x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ბახალა თუ აფხაზეთი - ვის ირჩევს საზოგადოება
image




ბოლო დროს აქტიურად დაიწყო ცნობილი სახეების დაკავება ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო.


საზოგადოების უმეტესი ნაწილი მომხრეა ლეგალიზების, თუმცა ისიც არ უნდათ, რომ მოიხმარონ, რაც საბოლოო ჯამში დიდი უაზრო ჯაჭვს ქმნის, რომლისგანაც თავის დაღწევა ძნელად წარმოსადგენია.


მაშინ, როდესაც ქვეყნის 20 % და შეიძლება ითქვას უფრო მეტიც ოკუპირებულია, რუსთაველზე გამოდის მოსახლეობა, რომელიც აქციებს მართავს და "ტანზე ტანისამოს იხევს" ოღონდ ბახალა გაანთავისუფლონ.



მაშინ, როდესაც საზღვართან აქტივისტები მოსახლეობის მისვლას და დახმარებას ითხოვდნენ არც ერთი ახალგაზრდა არ გამოსულა და არ უყვირია, არ მოუთხოვია მცოცავი ოკუპაციის შეჩერება და საკუთარი მიწის დაბრუნება, იმ მიწისა, რომელიც აგერ უკვე 25 წელია რუსეთის ბრჭყალებშია მოქცეული და შესვლა კი არა შორიდან ნახვაც აკრძალულია.


სოციალურ ქსელში ბევრი ფოტო თუ ვიდეო გავრცელდა სადაც შედარებულია ბახალას განთავისუფლების მოთხოვნით შეკრებილი აქციის მონაწილეებისა და საზღვარზე მცოცავი ოკუპაციის შეწყვეტით გამართული აქციის მონაწილეების რაოდენობა, რაც შეიძლება ითქვას სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს.


რისი ან ვისი ბრალია არსებული სიტუაცია? რათქმაუნდა პირველ რიგში სახელმწიფოსი, რადგან აშკარად ჩანს, რომ თვით სახელმწიფოც შეეგუა იმ ფაქტს, რომ მარჯვენა ჩამოაჭრეს და არც კი აქვთ ამბიცია იმისა, რომ აფხაზეთს ან ოსეთს დაიბრუნებენ.



დღევანდელი ახალგაზრდობა გავს ცხვრის დიდ ფარას, სადაც მწყემსი იქით - აქეთ არბენინებს. შეძახილები "აჰაა დღეს ის დაიჭირეს ხვალ თქვენ ხართ..." გარანტიაა იმისა, რომ რუსთაველზე ათასობით ახალგაზრდა გამოვა და აი შენი დაანონსებული აქციაც შედგა.



იყო, ასეთი ჯგუფი, რომელსაც ახალგაზრდები შეადგენდნენ და საზღვისპირა სოფლებში და თვით საზღვარზე შიშველი ხელებით პატრულირებდნენ, მაშინ ორგანიზატორად ამ ახალგაზრდებს დავით ქაცარავა მოევლინა და დიდი საქმეც გააკეთა. როდესაც ბატონ დავითს ვკითხე რას ელოდა ამ პატრულირებით, მიპასუხა: "ახალგაზრდების გამოსვლასა და მოთხოვნას, რომ შეჩერდეს ანექსია...", თუმცა იმედი ამჯერად ბოლოსაც მოკვდა და არც ერთი დღეს რუსთაველზე წამომჯდარი ახალგაზრდა არ მისულა.



მიმაჩნია და თან სრულიად დამტკიცებულად, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ახალგარზდებში, მარტო იმ სადღეგრძელოდ დარჩა, რომელიც სუფრაზე აუცილებლად უნდა წარმოსთქვა.



მე, დევნილი ვარ! და ვიცი, ვგრძნობ და მჯერა, რომ მხოლოდ ის ადამიანები დავრჩით ვინც 90 -იანებში ფეხშიშველა არაფრის იმედად გადმოვდიოდით ზუგდიდში. დახოცილი და იქვე მიყრილი ნათესავების გარეშე, იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც ქმნიდნენ აფხაზეთის იმჟამინდელ რეალობას.



ვგმობ და ვეთანხმები იმ კატეგორია ხალხს, რომლებიც რუსთაველზე ჩადებას, დაჭერას და მოხმარების გამო 8 წელს აპროტესტებენ, თუმცა აქციაზე იმიტომ არ მივალ, რომ ქართველები ყველა საქმეში ერთმუშტად არ ვდგავართ!



მრცხვენია, რომ აფხაზეთს, ოსეთს და სხვა წართმეულ მიწებს მხოლოდ 20 კაცი იცავს შიშველი ხელებით. მრცხვენია, რომ ცნობად სახეებს და ვითომ არ დაჭერას, რომელიც უკვე წლებია სავიზიტო ბარათია ჩვენი ქვეყნისა ათსაობით ახალგაზრდა კბილებით იცავს.



მჯერა, რომ იმ სუფთა რწმენით ის 20 - 30 კაცი ყველა დაკარგულ ტერიტორიას დაიბრუნებს და ამ იმედია თქვენ "ცხვრის ფარად" ქცეულნო ბახალს და ამ "რეჟიმს" ოდესმე უშველით.

0
180
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0