x
მეტი
  • 28.05.2018
  • სტატია:77391
  • ვიდეო:330076
  • სურათი:433492
ვაშლის ღვეზელის რეცეპტი მამაკაცებისთვის გასაგებ ენაზე

image

1. აიღეთ მაცივრიდან 10 კვერცხი, დადეთ მაგიდაზე დარჩენილი შვიდი და მოწმინდეთ იატაკი. სხვა დროს უფრო ყურადღებით იქნებით.
2. აიღეთ თასი და მის კიდეზე ჩატეხეთ კვერცხი. ჩაასხით კვერცხის შიგთავსი თასში
3. მოწმინდეთ მაგიდაზე დაქცეული კვერცხი აკურატულად. მაშ ასე: თასში გვაქვს 5 კვერცხი.
4. ახლა აიღეთ მიქსერი, გაუკეთეთ სათქვეფი ჯოხები და დაიწყეთ თქვეფა. ახლა სცადეთ და კიდევ ერთხელ დაუმაგრეთ ჯოხები - ამჯერად საიმედოდ. ათქვიფეთ.
5. მოიბანეთ სახე, ყელი, ხელები. საბოლოოდ, თქვენ თასში დაგრჩათ ორი ათქვეფილი კვერცხი. სწორედ ამდენი გჭირდებათ ღვეზელისთვის!
6. დაამატეთ შაქარი - წინასწარ გასინჯეთ, ხომ ნამდვილად ტკბილია?
7. სამზარეულოს ტექნიკასა და ავეჯს გაზეთები ან რაიმე ქსოვილი გადააფარეთ - ფქვილის ჩაყრის დროა!
8. ჩაყარეთ ჭიქაში 200 გ და ჩაამატეთ თასში. დანარჩენი 800 გ მოხვეტეთ და ისევ უკან ჩაყარეთ პაკეტში.
9. თუ დარწმუნდით, რომ გარშემო ყველაფერს გადააფარეთ გაზეთები, დაიწყეთ თქვეფა. შემდეგ აბაზანაში ტანსაცმელი გამოიცვალეთ, გაფერთხეთ და წყალი გადაივლეთ.
10. აიღეთ 4 ვაშლი და ბასრი დანა. ახლოს იქონიეთ იოდი, პლასტირი, ბინტი. დაიწყეთ ვაშლის გათლა.
11. დაიმუშავეთ ცერა თითი იოდით და გადაიხვიეთ. დაჭერით ვაშლი კუბებად და გახსოვდეთ, რომ 2 ვაშლი გვჭირდება. ასე რომ მხოლოდ ნახევარი შეგიძლიათ შეჭამოთ.
12. ერთადერთი დარჩენილი და დაჭრილი ვაშლი ჩაამატეთ ცომში. აკრიფეთ იატაკიდან ნარჩენები და მოასუფთავეთ.
13. ცომი ჩაასხით ტაფაში და შედგით ღუმელში.
14. 1 საათის შემდეგ, ვერანაირ ცვლილებას რომ ვერ შენიშნავთ, ჩართეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
15. გამოღვიძების შემდეგ, 112-ზე დარეკვა საჭირო არ არის, უბრალოდ, ფანჯრები გამოაღეთ. ღუმელი კი გამორთეთ.
16. შემდეგ ჩადით მაღაზიაში, სახლის ახლოს, იყიდეთ პური, ძეხვი, კიტრის მწნილი.

0
26
1-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0