზა მიიღოს ან მსგავს პოზაში გადაიღოს ფოტო, რომ მაშინვე ასეთი ხასიათის კითხვას მიიღებს:"რა აკაკი წერეთელივით შემოგიწყვია ხელი?", რაც ამ ფოტოპორტრეტის უზომო პოპულარობაზე მეტყველებს.

image

3)თბილისის სამხედრო ტაძარი-ბიზანტიურ სტილში აგებული მართლმადიდებელი ქრისტიანული საკათედრო ტაძარი რუსეთის მიერ მთიელ ხალხთან გამარჯვების აღსანიშნავად აღიმართა.ტაძარი გეგმაში ტოლგვერდა ჯვარს წარმოადგენდა, რომლზეც იდგა 16 წახნაგა გუმბათის ყელი. ტაძრის სიმაღლე - 31 მეტრი იყო. შიგნით ტაძრის სიგრძე ისევე როგორც სიგანე - 24 მეტრი.

ფუნდამენტი ჩამოსხმული იყო ბეტონისა და სოლოლაკის ქვის ნაზავისაგან. აგურის კედლები მოპირკეთდა ქუთაისის (ვარდისფერი) და ძეგამის (თეთრი) ქვებით. სამრეკლოს გვერდით მდებარე ნაგებობები აგებული იყო სოლოლაკისა და ძეგამის ქვებით. ტაძარში შესასვლელი კიბეები, რელიეფური ორნამენტები, შესრულებულდა ქუთაისის ქვაში.

ტაძარი ნათდებოდა 81 სარკმელით და ტაძრის ცენტრში დაკიდული 218 ელექტრონათურიანი ჭაღით, რომელიც 1838 სანთლის ექვივალენტი სიკაშკაშე ჰქონდა. ასევე განთავსებული იყო სხვადასხვა ადგილას 56 ელექტრონათურა. ჰაერის ცირკულაციას უზრუნველყოფდა 8 ელექტრო ვენტილიატორი, რომელთაც შეეძლოთ 1500 კუბური საჟენი მოცულობის ჰაერის ამოქაჩვა საათში.ტაძარს ავტონომიური გათბობა ჰქონდა, რომლის საჰაერო-წყლის სისტემა განთავსებული იყო სარდაფში.

ტაძარი მოხატული იყო მხატ. კოლჩინისა და ლონგოს მიერ. მარმარილოთი მოწყობილი კანკელი ერთიარუისანი იყო, შიგადაშიგ მოოქროვილი. მარმარილოს ამშვენებდა ზედვე ამოკვეთილი ჩუქურთმები. ბიზანტიურ სტილში შესრულებული მასიური ბრინჯაოს აღსავლის კარი მოოქროვილი იყო.

ტაძარს განაგებდა საქართველოს ეგზარქატი 1917 წლამდე, შემდეგ იგი გადაეცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს. 1921 წლის თებერვალში ტაძრის ეზოში დაასაფლავეს საქართველოს სამხედრო სკოლის იუნკრები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შეეწირნენ.

1930 წელს კომუნისტებმა ტაძარი დაანგრიეს და მის ადგილზე პარლამენტის შენობა ააგეს.

image

4) კულა გლდანელი-გუნდური სპორტული სახეობის განვითარებამდე (ფეხბურთი და კალათბურთი) საქართველოში უპოპულარესი სპორტის სახეობა ჭიდაობა იყო და პირველ რიგში ესენი იყვნენ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ლეგენდარული ფალავნები კულა გლდანელი და ნესტორ ესებუა, მათზე ლეგენდები ითხზვებოდა, იწერებოდა პოემები(ა.წერეთელი "გლდანელი და ესებუა“).თითქმის მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ობიექტის(მესაათე, მეწაღე, ოქრომჭედელი და სხვა)კედლებს ამშვენებდა მათი ფოტოები!

image

5) იოსებ სტალინი-სტალინის ფოტოს გასული საუკუნის 80-იან წლებამდე ყველგან ნახავდით, ოჯახებიდან დაწყებული(განსაკუთრებით სოფლებში) და საყოფაცხოვრებო ობიექტებით დამთავრებული.მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეული და პოპულარული ფოტო იყო სტალინი ყალიონით, რომელიც 1936 წელსაა გადაღებული.

image

6) ვეფხისტყაოსანი-შემდეგი როგორც ასეთი, ფოტო არ გახლავთ, საუბარია ქართველთა საკულტო ნაწარმოების დასურათებაზე .განსაკუთრებით მიხაი ზიჩის და ირაკლი თოიძის ილუსტრაციები იყო პოპულარული, ხოლო ქვემოთ მოცემულ თოიძის რეპროდუქციას სხვადასხვა სახით თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებოდით:კედელის ფარდაგზე ამოქარგულს, ჭედურობის თუ ფოტოს სახით, ფაიფურის ჭურჭელზე თუ ნარდზე დახატულს და ა.შ.

image

7)ჯარისკაცის მამა-საკულტო ფოტო, კადრი ფილმიდან ამავე სახელწოდების 1964 წლის ფილმიდან.სერგო ზაქარიაძეს ეს ფოტო იქცა ფაქტობრივად მეორე მსოფლიო ომის გადმოძახილად და ძალზე პოპულარული იყო გასული საუკუნის 60-70-იან წლებში.

