x
მეტი
  • 20.10.2018
  • სტატია:81807
  • ვიდეო:333826
  • სურათი:438975
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება სამინისტროში დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით

image


შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია "იმედის დილასთან" საუბრობდა სამინისტროში დაგეგმილი რეფორმების შესახებ.

გიორგი გახარია ამბობს, რომ პირველ რიგში საჭირო იყო პრობლემების აღიარება და შემდეგ პრობლემების შეფასება, გახარიას თქმით, სიღრმისეული სტრუქტურული რეფორმები იწყება საპატრულო, კრიმინალურ, და საზღვრის დაცვის პოლიციაში.



გიორგი გახარიას გაცნობიერებული აქვს, რომ კიდევ ერთი პრობლემა თანამშრომლების გადაცდომებია, ამიტომ აპირებს გაატაროს რეფორმა, რომელიც გულისხმობს, დამოუკიდებელი სისტემის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას, ინსპექტორის, რომელიც არც ერთ სახელმწიფო უწყებას და თანამდებობის პირს არ დაექვემდებარება, სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულებს, წამების და ძალადობის ფაქტებს გამოიძიებს.

ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება თუ მართლა შეიქმება, ასეთი სამსახური ნამდვილად გვჭირდება.


საზოგადეობასა და პოლიციას შორის ნდობის პრობლემა რომ მწვავედ დგას, ამაზე ხორავას ქუჩაზე მომხვდარი ინციდენტიც მიგვითითებს, ძიების პროცესში საქმის 100- ზე მეტი მოწმე გამოიკითხა, თანამშრომლობაზე კი მცირე ნაწილი, დათანხმდა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს 5 პირი 8 იანვარს, საგამოძიებო უწყების თქმით, ისინი 19 წლის ახალგაზრდის მკვლელობას შეესწრნენ, ამის შესახებ მათ სამართალდამცავებისთვის არ უცნობებიათ გარდაცვლილი კი მტკვარმა გამორიყა.

პარლამენტარი ნინო გოგუაძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს რეფორმის იმ ნაწილს, რომელიც არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისკენ იქნება მიმართული პროექტში, რომელიც მალე შევა პარლამენტში, განათლების სამინისტროც იქნება ჩართული.

ასევე გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე დაიდო პოსტი #არაჩადებას თავიდან ყველას ეგონა, რომ ეს ჰაკერების ნამოქმედარი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მართლაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაა და მათ ამ პოსტით თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს.

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:ანოუკი კვარაცხელია
ანოუკი კვარაცხელია
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0