x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134466
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
„მართლა მასობრივად დაბოლდით?“ - ლალი მაროშკინას ემოციური პოსტი

image


ლალი მაროშკინა ნატოში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე შესვლის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.


„მართლა მასობრივად დაბოლდით?
ისტორიული ტყუილის ისტერიული გადაწყვეტილება!!!!
ახლა კარგად მომისმინეთ! როგორ შეიძლება მე არ მინდოდეს ევროპა?
მე, რომელსაც მთელი ოჯახი საფრანგეთსა და შვეიცარიაში მყავს?
როგორ შეიძლება მე არ მინდოდეს NATO-ს ძლევამოსილებით ზურგის გამაგრება???
მაგრამ მაშინ რა გამოდის?
ჩემს წარსულს ვუღალატო?
ჩემი მეგობრები დავივიწყო,
ვისი სისხლითაც მოირწყა აფხაზეთი და ე.წ.სამხრეთ ოსეთი??
გახსოვთ, ზაფხულში ევროკავშირი და ეუთო ერთმანეთის წინსწრებით რომ ულოცავდნენ ბიბილოვს გაპრეზიდენტებას, მაშინ რატომ დადუმდით?
ხომ გაფრთხილებდით მახეა თქო?
ხოდა ახლა აირჩიეთ ან უხელფეხო საქართველო ან NATO!
მე პირადად მტკაველიც არ მემეტება!
P.S.არავინ დაიწყოს ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები...
მეხუთე პუნქტთან დაკავშირებით!
ამოცანა მარტივია - ან ვიჭრით ჯიგარს, ვივიწყებთ ჩვენი ბიჭების დაფლეთილ სულებს და სხეულებს,
ვაჟანგებთ ხმალს და
რუქაზე ბათუმს, მარნეულს, ახალციხეს და ახალქალაქსაც თვალს ვარიდებთ,
როგორც პოტენციურად დასაკარგად გამზადებულ ტერიტორიებს,
ან ვაგრძელებთ იმ იმედით ცხოვრებას, რომ ოსი და აფხაზი ძმები, მალე ისევ ჩვენი განუყოფელი სანათესაო და სამეგობრო გახდება,
თორემ მარტო შავი მიწა-უპატრონო მკვდარსაც აყრია..., “ - წერს მაროშკინა.


image

0
813
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
813
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0