x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა კავშირია ხვრინვას, დეპრესიასა და ღვიძლს შორის?
image

ღვიძლის აქტივობის დაქვეითებამ შესაძლოა ორგანიზმში ტოქსინების დაგროვება გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

და როგორ მივხვდეთ, რომ ღვიძლი დატვირთვას ვერ უმკლავდება? ამის გარკვევაში ქვემოთმოყვანილი სიმპტომები და მათი აღწერა დაგეხმარებათ.

1. ცნობიერების დაბინდვა


დატვირთვის გამო ღვიძლმა შესაძლოა სისხლის გაფილტვრა ვეღარ შეძლოს და სისხლში დაგროვილმა ტოქსინებმა ტვინამდეც მიაღწიონ. როცა ეს ხდება, სახეზეა შემდეგი სიმპტომები:

ცნობიერების დაბინდვა

მეხსიერებაში ჩავარდნა

გადაწყვეტილების რთულად მიღება


2. შაქრის დონის შემცირება სისხლში

ღვიძლი სისხლში შაქრის სტაბილურ დონეზე აგებს პასუხს. როცა ღვიძლი დატვირთვით მუშაობს, შაქრის დონე ეცემა. შედეგად ადამინი გაღიზიანებულია, დაბნეული და ენერგიის ნაკლებობას განიცდის.


3.ჰორმონალური დისბალანსი

ღვიძლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასქესო ჰორმონების რეგულირებაში.ამ ორგანოს სისუსტე და არაჯანსაღი მდგომარეობა ჰორმონთა დისბალანსს იწვევს, რაც თავის მხრივ შემდეგი პრობლემების მიზეზი ხდება:

ლიბიდოს დაქვეითება

წინამენსტრუალური სინდრომის სიმპტომების გაუარესება.


4.განწყობის ცვალებადობა

თუ ტოქსინებმა თავის ტვინს მიაღწიეს, არა მარტო მეხსიერების გაუარესებას, არამედ განწყობის ცვლილებასაც იწვევენ. მომატებული შფოთვა ან დეპრესია შესაძლოა ღვიძლის ფუნქციის შესუსტებასთან იყოს დაკავშირებული. თუ საკუთარ თავს ეს სიმპტომები შეამჩნიეთ, სასურველია შესაბამისი ანალიზები ჩააბაროთ, სანამ სედატიურ პრეპარატებს მიიღებდეთ.


5. იმუნიტეტის პრობლემები

ის ადამიანები, რომლებიც ხშირ გაციებას და ვირუსულ ავადმყოფობებს უჩივიან, ხშირად ამბობენ, რომ C ვიტამინი აკლიათ. ცოტამ თუ იცის, რომ ღვიძლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნურ სისტემაში. სწორედ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული ჩვენი უნარი, თუ რამდენად გავუმკლავდებით ვირუსებსა და ბაქტერიებს.


6.ძილის აპნოე

ზედა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ძილის დარღვევა, როდესაც ადამიანი ძილის დროს წყვეტს სუნთქვას 10 წამზე მეტი დროით.მძიმე შემთხვევებისას ეს დრო შესაძლოა 2-3 წუთამდე გაიზარდოს.აპნოეს ერთერთი სიმპტომია ხვრინვა.

თუ აპნოეს სიმპტომებმა იჩინეს თავი, დიდი ალბათობით ღვიძლის მუშაობაა დარღვეული.


როგორ დავეხმაროთ ღვიძლს

პირველ რიგში-გადადით სწორ კვებაზე. ეს არ ნიშნავს დიეტაზე დადგეთ, უბრალოდ, საჭიროა შემდეგი წესები დაიცვათ:

შეზღუდეთ ფრუქტოზის მიღება დღეში 20გრ-მდე

გამორიცხეთ რაციონიდან მცენარეული ცხიმები

უარი თქვით გაზიან სასმელებზე

ჩართეთ რაციონში ცხოველური და მცენარეული ამინომჟავები

მიირთვით მწვანილი

შეზღუდეთ ან სულ გამორიცხეთ ალკოჰოლი

მიიღეთ გოგირდის შემცველი პროდუქტები:კვერცხი, ნიორი, ხახვი







0
383
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0