x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რას გვეუბნება სისხლის ანალიზი და როგორ აისახება მასზე სხვადასხვა დაავადებები
სისხლის ანალიზი ყველაზე საიმედო და მნიშვნელოვანი ანალიზია ორგანიზმში მიმდინარე დაავადების აღმოსაჩენად. ადამიანის სისხლი უამრავი კომპონენტისგან შედგება და თითოეულ მათგანს თავისი ზღვრული მაჩვენებელი გააჩნია. სწორედ სისხლის საერთო ანალიზი იძლევა საშუალებას შევაფასოთ ნორმაშია თუ არა ეს კომპონენტები და რაზე მიანიშნებს მათი გადახრა ნორმის ფარგლებიდან.

image


1. ჰემოგლობინი

ჰემოგლობინი ერითროციტების(სისხლის წითელი სხეულების) ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მათი ფუნქცია ორგანიზმში ჟანგბადის ტრანსპორტირება და ნახშირმჟავა გაზების გამოყოფაა. დაბალი ჰემოგლობინი შესაძლოა ანემიაზე, შინაგან სისხლდენასა და რომელიმე ორგანოს დაზიანებაზე მიანიშნებდეს. ჰემოგლობინის დაწევის მიზეზი შესაძლოა ცუდ კვებას და გამუდმებულ დიეტებსაც უკავშირდებოდეს.


აი, მაღალი ჰემოგლობინი კი სისხლის დაავადებებისა და გულის უკმარისობის დროს აღინიშნება.

ჰემოგლობინის ნორმაა: მამაკაცებისთვის 130-160 გ/ლ, ქალებისთვის 120-140 გ/ლ

image


2.ერითროციტები

სისხლის წითელი უჯრედები, რომლებიც ჰემოგლობინს შეიცავენ. მათი ცვლილება ყოველთვის დაავადებაზე არ მიანიშნებს. მაგალითად, ერითროციტების მომატებული რაოდენობა შესაძლოა სრულიად ჯანმრთელ ადამიანებსაც აღენიშნებოდეთ, რომლებიც მთაში, ზღვის დონიდან გარკვეულ სიმაღლეზე იმყოფებიან.ასევე, ერითროციტების შემცირება აღენიშნებათ ქალებს მენსტრუაციის დროს.

ერითროციტების ჭარბი რაოდენობა გულისა და ფილტვების დაავადებაზე მიანიშნებს. არასაკმარისი რაოდენობა კი ანემიასა და ქრონიკულ ანთებით პროცესებზე.

ერითროციტების ნორმაა: მამაკაცებისთვის (4, 0–5, 1)×〖10〗^12 ერთ ლიტრზე, ხოლო ქალებში — (3, 7–4, 7)×〖10〗^12 ერთ ლიტრზე.

image

3.ერითროციტების დალექვის სიჩქარე

ამ მაჩვენებლით დაავადების მიმდინარეობას აკვირდებიან. ჩვეულებრივ, მისი მაჩვენებელი დაავადების მეორე დღეს იმატებს და თავის პიკს მაშინ აღწევს, როცა ადამიანი გამოჯანმრთელებას იწყებს. მომატებული მაჩვენებლი ინფექციებსა და ანთებით პროცესზე მიანიშნებს. მისი მომატება აღინიშნება ტრავმების და ოპერაციის დროს, ასევე მშობიარობისა და ფეხმძიმობისას.

ნორმა : მამაკაცებისთვის-2-10 მმ/სთ, ქალებისთვის-2-15მმ/სთ.

image


4.ლეიკოციტები

თეთრი სხეულები-ჩვენს ორგანიზმს იცავენ ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, ტოქსინებისგან და ა.შ. შესაბამისად მათი მომატებული რაოდენობა ანთებაზე ან ინფექციაზე მიანიშნებს. ზოგჯერ მათი გადახრა ნორმიდან სტრესს და ფიზიკურ დატვირთვასაც უკავშირდება. არასაკმარისი რაოდენობა კი ვირუსულ ინფექციაზე მიუთითებს.

ლეიკოციტების ნორმა ასაკისა და სქესის მიხედვით იცვლება, მაგრამ საერთო ნორმალურ მაჩვენებლად ყველასთვის ითვლება(4, 0–9, 0)×〖10〗^9 ერთ ლიტრზე

image

5.ლიმფოციტები

ჩვენი იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტი.თუ მათი კონცენტრაცია ნორმას აღემატება, ეს ინფექციურ დაავადებებზე მიუთითებს. დაბალი მაჩვენებელი კი თირკმლის უკმარისობასა და ქრონიკულ დაავადებებზე მიანიშნებს.

მოზარდი ადამიანის ნორმაა: (1, 2–3) х 10 ^9 ერთ ლიტრზე.

image


6.თრომბოციტები

თრომბოციტები სისხლის შედედების უნარზე არიან პასუხისმგებელნი. თუ მათი რაოდენობა ნორმას აღემატება-ეს ტუბერკულოზზე, კოლიტსა ან ღვიძლის ცეროზზე მიანიშნებს. თრომბოციტები ოპერაციის შემდგომაც მომატებულია, რაც ორგანიზმის ნორმალურ რეაქციად ითვლება.

დაბალი შემცველობა ალკოჰოლით ან მძიმე მეტალით მოწამვლის დროს აღინიშნება, ასევე ღვიძლის და ელენთის დაავადებების დროს. თრომბოციტების რაოდენობაზე ზეგავლენის მოხდენა მთელ რიგ პრეპარატებსაც შეუძლიათ.

ნორმაა:(180–320)×〖10〗^9 ერთ ლიტრზე.image

7.გლუკოზა

გლუკოზა ერთერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.მისი მაღალი შემცველობა ცნობილია როგორც შაქრიანი დიაბეტი. დაბალი შემცველობა კი ცუდი კვებით და ჰორმონალური დაავადებებით აიხსნება.

გლუკოზის განსაზღვრისთვის რეკომენდებულია ორ წელიწადში ერთხელ მაინც ჩააბაროთ სისხლის ანალიზი.

ნორმაა:3, 5-6, 5 მმოლ/ლიტრი.
image

8. საერთო ცილა

ეს მაჩვენებლი ხშირად ქვეითდება მკაცრი დიეტის, თირკმელების და ღვიძლის მუშაობის გაუარესების შედეგად.

ნორმა: 60-80გრამი/ლიტრზე.

image

9.ბილირუბინი

საერთო ბილირუბინი-ჩვენი ღვიძლის მუშაობის ინდიკატორია.ამ მაჩვენებლის მომატება ჰეპატიტზე ან ნაღველ კენჭოვან დაავადებაზე მიუთითებს.

ნორმის ფარგლებში მისი მაჩვენებელი 20, 5მმოლი/ლიტრს არ უნდა აღემატებოდეს.

image

როგორც ხედავთ, სისხლის ანალიზით უამრავი რამის გაგება შეიძლება ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ, როგორც სტატიაშიცაა აღნიშნული, ხშირად, რომელიმე კომპონენტის მატებას გარემო ფაქტორები იწვევენ და არა დაავადებები, ამიტომ თუ რომელიმე მაჩვენებელი ნორმაზე მეტი დაფიქსირდა, მაშინვე პანიკას ნუ ატეხთ და ნუ ჩათვლით, რომ სერიოზული დაავადება გჭირთ.


0
4315
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
4315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0