x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134414
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
სიყვარულისთვის გადადგმული ყველაზე გიჟური ნაბიჯები
image

18 საუკუნე.


გრაფ ნიკოლოზ შერემენტიევს მსახიობი პრასკოვია ჟემჩუგოვა შეუყვარდა. იმ დროისთვის გრაფის ასეთი დამოკიდებულება გლეხის ქალის მიმართ სრულიად მიუღებელი საქციელი იყო. იმ ფაქტმაც კი, რომ შერემენტიევმა პრასკოვიას და მთელ მის ოჯახს თავისუფლება უბოძა, ჭორების ტალღა გამოიწვია. გრაფმა ბრძანა, რომ ქალისთვის გამოეგონათ ლეგენდა, თითქოს ის პოლონელი თავადიშვილი იყო. წყვილმა ჯვარი ფარულად დაიწერა. თუმცა მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ჯერ კიდევ ჯვრისწერამდე ქალს მძიმე დაავადება აღმოუჩინეს. მშობიარობის შემდეგ პრასკოვიას მდგომარეობა დამძიმდა.


შერემენტიევი მიხვდა, რომ დასასრული ახლოვდებოდა და იმპერატორ ალექსანდრე პირველს თხოვნით მიმართა, რათა ბავშვი შერემენტიევების ოჯახის მემკვიდრეთ ეღიარებინათ. იმპერატორმა თანხმობა მისცა. ამით ნიკოლოზისა და პრასკოვიას კავშირი ოფიციალურად აღიარებულ იქნა.



თუმცა, პრასკოვიას გასვენებაში არავინ მისულა.

image

მე-20 საუკუნე.


საბჭოთა კავშირში მასობრივი რეპრესიების დროსაც კი ადამიანები სიყვარულისთვის გმირობას სჩადიოდნენ. ეკონომიკური კრიზისის დროს, 1929 წელს ბრიტანელი ინჟინერი-მენავთობე ბრაიან გროვერი გროზნოში ჩავიდა. სამუშაოს გარდა მან აქ მომავალი ცოლიც იპოვნა.

ლენა გოლიუსი ინგლისურად საშუალოდ საუბრობდა და ბრაიანს ენის გამტკიცების სანაცვლოდ მას რუსულ ენას ასწავლიდა. მალე ინჟინერმა ლენას ცოლობა სთხოვა, მაგრამ ორივე ოჯახი წინააღმდეგი იყო. ინჟინერის კონტრაქტი მალე დასრულდა და ის სამშობლოში დაბრუნდა. სწორედ ამ დროს, ჩამოუშვეს ე.წ. რკინის ფარდა და ბრაიანი საბჭოთა კავშირიში არ შემოუშვეს, ქალი კი დიდ ბრიტანეთში არ გაუშვეს. 4 წელი წყვილი წერილებით ცხოვრობდა. შეყვარებულმა მამაკაცმა გადაწყვიტა თვითმფრინავის მართვა ესწავლა და სპორტული თვითმფრინავით გროზნოსკენ გაფრინდა. მან გადაუფრინა ბალტიის ზღვას და უკანონოთ გადაკვეთა საზღვარი. საწვავის გათავების შემდეგ ის ბოლოს და ბოლოს მიწაზე დაეშვა, სადაც დააკავეს კიდეც. 1938 წელი რომ ყოფილიყო ბრიტანელს დახვრეტდნენ, მაგრამ მაშინ სასამართლომ გროვერს მხოლოდ ჯარიმა გამოუწერა და მალე წყვილი ბრიტანეთში გაემგზავრა. image

21-ე საუკუნე.



ოცდამეერთე საუკუნეშიც მამაკაცები სიყვარულისთვის საოცარ ნაბიჯებს დგავენ.


ამერიკელი ფეხბურთის მწვრთნელი დენიელ გრეი რუსეთში ელენა სიდოროვავს გამო ჩამოვიდა და დარჩა.


წყვილმა ერთმანეთი ქალის აშშ-ში ტურისტული მოგზაურობის დროს გაიცნეს და მალე შეუღლდნენ. მათ 9 წელი ბედნიერად იცხოვრეს, სანამ ელენეს ნოსტალგია არ მოერია და განაცხადა, რომ ამერიკაში ცხოვრება აღარ შეეძლო. ცოლის ბედნიერებისათვის გრეიმ სამსახური მიატოვა და ცოლთან ერთად უდმურტიაში გადავიდა საცხოვრებლად. დღეს ის ადგილობრივ გუნდს ავარჯიშებს ამერიკულ ფეხბურთში.


მუსიკოსი რობი უილიამსი შთაგონებული იყო ცოლის ფეხმძიმობით და მოწევას დაანება თავი, არადა იქმდე დღეში სამ კოლოფს ეწეოდა. ამის შემდეგ კი უარი თქვა ლონდონში ოლიმპიადის დახურვაზე წასვლაზე უარი თქვა, არადა მთელი ცხოვრება ამაზე ოცნებობდა. უილიამსის შვილი სწორედ აგვისტოში ჩნდებოდა.


0
179
შეფასება არ არის
ავტორი:იაშვილი მარინა
იაშვილი მარინა
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0