x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ანასტასია ერისთავი-ხოშტარია,ერთ-ერთი პირველი ფემინისტი ქალის დაბადებიდან 150 წელიწადი გავიდა

image

150 წლის წინ, 1868 წლის 3 თებერვალს ქალაქ გორში არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა ანასტასია ერისთავი-ხოშტარია, ქართველი მწერალი, საზოგადეო მოღვაწე და ფემინისტი.ანასტასია ერისთავი იყო პირველი ქალი, რომელმაც ქალთა პრობლემებზე ხმამაღლა ალაპარაკდა.




საინტერესო ფაქტები მისი ცხოვრებიდან

***

დაბადებულა ძალიან სუსტი და ყველას ეგონა რომ ვერ გადარჩებოდა, საჭირო შეიქმნა ბავშვის სასწრაფოდ მონათვლა. მემამულეებს ნათლობისაგან თავი შეუკავებიათ. ანასტასიას მონათვლა ისურვა გლეხმა, გიორგი ცუცქირიძემ და ოჯახისგანაც თანხმობა მიღო. შემდგომში სწორედ ამ ფაქტმა შეუშალა ხელი ანასტასიას განათლება მიეღო იმ დროს თბილისში განთქმულ ეგრეთ წოდებულ “დევიჩი ინსტიტუტში“.



***ტასო 14 წლის იყო, როდესაც უკვე განსაკუთრებული ნიჭი გამოავლინა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ხოლო ქართულ ენას იმ დროს ნიკო ლომოური ასწავლიდა(შეცვალა რა ცნობილი მოღვაწე და ხალხოსანი მიხეილ ყიფიანი), სწორედ მან წააქეზა გოგონა ეთარგმა უსახელო ავტორის ოსური თქმულება „ბესო“, რომელიც შემდეგ "ნობათში" დაიბეჭდა, მალევე ტასომ პირველი საკუთარი მოთხრობა დაწერა "პატარა ნუცას სათხოვარი", რომელიც ჟურნალ "ჯეჯილში" გამოქვეყნდა."



***ტასო ერისთავი სამწერლო ასპარეზზე გამოსვლა აკაკი წერეთლის სახელს უკავშირდება, მგოსანს ახალგაზრდა გოგონა დათა ბაგრატიონს წარუდგენია, მართალია აკაკის ტასოს ლექსები დაუწუნებია, სამაგიეროდ წაუკითხავას მისი მოთხრობა“ ბატონებამ დაიწუნეს“ და ძლიერ მოსწონებია.სწორედ აკაკი წერეთლის წარდგინებით 1893 წელს ეს მოთხრობა „ კვალში“ გამოქვეყნდა.


***1897 წელს ანასტასია ერისთავი ცოლად გაყვა ცნობილ პოეტს დუტუ მეგრელს(ნამდვილი სახელი დიმიტრი ხოშტარია), როგორც ანასტასია იხსენებს " დუტუ მოდაში იყო. მის ლექსებს ქალები გიტარაზე მღეროდნენ".



***რომანი "ბედის ტრიალი" ანასტასიამ 1901 წელს ერევანში, ქმართან ერთად იქ გადასვლის დროს დაწერა. რომანში მოთხრობილია ადამიანთა რთული ბედისწერისა და ცხოვრებისეულინ დრამის შესახებ.


***ტასო გორში 1910 წელს დაბრუნდა, ხოლო 1913 წელს აქ აარსებს ქალთა საზოგადოება“ მანდილოსანს“, რომელსაც კეთილშობილური პროგრამა ქონდა. იგი მიზანდ ისახავდა დახმარებოდა გაჭირვებულ ქალებს ზნეობრივადაც და ქონებრივადაც, მოეწყო საგანმანათლებლო ხასიათის დაწესებულებები- სკოლები, საბავშვო ბაღები, რეფერატები, საზოგადოებრივი კითხვები, გაეხსნა სახელოსნოები და ა.შ. თუმცა ეს საზოგადოება მოგვიანებით გაუქმდა. ყველამ ერთგვარად ვერ დაინახა მწერლის სიკეთე და ბევრმა წევრმაც დიდი უმადურობაც კი გამოამჟღავნა.


*** ქართველი ფემინისტი და აქტივისტი ნინო ტყეშელაშვილი თავის მოგონებაში საზოგადოება „მანდილოსნის“ შესახებ იხსენებს: მათ გახსნეს უფასო სკოლა, სადაც უფასოთ ასწავლიდნენ და ამავე დროს უფასოთ აძლევდნენ სასწავლო ნივთებს და ტანისამოსსაც. ამ სკოლაში სამოცზე მეტი ბავშვი იყო. ამ სკოლის გარდა გახსნეს საკვირაო შკოლა, სადაც უფასოთ სწავლობდენ წერა-კითხვას, თან აქ ღარიბების თავშესაფარი იყო. თუ რომელიმე მოწაფე რამეს აკეთებდა ამ დაწესებულებისთვის, მას თვიური ჯამაგირი ეძლეოდა. ამ დაწესებულების ხარჯის დასაფრად გახსნეს საჩაიე და სასადილო და პატარა კოხტა კოოპერატიული მაღაზია. საზოგადოების მაღალმა მიზანმა ხალხი მიიზიდა - საჩაიე, სასადილო და კოოპერატივი სულ სავსე იყო მუშტრებით.“


***"მანდილოსანი“ იყო ქალთა პირველი სოციალური საწარმო საქართველოს ისტორიაში. საჩაიედან და საკონდიტროდან შემოსული მოგებით „მანდილოსანი“ საქველმოქმედო აქტივობებს აფინანსებდა. „მანდილოსანს“ თავისი ფილიალები ჰქონდა სურამსა და მეჯვრისხევში.


*** საზოგადოება "მანდილოსნის" საჩაიე გორში სამეფოს ქუჩაზე მდებარეობდა. სამეფოს ქუჩა დღესაც იგივე სახელწოდებით არსებობს. მანამდე იგი ლენინის, ხოლო მოგვიანებით ერთობის ქუჩის სახელით იყო ცნობილი.

image

***1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ანასტასია ერისთავი-ხოშტარია წავიდა მწელობიდან, შემდგომში პერიოდულად ქვეყნდებოდა მისი წიგნები თუ ცალკეული ნაწარმოებები, ხოლო სრული სამტომიანი კრებული 1952-1961 წლებში გამოიცა.


***გარდაიცვალა 1951 წლის 1 მაისს, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთონში.

image

5
98
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
98
  
2018, 4 თებერვალი, 0:22
მე არ მესმის იმ მკითხველის, ვისაც ჩვენი ვაი-ვარსკვლავების ინტიმური ცხოვრების დეტალები უფრო აინტერესებს, ვიდრე ასეთი საინტერესო ისტორიები ჩვენი წარსულიდან. ავტორს რესპექტი, უინტერესო საზოგადოებას- სირცხვილი :(
2018, 3 თებერვალი, 13:17
მართლა ძალიან საინტერესო სტატიაა❤
2018, 3 თებერვალი, 12:59
2018, 3 თებერვალი, 12:54
კაი ნუ გამაწითლე))))) გაიხარე
2018, 3 თებერვალი, 12:51
როგორც წესი, საინტერესო სტატიებით გამოირჩევით. ვაღიარებ, ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი ავტორი ხართ, მეასა და მანჩოს გვერდით წარმატებები.
0 1 5