image

8) ლეილა აბაშიძე-მსახიობი, რომლის პოპულარობაც განუზომელი იყო საქართველოში და ვერც მანამდე და ვერც მას შემდეგ ვერ მოიძებნება მსახიობი ქალი საქართველოში, რომელსაც მსგავსი პოპულარობა ღირსებოდეს, მისი ფოტოები იყო ყველგან;ფაქტობრივად ვერ ნახავდით მძღოლს(სატვირთოს, ავტობუსის), რომ მისი ფოტო სალონში გამოსაჩენ ადგილზე არ ჰქონოდა გაკრული.

image

9) ნონა გაფრინდაშვილი, ზაურ კალოევი და შოთა იამანიძე-1969 წლის საკულტო ფოტო, ეს ის პერიოდია, როდესაც თბილისის "დინამო " პირველად ისტორიაში უკვე საბჭოთა კავშირის ჩემპიონია, ხოლო ნონა სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში.(შემდეგ კიდევ ორჯერ დაიცავს ამ ტიტულს)

image

10)რამაზ ჩხიკვაძე-70-იანი წლების მეორე ნახევარში რობერტ სტურუა რუსთაველის სცენაზე მსოფლიო მნიშვნელობის სპექტაკლებს ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრეს და უილიამ შექსპირის „რიჩარდ III“ დგამს და ამის შემდეგ იწყება რუსთაველის თეატრის ტრიუმფალური ტურნე მსოფლიოს გარშემო:გერმანია, მექსიკა, ინგლისი, უამრავი დადებითიი რეცენზიებით და გამოხმაურებებით, სადაც რამაზ ჩხიკვაძეს მსოფლიოს უდიდეს მსახიობად მოიხსენიებდნენ.

"რუსთაველის თეატრმა „კავკასიური“ ფეხი დაადგა დედამიწის ყველა კონტინენტზე, მხიარულად თუ ვიტყვით იგი მხოლოდ ანტაქტიდაზე არ უხილავთ პინგვინებსა და თეთრ დათვებს…"

image

11) თბილისის "დინამო" -1981 წელი-უდიდესი გამარჯვების ფოტო, რომელიც თამაშის დასრულების შემდეგაა გადაღებული, 1982 კალენდრის სახით გამოვიდა(იყო სხვა ვერსიაც), რომელსაც ფაქტობრივად ყველა ოჯახში ნახავდით.

საქმე ისაა, რომ 1982 წლის გასრულების შემდეგაც ოჯახებში, დაწესებულებებში თუ საყოფაცხოვრებო ობიექტებში კიდევ კარგა ხანს ეკიდა ლეგენდარული დინამოს ეს პოსტერი.

image

12) უცნობი გოგო დროშით ხელში-იური მეჩითოვის ეს საკულტო ფოტო სრულად ასახავს მაშინდელ სულისკვეთებას, 9 აპრილის ტრაგედიით გამოწვეულ განცდებს თუ მომავალი თავისუფლებისთვის ბრძოლის ჟინს.

ფოტოზე აღბეჭდილი გოგონას ვინაობა მხოლოდ ათწლეულების შემდეგ გაირკვა, იგი აღმოჩნდა მანანა მანჯგალაძე, რომელიც ამჟამად უცხოეთში ცხოვრობს.

image

13)სოხუმის დაცემა-სოხუმის მინისტრთა საბჭოს გადამწვარი შენობა იმ საშინელი ომების და დაკარგული ტერიტორიების მწარე სიმბოლოდ იქცა რაც საქართველომ გადაიტანა 90-იანი წლების პირველ ნახევარში.

image

14)სააკაშვილი ჩაის სვამს-"ვარდების რევოლუციის" დამამთავრებელი აკორდი, სიმბოლო გამარჯვებისა, რომელსაც თითქმის მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს.

სააკაშვილი და მისი მეომხრეები პარლამენტის შენობაში შეცვიდნენ იმ დროს, როდესაც ედუარდ შევარდნაძე სიტყვით გამოდიოდა, მიხეილ სააკაშვილი ტრიბუნაზე ავიდა და შევარდნაძის ჩაი დალია.

image

15) გორის დაბომბვა-ყველაზე ცნობილი ფოტო რუსეთ-საქართველოს 5 დღიანი ომიდან, ფოტო რომელმაც მსოფლიოს ყველა სააგენტო შემოიარა.იგი 9 აგვისტოს არის გადაღებული ფოტოგრაფ გლებ გარანიჩის მიერ.

image

16) ბეჰემოტი თბილისის ქუჩებში-ფოტო, რომელმაც მსოფლიო მოიარა თბილისის 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ და გახდა სიმბოლო იმ ტრაგიკული მოვლენებისა.

image

imageიხილეთ აგრეთვე

4
836
11-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
836
  
2018, 5 თებერვალი, 18:25
ძალიან საინტერესო სტატიაა❤
2018, 5 თებერვალი, 15:08
კი, გაყვანილობა გაჰყავდა და დენმა დაარტყა,
2018, 5 თებერვალი, 12:50
შესანიშნავი სტატიაა. გორის დაბომბვის ამსახველ ფოტოზე გადარჩენილი ძმა მგონი 3 წლის მერე დაღუპულა.
2018, 5 თებერვალი, 11:11
მაგარი სცენარი გაითამაშეს თეთრ მელამ და მიშამ
0 1 4