x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ფოსტით გაგზავნილი ყველაზე არაჩვეულებრივი და უცნაური ნივთები

1)ჰოუპის ალმასი-1958 წელს ძვირფასი ქვების დილერმა ჰარი უინსტონმა ეს უძვირფასესი ლეგენადარული ქვა ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტს შეწირა და გადაწყვიტა, რომ ის ფოსტით გაეგზავნა, საინტერესოა, რომ უინსტონს გადაგზავნა ფოსტით სულ 2, 44 დოლარი დაუჯდა, თუმცა დააზღვია 1 მილიონ დოლარად.

image


2)ჰენრი "ბოქს" ბრაუნი-ჰენრი 33 წლის იყო, როდესაც მონობიდან დაიხსნა თავი და ბატონს გამეოქცა.მონობაში იყო, როდესაც მან ცოლი მოიყვანა(ისიც მონა), უკვე სამი შვილი ჰყავდა, როდესაც ბატონმა ცოლ-შვილი გაუყიდა, ეს იყო ბოლო წერტილი, ამის შემდეგ ბრაუნმა გადაწყვიტა გაქცევა, მეგობრემა ჩასვეს ხის 0, 9 х 0, 8 სიგანის და 0, 6მ სიმაღლის ზომის ყუთში, ჩაუყარეს ორცხობილა, წყალი და ფოსტით გააგზავნეს იმ თავისუფალ შტატში, სადაც მონობა გაუქმებული იყო.27 საათი იმგზავრა ბრაუნმა სანამ დანიშნულების ადგილს, ფილადელფიას არ მიაღწია.სწორედ მას შემდეგ შეარქვეს მეტსახელი "ბოქსი" (ყუთი).

imageimage


3)კბილი-ანალიტიკური სამსახური დროდადრო ინტერესდება აშშ-ს საფოსტო სამსახურის ყველაზე უცნაური გზავნილებით, მრავალრიცხოვან საგნებს შორის იყო ამოღებული კბილი, რომელიც გამჭვირვალე ცელოფნის პარკში იდო.

"გთხოვთ გახსოვდეთ, რომ ადამიანის ნაშთების ფოსტით ტრანსპორტირება აკრძალულია, თუმცა ჩვენ ვარაუდობთ, რომ მას გააჩნია სენტიმენტალური ღირებულება და ამიტომ ვუშვებთ გამონაკლისს თქვენს შემთხვევაში"-ასეთი წარწერა გაუკეთა კბილს საფოსტო სამსახურმა.

image


4)ბავშვები-1913 წელს ჯესი ბოგეს ოჯახმა, ორეგონის შტატიდან, ფულის დაზოგვის მიზნით, ბებიასთან ბავშვი ფოსტით გააგზავნა. ამანათში ბავშვის მშობლებმა 15 ცენტი გადაიხადეს, დაზღვევაში – 50 დოლარი, რაც ბევრად უფრო იაფი იყო, ვიდრე მატარებლის ბილეთი.იგივე მოიმოქმედა მეი პიერსტორფმა, როდესაც ბავშვი საფოსტო ვაგონით გააგზავნა ბებიასთან.

"ცოცხალი ამანათების" ფოსტით გაგზავნა 1914 წელს შეწყდა.

image



5)ბანკი- ბიზნესმენი უილიამ კოლტარპი ბანკს აშენებდა პატარა ქალაქ ვერნალში (იუტას შტატი). მას უნდოდა, შენობა ლამაზი გამოსულიყო და ამიტომ, შენობის აგება რელიეფური აგურით გადაწყვიტა, რომელსაც 270 კმ-ით დაშორებულ, ქ. სოლტ-ლეიკ-სიტში ამზადებდნენ.
როდესაც მან ხარჯი დაითვალა, აღმოჩნდა, რომ თითო აგურის ტრანსპორტირება, 4-ჯერ უფრო ძვირი ჯდებოდა, ვიდრე აგური ღირდა. ამიტომ, 80 ათასი აგური 20 კგ-იან ამანათებად შეაფუთინა(ამანათის დასაშვები მაქსიმალური წონა 23 კგ.იყო) და ერთი ქალაქიდან მეორეში, ფოსტით გაგზავნა.

კოლტარპი დღეში 40 ყუთს აგზავნიდა, რაც თითქმის ერთი ტონა გამოდიოდა, ამის შემდეგ მიიღეს ახალი კანონი, რის მიხედვითაც ერთ მისამართზე დღის განმავლობაში მხოლოდ 91 კილოგრამის გაგზავნას ითვალისწინებდა.

image


6)რეჯინალდ ბრეი-ამ კაცმა ბრიტანეთში სახელი გაითქვა ფოსტის უცნაური გზავნილებით და უცნაური მისამართებით, მას "ბრიტანეთის ფოსტის თავის ტკივილი უწოდეს".

ვთქვათ ასეთი მისამართი:"ლონდონია ნებისმიერი სახლი", "საუკეთესო სასტუმროს მფლობელს სანტა-კრუსის და სანტა ხოსეს შორის გზაზე" ან "სახლი კლდის პირას", გზავნილები კი კიდევ უფრო უცნაური იყო, სიგარის ნაწვი, ნიანგის თავის ქალა, ტაფა და ა.შ.აღსანიშნავია, რომ მას სურდა ადოლფ ჰიტლერის ხელისმოწერა ფოსტით მიეღო, უამრავი წერილი გაგზავნა, მხოლოდ ერთხელ მოუვიდა პასუხი, რომ ფიურერი ძალზე დაკავებულია და ამ მისამართზე წერილს ნუღარ გამოაგზავნითო.

image


7)სხვადასხვა-საფოსტო ამანათების გზავნილებში უამრავი არაჩვეულებრივი და უცნაური ნივთები თუ ცოცხალი არსებების გაგზავნის შემთხვევები ყოფილა დაფიქსირებული.მათ შორის კატის, ძაღლის, ოქროს თევზი თავის აკვარიუმით, კარტოფილი მისალოცი წარწერით, შეყვარებულისთვის გაგზავნილი საკუთარი თავი(ჩინეთი), 10 ათასი ევროს ღირებულების სათამაშოები 100 ბრიტანული ოჯახისთის(გინენის რეკორდსმენი, როგორც ყველაზე მასშტაბიანი გზავნილი), ბომბა, ირმის სასქესო ორგანო და სხვა.

image

image

0
106
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0