x
image
ნინო დვალაშვილი
როგორ მოვამზადოთ მბზინავი ტუჩსაცხი სახლის პირობებში?
image

ტუჩსაც ისევე, როგორც სახის კანს მოვლა სჭირდება. ხშირად სეზონური სიცივისა თუ ვიტამინების ნაკლებობის გამო, ტუჩზე არსებული კანი სკდება და ვიზუალურად არასასიამოვნოდ გამოიყურება. რა თქმა უნდა არსებობს ჰიგიენური პომადები, რომელთა დახმარებითაც თავიდან ავიცილებთ მსგავს პრობლემას. დღეს ე.წ "მატოვი" ანუ ბზინვარების არმქონე ტუჩსაცხებია მოდაში. მე პირადად მსგავს ტუჩსაცხებს ვერ ვიყენებდი, რადგან საშინლად მიშრობდა კანს. ამის გამო, მისი წასმის შემდეგ ქოქოსის კარაქს ან ყურძნის წიპწების ზეთს ვისვამდი. თუმცა, ცალ-ცალკე მათი წასმაც არ იყო კომფორტული, ამიტომ თავად ვამზადებ მბზინავ ტუჩსაცხს.

image

მაშ ასე, გთავაზობთ ჩემს რეცეპტს:


აიღეთ ჩვეულებრივი მშრალი პომადა, რომლის ფერიც თქვენივე გემოვნებით უნდა შეარჩიოთ. შემდეგ, მინის ქილაში (სქელი უნდა იყოს, ზუსტად ისეთი როგორშიც სახის კრემებია მოთავსებული) კოვზით გადაიტანეთ მხოლოდ პომადა. შემდეგ დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ქოქოსის კარაქი და გაალღვეთ. შეგიძლიათ ეს ქილა ადუღებულ წყალში ჩადგათ (წყალი არ უნდა ფარავდეს ქილას, რომ შიგნით არ ჩავიდეს), ან გამათბობელ გაზქურაზე დადგათ რომ გალღვეს. ამას დაახლოებით 10-15 წუთი სჭირდება. როდესაც მასა გალღვება კარგად აურიეთ ერთმანეში, შემდეგ საყინულეში შედგით და გაყინეთ. 2 საათის შემდეგ გამოიღეთ, თქვენი მბზინავი ტუჩსაცხიც მზად არის. ამგვარად მომზადებული ე.წ "მატოვი" ტუჩსაცხი, ზუსტად ისეთ ფერზე ჯდება, როგორსაც ხედავთ. გარდა იმისა, რომ ის ლამაზ ფერს შესძენს თქვენს ტუჩებს, სხვადახვა ვიტამინებით გამოკვებავს კანს და ვიზუალურადაც უფრო ეფექტურს გახდის. იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე! გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებს!


0
127
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0