x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
სოდა – ყველაზე საჭირო და შეუცვლელი პროდუქტი. სოდის გამოყენების 10 ხერხი

არ არსებობს სხვა ისეთი პროდუქტი, რომელიც 1 დოლარზე ნაკლები ღირს, მაგრამ იმაზე მეტი ფუნქცია აქვს, ვიდრე რამოდენიმე ძვირად ღირებულ პროდუქტს ერთად აღებულს. სოდით შესაძლება თავის დაბანა, ისევე კარგად, როგორც შამპუნით, შეიძლება საჭმელში დამატება, სხვადასხვა ნივთების გარეცხვა და ზოგიერთი დაავადების მკურნალობის პროცესში გამოყენება. მისი საშუალებით, შესაძლებელია საკმაო რაოდენობის თანხის დაზოგვა, საყოფაცხოვრებო საჭიროების ქიმიურ და სამკურნალო საშუალებებზე.


imageimage
თევზის სუნი

imageთუ თქვენ თევზი გასუფთავეთ ან ნიორი დაჭერით, მაშინ ხელიდან სუნი, საპნით დაბანის შემდეგაც არ მოგცილდებათ. სუნის გასანეიტრალებლად, ცოტა სოდა აიღეთ, დაასხით რამდენიმე წვეთი წყალი (უნდა მიიღოთ ფაფისებური ნაზავი), დაიბანეთ ამ ფაფით ხელები და გადაივლეთ თბილი წყალი.


კარგი საშუალება ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვისimage

ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ხშირად დგება სუნი. ამ სუნის მოცილება ძალიან ადვილია — მანქანის კონტეინერში ჩაყარეთ 1 ჭიქა სოდა და ჩართეთ ჩვეულებრივ რეჟიმზე. თუ პირველ ჯერზე სუნი არ გაქრება, ჭურჭლის ყოველ გარეცხვაზე, სარეცხ საშუალებას დაუმატეთ თითო ჩაის კოვზი სოდა.


მიმწვარი ძირიimage

ქვაბის ან ტაფის მიმწვარი ძირის გასუფთავება ძალიან რთული და დამღლელი პროცესია. ასეთი ჭურჭლის გარეცხვა ბევრად უფრო მარტივი იქნება, თუ ჭურჭლის ძირს მსუბუქად მოხეხავთ, 0, 5 ჭიქა სოდას ჩაყრით, წყალს დაასხავთ და წამოადუღებთ. თუ საჭირო გახდება, პროცედურა კიდევ 2-ჯერ გაიმეორეთ.

მიკროტალღური ღუმელის გაწმენდაimage

ღუმელში შედგით ჭიქა წყალი, 1 სუფრის კოვზი სოდით, ჩართეთ მაქსიმალურ რეჟიმზე 3-5 წუთი. ამის შემდეგ, ნებისმიერი ჭუჭყის მოცილება შეიძლება, უბრალო ქსოვილით გადარეცხვით.


კუჭის ტკივილიimage

სოდა — ტუტე არის, რაც იმას ნიშნავს რომ კარგად ანეიტრალებს მჟავას. კერძოდ, ის აბალანსებს იმ პროდუქტების pH-ს, რომლებიც ამაღლებს მჟავიანობას კუჭში. სოდის სულ მცირე რაოდენობა, ჩაყრილი ყავაში, ფორთოხლის წვენში, ტომატიან კერძში, მოგიხსნით კუჭის ტკივილს და გულძმარვას.


მწერის ნაკბენიimage

ბევრ უსიამოვნებას იწვევს მწერის ნაკბენი, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. იმისთვის რომ ქავილის შეგრძნება შეგიმცირდეთ, 2 ჩაის კოვზ სოდას დაამატეთ რამოდენიმე წვეთი წყალი, ისე რომ მიიღოთ სქელი ფაფის კონსისტენციის ნაზავი, რომელიც უნდა დაიდოთ ნაკბენზე და იქამდე გაიჩეროთ, ვიდრე არ გაშრება. იგივე საშუალებით შეგიძლიათ დააცხროთ, კრაზანის ან ფუტკრის კბენით გამოწვეული, სხეულის შესიებული ნაწილი.


