x
image
_K_
Mediator image
კარგია თუ არა დღის საათებში ძილი ჯანმრთელობისთვის? გაიგეთ მეტი!

image

დღის საათებში ცოტა ხნით, 30 წუთით წათვლემა ძალიან არ ჩაგაძინებთ, ძალებს აღგიდგენთ და რეჟიმსაც არ დაგირღვევთ.


დღის ძილი ვერ აგინაზღაურებთ ღამის ძილის დაკლებულ საათებს, მაგრამ ხასიათს გამოგისწორებთ და უფრო ნაყოფიერად შეძლებთ მუშაობას.


სახელგანთქმული ადამიანები, მაგალითად ჯონ ფიცჯერალდ კენედი, ალბერტ აინშტაინი, ნაპოლეონი, უინსტონ ჩერჩილი და თომას ედისონი ცნობილები იყვნენ იმით, რომ ლანჩის შემდეგ თითქმის ყოველთვის იძინებდნენ.


რა თქმა უნდა, აჯობებს, თუ ღამით დაიძინებთ კარგად, მაგრამ თუ სხვა გზა არ გაქვთ და დღის განმავლობაში გიწევთ წათვლემა, მაშინ კარგი იქნება, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინოთ:



რამდენიმე რჩევა:


1. შეარჩიეთ განსაზღვრული დრო შუადღის ძილისთვის.


2. დააყენეთ მაღვიძარა, რომ დიდ ხანს არ ჩაგეძინოთ.


3. გადადეთ მობილური, გამოიყენეთ საძილე ნიღაბი (იმისთვის, რომ სიბნელის ეფექტი შეიქმნას) და გააგრილეთ ოთახი.


4. როცა გაიღვიძებთ, დაიბანეთ სახე ცივი წყლით და რამდენიმე ვარჯიში გააკეთეთ გამოსაფხიზლებლად.


image




–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ გავიღვიძოთ ადრე - 13 ხერხი

2. როგორ გამოვიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდულად - 8 ხერხი

3. 10 საიდუმლო, რომელიც ყველა ბედნიერმა ადამიანმა იცის

,

0
458
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
458
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0