x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
მაიას ხალხების დაკარგული მაღალგანვითარებული დასახლება აღმოჩენილია

image


2018 წელი ძალიან დიდი აღმოჩენით დაიწყო არქეოლოგიაში. სამხრეთ ამერიკაში, გვატემალაში აღმოაჩინეს მაიას ცივილიზაციის დღემდე უცნობი დასახლება, რომელიც როგორც ჩანს მაშინ დაიცალა და დაიკარგა, როდესაც ევროპელების პირველი კონტაქტი მოხდა აბორიგენ ამერიკელებთან და გავრცელდა მათი იმუნისტეტისთვის უცნობი "ევრაზიული" დაავადებები, რამაც შეიწირა ამერიკის ორივე კონტინენტზე მცხოვრები ადდგილობრივი მოსახლეობის 90%, რომელთა რიცხვი ევროპელებთან კონტაქტამდე ანუ 1492 წლამდე 112 მილიონს შეადგენდა. ეს აღმოჩენა იმითაა განსაკუთრებული, რომ ამტკიცებს გვატემალაში იმ დროს უფრო დიდი პოპულაცია მოსახლეობდა, ვიდრე დღეს. აქამდე კი მათი ნამოსახლარები მთლიანად ჯუნგლით იყო გადაფარული და სპეციალისტებიც კი ვერ ამჩნევდნენ ნამოსახლართა კვალს. არადა ახლა უკვე აღმოჩენილია 60, 000 (სამოცი ათასი) მაიური სტრუქტურა და მეგასტრუქტურა როგორიცაა ჩვეულებრივი ხალხის სახლები, 46 მეტრიანი ფორტიფიკაციები და ქალაქის დამცავი 9 მეტრის საფორტიფიკაციო კედელი, რამდენიმე დიდი პირამიდა და საიტუალო მაიას მიერ დაგებული გზები, რომელიც იმდენად კარგადაა დაგებული, რომ დღემდეა შემორჩენილი და გამოყენებადი. ეს აღმოჩენა იმითაცაა განსაკუთრებული, რომ დაამხვრია მითი თითქოს მაიას ხალხებმა არ იცოდნენ მკვიდრი მიწათმოქმედება და იყვნენ სულ მუდამ მოძრაობაში და გადასახლებაში და ქმნიდნენ ყოველ წელს ახალ დასახლებებს, ვინაიდან მათი მიწამოთმოქმედების ტიპი ერთობ განსხვავებული გახლდათ. ისინი გადაწვავდნენ ხოლმე გაუვალი ტყეების დიდ ფართობებს, შემდეგ ამ მიწაზე თესდნენ თავის გამოსაკვებ სიმინდის მარცვალს ან სხვა კულტურებს და მეორე წელს ასეთი გადამწვარი მიწა უკვე მთლიანად გამოფიტული იყო და აღარ ვარგოდა მეორედ მოსავლის მოსაყვანად. ამის გამო ისინი აიყრებოდნენ, გადაადგილდებოდნენ და წვავდნენ ტყის მეტ ფართობს მომდევნო წლისთვის თავის გასატანად. თუმცა აღმოჩნდა, რომ მაიას ხალხებიდან ყველა ასე არ ცხოვრობდა, არამედ მხოლოდ პერუსკენ აღინიშნებოდა ასეთი ცხოვრების ტიპი. ხოლო გვატემალასკენ იყო მკვირდი მიწათმოქმედების მცოდნე მაიას დიდი ცივილიზაცია, რომლის შესახებ დღემდე არავინ იცოდა. მათ ასევე ჰქონდათ საკმაოდ განვითარებული წყალმომარაგების სისტემა. მეცნიერები განაგრძობენ ახალ-ახალი დიდი დასახლებების აღმოჩენას ამერიკის კონტინენტებზე. არქეოლოგებმა უფრო დიდი მასშტაბებით გაშალეს სამუშაოები შემოგარენ ტერიტორიებზე. როგორც ჩანს გაუვალი ჯუნგლი ჯერ კიდევ წარმოუდგენლად ბევრ საიდუმლოს მალავს.

ყველაზე დასანანი ისაა, რომ ევროპელების იქ ჩასვლამ არამარტო 90% მთელი ორივე კონტინენტის მოსახლეობა შეიწირა, არამედ ინკვიზიის ცეცხლმა შთანთქა მაიას და აცტეკების უნიკალური წიგნების დიდი ნაწილი "სატანისტური" ლიტერატურის განადგურების სახელით. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან ინტელექტუალურ საგანძურს და მთავარ წიგნებს აუცილებლად მიართმევდნენ რომის პაპს და დიდი ალბათობით ამერიკული ცივილიზაციების შექმნილი ეს საოცრებანი რომის პაპის ვატიკანის საცავებში დღემდე ინახება. საცავები კი დღემდე დალუქულია ყველასთვის, მთელი მსოფლიოსთვის და იქ არცერთ მკვლევარს არ უშვებენ.





ავტორი: თორნიკე ფხალაძე

1
521
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
521
  
2018, 4 თებერვალი, 3:29
მეცნიერები ახალ მონაცემებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ მაიას ცივილიზაციის პიკში, ჩვენი წელთაღრიცხვით 250-900 წლებში, ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა არა 5 - როგორც აქამდე მიიჩნეოდა - არამედ 10-15 მილიონი ადამიანი.
0 1 1