ფეხის სუნიimage

ფეხის ოფლიანობა და სუნი გაქრება სოდიანი წყლით, ფეხის აბაზანების გაკეთების შემთხვევაში. აბაზანის მომზადების დროს, ყოველ 5 ლ. წყალზე დაამატეთ 2–3 სუფრის კოვზი სოდა. ამ წყალში ფეხები 15-20 წთ. უნდა გააჩეროთ, ხოლო შემდეგ, კარგად გაიმშრალოთ. ეს კარგი საშუალებაა არა მარტო სუნის, არამედ, ქუსლის სოკოს მოსაცილებლადაც.


წყლული პირშიimage

პირის ღრუში წყლულის მოსარჩენად, გამოივლეთ 2 საათში ერთხელ, 1 ჭიქა თბილ წყალში, გახსნილი 1 ჩაის კოვში სოდა.


აქერცლილი კანი ახალშობილების თავზეimage

ხშირ შემთხვევაში, ახალშობილებს თავზე კანი ექერცლებათ. სოდა ამ სიტუაციაშიც დაგეხმარებათ. პირდაპირ ხელის გულზე ერთმანეთს შეურიეთ 2 ჩაის კოვზი სოდა და 1 ჩაის კოვზი წყალი. წაუსვით ეს სკრაბი ბავშვს დაზიანებულ კერაზე და ფრთხილად, ხელის რბილი მოძრაობით მოაცილეთ აქერცლილი კანი (ყურადღება მიაქციეთ, თვალში არ ჩაუვიდეს). ამის შემდეგ, თავი გაუწმინდეთ სველი ქსოვილით. პროცედურა გაიმეორეთ 2-3 დღის შემდეგ.


ჭარბი წონის მოშორებაimage

სოდის გამოყენებით ჭარბი წონის მოშორებაც შესაძლება. სასურველი ეფექტის მისაღებად, სოდიანი წყალი, მშიერ კუჭზე, დილის 6-დან – 7 საათს შორის ინტერვალში უნდა მიიღოთ, საუზმემდე 25-30 წუთით ადრე.

სოდიანი წყალი ლიმონით, გარდა იმისა რომ კარგ შედეგს იძლევა ჭარბ წონასთან ბრძოლის საქმეში, ასევე არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, გამოჰყავს ტოქსიკური ნივთიერებები ორგანიზმიდან და აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.

მომზადების წესი კი ასეთია: ცხელ წყალში გახსენით ნახევარი ჩაის კოვზი (პირველ დღეებში, უფრო ნაკლები, რომ ორგანიზმი შეეჩვიოს) სოდა და რომ შეგრილდება, მიღების წინ, დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი.

მკურნალობის კურსი – 2 კვირა. შემდეგ, 2 კვირა უნდა შეისვენოთ.

P. S. კარგი იქნება, თუ სოდიანი წყლით მკურნალობის პერიოდში, სოდის აბაზანებსაც მიიღებთ!

ისევე, როგორც ზემოთ ხსენებული სოდის კოკტეილი, სოდის აბაზანაც 14 დღის მანძილზე უნდა მიიღოთ, ანუ ყოველ დღე. წყლის ტემპერატურა 38 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს და აბაზანაში 125 გრ. სოდასთან ერთად, 150 გრ. ზღვის მარილიც უნდა გახსნათ.

მარილებიანი წყალი კანის ფორებს ასუფთავებს და ორგანიზმს ჭარბი წონის მოშორებაში ეხმარება. გარდა ამისა, ცელულიტს ამცირებს, კანს ამკვრივებს და ალამაზებს.

0
1144
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0