x
image
თედო16
ექსკლუზიური კადრები იმ ტერიტორიებიდან, საიდანაც ბიძინა ივანიშვილს გადააქვს ასწლოვანი ხეები
ექსკლუზიური კადრები იმ ტერიტორიებიდან, საიდანაც ბიძინა ივანიშვილს ასწლოვანი ხეები გადააქვს.


ქალაქ ზუგდიდის სოფლებიდან ბიძინა ივანიშვილს თავის დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ხის ნარგავები გადააქვს. რის გამოც სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს გზის გაყვანითი სამუშაოები, ყველა გზა ზუგდიდის სოფელ ანაკლიას უკავშირდება, რადგან სწორედ ანაკლიის ზღვიდან იგეგმება ასწლოვანი ხეების გადატანა. ჩვენმა კამერებმა დღეს შეძლეს დაეფიქსირებინათ სამი ობიექტი საიდანაც ხეები გადააქვთ. გთავაზობთ ფოტოებს:


ტერიტორია, სადაც ახლა ასწლოვანი ხე დგას, ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილებაში იყო, თუმცა როცა გაირკვა, რომ ტერიტორიიდან ხის გადატანა იგეგმებოდა მიწის ნაკვეთი ვინმე ნუნუ ჯღარკავაზე გაფორმდა.

imageimageimage





კიდევ ერთი ასწლოვანი ნარგავი, რომელიც კერძო საკუთრებაა ივანიშვილს თავის დენდროლოგიურ პარკში გადააქვს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ხის გადატანა და ტრანსპორტირება მარტის თვისთვის იგეგმება.

imageimage








და ბოლოს კიდევ ერთი ასწლოვანი ხე, რომელიც ქალაქის ცენტრიდან სულ რამდენიმე მეტრით არის დაშორებული. სავარაუდოდ ხის ტრანსპორტირების დროს შეიზღუდება ავტოსაგზაო მოძრაობა რადგან, ხე ცენტრალურ მაგისტრალზე დგას.
imageimageimage





პ.ს ბოდიშს გიხდით უხარისხო ფოტოებისთვის, ტერიტორიაზე აკრძალული იყო ფოტო და ვიდეო გადაღება. ასევე სტატიაში წარმოდგენილი ფოტომასალა არის ავტორის კუთვნილება, ამიტომაც მასალის გამოყენებამდე უნდა მიიღოთ ავტორის წერილობითი თანხმობა. მასალის გამოყენების პირობები იხილეთ აქ.




0
62
5-ს მოსწონს
ავტორი:თედო16
თედო16
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0