x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
,,ფილმი გამოცანა" - 8 საინტერესო ფილმი უცნაური ფინალით
now you see meყოველთვის ვფიქრობდი, რომ ფიმების ყურება სჯობია სერიალებს, რომლებიც არა და არ მთავრდება. მაგრამ არსებობენ ფილმები, რომლებიც ასევე არ მთავრდება. ასეთი ფილმები დამთავრების შემდეგაც არ მთავრდება ჩვენს ფიქრებში და დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება. შემდეგ დიდი ხანი ვფიქრობთ მათზე და იმ მოვლენებზე, რაც ფილმში მოხდა.

ასეთი დასამახსოვრებეი ფილმები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია. სხვადასვა ჟანრის და შინაარსის. თუმცა არსებობს ფილმების გარკვეული ჯგუფი, რომელთა განსაკუთრებულობას შემდეგი ფაქტორი განსაზღვრავს: ამ ფილმების მიმდინარეობისას სიუჟეტის განვითარება მაყურებელს სრულიად სხვა ჰგონია და ფიქრობს, რომ ფინალი წინასწარ იცის, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი იცვლება და გამაოგნებელ ფინალს ვიღებთ. სწორედ ამიტომ ასეთ ფილმებს მე “ფილმ გამოცანებს" ვუწოდებ.

ასეთები ძირითადა არიან დეტექტიური, მძაფრ-სიუჟეტიანი ჟანრის ფილმები. მძარცველებით, დამნაშავეებით, შურის მაძიებლებით და სხვა მსგავსი პერსონაჟებით.

მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე ასეთი ფილმი, რომლებსაც ჩემთვის მოულოდნელი და საოცარი ფინალი ქონდათ.


1. შავი პეპელა - ფილმი რომელიც გალოთებული მწერალის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ისტორიას თან სდევს მკვლელობები, რომელთა ჩამდენიც მალევე გამოიკვეთება. თუმცა ყველაფრი ისე არაა როგორც ჩვენ გვგონია..

Black Butterfly

2. ოვერდრაივი - ეს არის ფილმი ორი ძმის შესახებ, რომლებიც ყველაზე მაგრები არიან ძვირფასი ავტომობილების გატაცებაშ. მათ ოცნებები და საქმე აქვთ, რომელიც ისე უნდა გააკეთონ, რომ ფინალით თვითონ კმაყოფილი ჩვენ კი გაკვირვებული და ნასიამოვნები დავრჩეთ.

Overdrive

3. მებრძოლთა კლუბი - ბრედ პიტისა და ედვარდ ნორტონის უმაგრესი ტანდემი. ყველასთვის საყვარელ ფილმში ეს ორი მსახიობი ისე თამაშობენ თითქოს მართლაც ერთი მთლიანნი არიან. არანაირი “ჰეფი ენდი" და ბომბების განაღმვა. ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს. თუ ორი??

Fight Club

4. ძარცვის ხელოვნება - როდესაც საქმე ძარცვებზე ან აფიორებზე მიდგება “ფილმი გამოცანაც" უფრო ადვილად გასაკეთებელი ხდება. ეს ფილმიც ძალიან მარტივად გაგაკვირვებთ როცა მის დასკვნით ნაწილში ყველაფერს მიხვდებით..

The Art Of The Steal

5. უხილავი სტუმარი - ესპანურ ფილმში სიტუაცია მას შემდეგ იძაბება რაც ერთ-ერთ სასტუმროში მკვლელობა ხდება. ფილმის მიმდინარეობის დროს მეორე და უფრო მნიშვნელოვანი მკვლელობა ვლინდება. ყველაფრის დასასრულს კი, უბრალოდ WOW.. ეს უნდა ნახოთ, მონაყოლი არაფერია ;) The Invisible Guest


6. ახლა მხედავ? - ამ ფილმის ორივე ნაწილში ილუზიონისტები თავიანთი ოსტატობითა და იუმორით მაყურებელს აოცებენ. ფილმის ფინალით არა მხოლოდ მაყურებელი, თვითონაც გაოცებულები რჩებიან..

now you see me

7. შესანიშნავი თაღლითები - გარდა იმისა, რომ ნიკოლას ქეიჯის, ისევე როგორც სხვების, სამსახიობო ოსტატობა საოცარია, ეს ფილმი მართლაც გაგაკვირვებთ თავისი ფინალით. ასეთ დასასრულს ნამდვილად ვერ წარმოიდგენთ..

Matchstick Men

8. სლევინის ბედნიერი რიცხვი - ამ სტატიის დაწერის სურვილი წლების წინ ნანახი, ამ შესანიშნავი ფილმის გამო გამიჩნდა. საოცარი მსახიობების მიერ შესრულებული, უმაგრესი “ფილმი გამოცანა". სხვას ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ “როდესაც ყველა მარჯვნვ იყურება შენ კი მარცხნივ მიდიხარ, ეს კანზას სიტის შაფლია".

Lucky Number Slevin

ამის გარდა აუცილებლად ნახეთ:

მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი კადრები ფილმებიდან

ფრაზები ფილმებიდან

ვაჟა-ფშაველასეული საოცარი შედარებები

8
829
3-ს მოსწონს
ავტორი:ლმძე
ლმძე
829
  
2018, 5 თებერვალი, 1:00
კი ვიცი ეგ კინოც ძალიან მაგარია :)
2018, 5 თებერვალი, 0:41
ვნახე, ძალიან კარი იყო მომეწონა. მაგრამ სხვა ფილმიც ვნახე და ამან საერთოდ წამიღო :) ,,სხეული" ესპანური ფილმია, როგორც უხილავი სტუმარი თუ არ გაქვთ ნანახი აუცილებლად ნახეთ
2018, 4 თებერვალი, 1:48
მაშინ აუცილებლად უნდა უყუროთ.
2018, 3 თებერვალი, 23:52
Gone Girl არ მაქვს ნანახი და თუ ამ ჟანრის ფილმია აუცილებლად ვნახავ
2018, 3 თებერვალი, 23:49
ამ ჩამონათვალში უხილავი სტუმარი მართლა ყველაზე მაგარია. აი შავი პეპელაც ძალიან მომეწონა, მაგრამ სლევინის ბედნიერი რიცხვი ჩემთვის კლასიკაა. თუ არ გაქვთ ნანახი უყურეთ, ისიამოვნებთ
2018, 3 თებერვალი, 23:33
ძალიან მაგარი ფილმია უხილავი სტუმარი და საოცარი დასასრულით, მაგრამ იმასაც თითქმის ამოუცნობი დასასრული აქვს :)
2018, 3 თებერვალი, 22:21
უხილავი სტუმარი ამ ფილმებში რათქმაუნდა მკვეთრად გამოირჩევა. ძLიერი ფილმია
2018, 3 თებერვალი, 19:38
Gone girl იც საკმაოდ კარგი კინოა და ვერ გამოიცნობ ბოლოს როგორ დამთავრდება :-)
0 1 8