x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
10 პროდუქტი, რომელიც შეიძლება უპრობლემოდ მიირთვათ 18 საათის შემდეგ

image

თანამედროვე მსოფლიოში „იდეალური სხეულის“ პრობლემა ყველას აწუხებს. ნებისმიერი დიეტოლოგი გეტყვით, რომ ექვსი საათის შემდეგ ადამიანის სხეულში ნივთიერებათ ცვლა ნელდება და მიღებული საკვები ბოლომდე არ გადამუშავდება. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ 18 საათის შემდეგ საკვები საერთოდ არ უნდა მიიღოთ. მაშ ასე, 10 პროდუქტი რომელთა მიღება სრულებით არ ავნებს თქვენს სხეულს და არ გამოიწვევს გასუქებას.


  • კივი - ეს ხილი ცხიმების დაშლას უწყობს ხელს და ხელს უშლის კუჭში სიმძიმის შეგრძნების გაჩენას.

  • ზღვის თევზი - თევზში ბევრი ცილა და მინიმალური რაოდენობით ცხიმია.

  • ქათმისა და ინდაურის ფილე - ეს დაბალკალორიული პროდუქტებია, რომლებიც მშვენივრად გადამუშავდება ორგანიზმის მიერ, ხელს უწყობს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას.

  • გოგრა - გოგრის მინიმალური კალორიულობა საშუალებას იძლევა სრულფასოვან ვახშმად გამოვიყენოთ.

  • მოხარშული ბოსტნეული - ჭარხალი და სტაფილო იდეალური წყვილია ვახშმისათის, თუმცა შეიძლება მათი ცალ-ცალკე გამოყენებაც. გარდა უამრავი ვიტამინებისა, რომელთაც ამ ბოსტნეულიდან იღებს ორგანიზმი, ჭარხალი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, სტაფილო კი დაიცავს ორგანიზმს ვირუსებისგან.

  • ბოსტნეულის „ხიზილალა“ - არა მხოლოდ ბადრიჯნის, არამედ ნებისმიერი ბოსტნეულის „ხიზილალა“ მარგებელია ვახშმობის დროს.

  • სოკო - მოთუშული სოკო სწორედ ისაა რაც ვახშმისთვისაა საჭირო.

  • კომბოსტო და ისპანახი - ეს პროდუქტები არამხოლოდ მარგებელია ადამიანის ორგანიზმისთვის არამედ შედიან უარყოფითი კალორიულობის პროდუქტების სიაშიც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ პროდუქტების გადამუშავების დროს ორგანიზმი მეტ კალორიებს წვავას, ვიდრე ეს პროდუქტები აძლევენ ორგანიზმს.

  • მსხალი - ვაშლისგან განსხვავებით, რომელიც მადას აღძრავს, მსხალი დაბალკალორიული ხილია.


10. დაბალკალორიული მაწონი და იოგურტი.

0
46
1-ს მოსწონს
ავტორი:იაშვილი მარინა
იაშვილი მარინა
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0