x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
3 მითი და ორი სიმართლე საკეისროთი დაბადებულ ბავშვებზე
როგორც მოგეხსენებათ, საკეისრო კვეთა ოპერაციის გზით მშობიარობაა, როცა პატარა დედის მუცელზე არსებული განაკვეთიდან ამოყავთ.

imageხელოვნური მშობიარობა საკეისროს მეორე სახელწოდებაა. ასეთი მშობიარობა შეიძლება იყოს გეგმიური ან გაუთვალისწინებელი.ყველაზე ხშირად საკეისრო კვეთა მაშინ ინიშნება, როცა გარკვეული გარემოებების გამო როგორც დედის, ისე ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თუმცა, ზოგჯერ თავად ქალების სურვილია, რომ საკეისრო ჩაუტარონ და ამით თავიდან აიცილონ სამშობიარო ტკივილები.

imageთავად საკეისრო კვეთის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება და შეხედულებაც არსეობობს, უფრო სწორად კი ამ გზით დაბადებულ ბავშვებზე. მოდი, გავარკვიოთ, ამ შეხედულებიდან რომელია მითი და რომელი სინამდვილე:

1. ჰიპერაქტიულობა


ითვლება, რომ საკეისროთი დაბადებული ბავშვები ჰიპერაქტიულობით გამოირჩევიან, თუმცა ეს ასე არ არის. ჰიპერაქტიულობა ჩვენი საუკუნის უბედურებაა. მისი თავიდან არიდება კი სწორი აღზრდითაა შესაძლებელი.

2. გონებრივი განვითარების პრობლემები

საკეისროთი დაბადებული ბავშვები გაჩენისთანავე ხვდებიან პედიატრისა და ნევროპათოლოგის ყურადღების ცენტრში, მაგრამ ნერვიულობად არ ღირს, ეს სტანდარტული პროცედურაა. თუ პატარას განვითარების რაიმე პათოლოგია აღმოაჩნდა, ეს სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგია და არა საკეისრო კვეთის.

3.ფიზიკური განუვითარებლობა

საკეისრო კვეთა ნამდვილად არ გულისხმობს ბავშვის განვითარების სპეციალისტების ჩარევას მის აღზრდაში.სხვადასხვა გართულება შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა: სანაყოფე წყლის მოხვედრა სუნთქვის სისტემაში, გვიანი პირველი ამოსუნთქვა ან გართულება ნარკოზის დროს. გართულებების რისკი გაუთვალისწინებელი საკეისროს დროს იმატებს, როცა დედის ორგანიზმი ვერ ასწრებს სათანადოდ მომზადებას. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, რისკი მხოლოდ იმატებს და 100%-იანი არაა.

4.ხშირი ტირილი

სტრესი, რომელიც მშობიარობითაა გამოწვეული და სხვადასხვა ჰორმონს ააქტიურებს, პატარას ნერვული სისტემის გამაგრებას ახდენს. საკეისროს დროს ეს მომენტი გამორიცხულია. ნერვული სისტემის სხვადასხვა პრობლემები თან ახლავს საკეისროს, მაგრამ აუცილებელ პროგნოზს არ ნიშნავს.

5.რძის ნაკლებობა

საკეისროთი გაჩენილი პატარების თავის ტვინის მდგომარეობა გაჩენიდან მე-9 დღეს ნორმალიზდება. ბავშვები, რომლებიც ბუნებრივი გზით დაიბადნენ, პირველივე დღეს ნორმაში არიან. დედის ლაქტაციაზე კი ანტიბიოტიკები ახდენენ გავლენას, არადა სწორედ დედის რძეა პატარას ჰარმონიული განვითარების გარანტი.



