x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
როგორ "მკურნალობენ" გატეხილ გულებს ზოდიაქოს ნიშნები?
image

საინტერესოა, როგორ იქცევიან სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, როცა მათ გულს ტკენენ:


ვერძი-ურთიერთობის დასრულების შემდეგ ვერძები ტკბებიან თავისუფლებით, თავქარიანი ქცევებით; ისინი თავს უფლებას აძლევენ ჩაიდინონ ისეთი საქციელი, რაც ადრე მის ყოფილ პარტნიორს არ მოეწონებოდა.

image


კურო-კურო ძალიან განიცდის განშორებას და ნებისმიერ ადამიანთან ცდილობს დარდის გაქარვებას, მათ შორის შესაძლოა, ყოფილი თაყვანისმცემლებიც აღმოჩნდნენ. მას სურს დაიბრუნოს სულიერი კომფორტი.

image

ტყუპები-ისინი მუდმივი მხიარულების რეჟიმში გადადიან, რაც ბევრ ალკოჰოლსა და რეალობისგან მოწყვეტას ნიშნავს. მას ჰგონია, რომ განცდილი გულისტკივილის შემდეგ ფეხზე წამოდგომა შეუძლებელია და ზოგჯერ ძალიან გულჩვილები ხდებიან.

image

კირჩხიბი-ის მზადაა, საკუთარ გრძნობებზე ნებისმიერს ესაუბროს. დაწვრილებით "გადაამუშავებს" თავის ემოციურ ისტორიას და შეეცდება, სხვების თანაგრძნობა გამოიწვიოს.

image

ლომი-ლომი გარდერობს განაახლებს და ყოფილ პარტნიორთან დაკავშირებულ სამოსს თავიდან მოიშორებს. მას არ სურს წარსულის გახსენება. ლომისთვის ეს ახალი ცხოვრების დასაწყისი იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ლომი ერთ-ერთი სტრესგამძლე ნიშანია.

image

ქალწული-ის მთელ ძალისხმევას მიმართავს, რათა ნეგატიური აზრები შეაჩეროს. ქალწულებს შეუძლიათ, ნებისმიერი ვითარება „შეაკეთონ“, "შეალამაზონ", ამიტომაც მწარე მოგონებებში ჩაფლობის ნაცვლად, პარტნიორს მშვიდობიან გზას უსურვებენ.

image

სასწორი-სასწორი საკუთარ თავს ხალხში გასვლას აიძულებს, თუნდაც ეს კინოში ან ბაზრობაზე წასვლა იყოს. საქმე ის არის, რომ ყოფილი პარტნიორი მაინც მუდამ ფიქრებში ეყოლება და ზღვა ხალხში თვალებით მაინც მის ძებნას შეეცდება.

image

მორიელი-მორიელს პატიება და დავიწყება ძნელად გამოსდის. განშორების შემდეგ უამრავ შეტევას განახორციელებს. მისი მიზანია, ყოფილი პარტნიორი უბედური იყოს და იტანჯებოდეს. მართალია, მისი დანახვაც აღარ სურს, მაგრამ რაღაც დოზით კავშირს მაინც უნდა გრძნობდეს.

image

მშვილდოსანი-მშვილდოსანი წინსვლას განაგრძნობს. თუ თავიდანვე ვერ შეძლო გატეხილი გულის გამთელება, შეეცდება, ისეთ ადგილას წავიდეს, სადაც ყოფილ პარტნიორთან ერთად არ ყოფილა, რათა არანაირი მოგონება არ გააღვიძოს. თუკი ეს არ გამოუვა, შეეცდება, სხვანაირად მიიღოს ახალი შთაბეჭდილებები.

image

თხის რქა-გულგატეხილი თხის რქა საკვებს ეძალება და წონაში მატულობს, რის შემდეგაც თავს კიდევ უფრო უბედურად გრძნობს. მისი საიდუმლო გეგმა შემდეგია: მისი წარმატებებითა და საუკეთესო გარეგნობით ყოფილი პარტნიორი შურით გასკდეს. არადა, ეს ნიშანი დიდხანს ვერ გამოიტირებს დასრულებულ რომანს.

image

მერწყული-ყოფილი პარტნიორისთვის მას არაფერი ცუდი არ სურს, თუმცა ხშირად ოცნებობს, რომ მის ყოფილს მასზე უარესი თანამგზავრი გაუჩნდეს. მერწყული შეეცდება, გულისტკივილი სამუშაოში ჩაიკლას. როცა ის რაიმეთია დაკავებული, ტკივილი ნელდება.

image

თევზები-თევზები ტკივილს შემოქმედებითად აქცევენ. ზოდიაქოს ამ ნიშანს ეუხერხულება, ილაპარაკოს იმაზე, რის თქმაც სურს. განშორება - ეს მისთვის მუზაა და რაც უფრო მტკივნეულია პროცესი, მით უფრო შლის ფრთებს. ზოგჯერ თევზები განშორების მადლობლებიც კი არიან.

image



0
1863
5-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
1863
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0