3
117
1-ს არ მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
117
  
2018, 2 თებერვალი, 19:11
ზოგადად ბოლო 20–30 წლის მანძილზე და უფრო გამოკვეთილად კი ამ 10 წლის მანძილზე, ნერვულმა პრობლემებმა სხვა ფაქტორების გამო იმატა. ყველაფერი ინდივიდუალურია, თუ აქამდე არ ჰქონდა ფუნდამეტი აღნიშნულს, რომელიც ილექება ორგანიზმში და რა დროს იჩენს თავს, წინასწარ არ ვიცით. საკეისრო კვეთის დროს "სპინალურ გაუტკივარებაზეც" წერდნენ, რომ წელის ტკივილებს ტოვებსო, ესეც მითია. თუ არ გაქვს ადამიანს ხერხემლის და სხვა პრობლემები, რომელიც ასევე აქამდე მიყუჩებული იყო, აუცილებლად გამოაჩენს თავს, თუმცა ეს სულაც არაა გაუტკივარების ბრალი, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ანესთეზიოლოგი უნდა იყოს კვალიფიციური. ხელწერილით შემიყვანეს ბლოკში, გეგმიური იყო ჩემი კვეთა და ნარკოზს იმიტომ არ დავთანხმდი, რომ სიკვდილის წინ მინდოდა შვილი უბრალოდ დამენახა, თუმცა ღვთის წყალობით, არც ბავშვს და არც მე გართულებაც კი არ მოგვყვა ოპერაციის შემდეგ, წელის ტკივილებს კი არცერთხელ არ შევუწუხებივარ. პარალელს ვავლებ უბრალოდ, ინდივიდუალურიც არის ყველაფერი, თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ ან გაწუხებს რაღაც და მერე იჩენს თავს, ან არა და იდეალურად ჩაივლის ყველაფერი.
2018, 2 თებერვალი, 18:34
ვერ გეტყვით,ალბათ ყველაფერი ინდივიდუალურია. მაგალითად,დეიდაჩემმა საკეისროთი გააჩინა და ნერვული პრობლემები ნამდვილად ჰქონდა ბავშვს,რის გამოც ნევროპათოლოგთან ატარებდა. ასევე ჩემი ერთერთი თანამშრომელი,რომელსაც იგივე მიზეზის გამო თბილისში დაყავდა ხოლმე პატარა,ნევროპათოლოგთან. ჩემი შვილის ნათლიამ კი ორივე ბავში საკეისროთი გააჩინა,პირველს არავითარი პრობლემა არ ჰქონია,მეორე კი კარგა ხანს გააჩერეს სამშობიაროში,ნევროპათოლოგის დაკვირვების ქვეშ იყო და ახლაც აპირებს მიიყვანოს. ალბთ ზოგადი სურათია ასე და ყველა შემთხვევაზე არ ვრცელდება,როგორც თავში აღვნიშნე-ყყველაფერი მაინც ინდივიდუალურია)
2018, 2 თებერვალი, 18:10
ყველა მათგანი მითია. სწორედ ამ მითების გამო 40 დღის მანძილზე სკრინინგებზე დამყავდა პატარა და ტყუილად, საოცრად განვითარებული სმენა, მხედველობა და ძგიდეები ჰქონდა. ნერვული სისტემა კი მუცლად ყოფნის ცხრავე თვეში ფორმირდება და არა მშობიარობის დროს. საკეისრო კვეთით გაჩენის მიუხედავად, საოცრად გონიერი და ნიჭიერია. 5 წლისაა თუმცა ფიზიკური და გონებრივი მონაცემებით 7 წლის ბავშვს გავს. რაც შეეხება ლაქტაციას, ეგეც მითია, არაჩვეულებრივად გვქონდა რძის მარაგიც, წელიწადი და 8 თვე იყო ბუნებრივ კვებაზე და შემდეგ ვაიძულე დაენებებინა. (ყველა მდგომარეობა და ფაქტორი გენეტიკაზე და გარემო პირობებზეა დამოკიდებული, მშობირობის ფორმა კი 1%–ან გავლენას ახდენს, ისიც თუ რაიმე პათოლოგიას არ აქვს ადგილი)
0 1 3