x
image
melody_inside
სიმართლეა თუ სიცრუე ? გრძნობენ თუ არა ცხოველები მიწისძვრის მოახლოებას  ?  

როგორ ფიქრობთ _ შეუძლიათ ცხოველებს იგრძნონ მოახლოებული მიწისძვრა? მოდით გავიგოთ, რას ამბობენ ამის შესახებ მეცნიერები .



1. მეცნიერების აზრით, მიწისძვრებსა და ცხოველების რეაქციებს შორის კავშირის არსებობა დიდი ხანია დადგენილია.


image



მაგალითად, ჩვენს ერამდე 373 წელს, საბერძნეთის მიწისძვრამდე ქალაქი დატოვა თაგვებმა, გველებმა და სხვა ცხოველებმა



2. მიწისძვრის წინ იცვლება ფუტკრების, ქათმების, კატების და ძაღლების ქცევები.



image





3. სამეცნიერო კვლევების მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 500 000 მიწისძვრა ხდება. მაგრამ ყველა ამ მიწისძვრას გრძნობს მხოლოდ დაახლოებით 100 000 ადამიანი.



image


თვით სეისმოლოგებსაც კი არ შეუძლიათ მიწისძვრის ზუსტი დროის წინასწარმეტყველება.


4. იაპონიაში, სეისმოლოგიურად სახიფათო ზონაში, ეცადეს გამოეყენებიათ ცხოველები „ცოცხალ“ ბარომეტრებად. მაგრამ კვლევამ სტაბილური შედეგი არ გამოიღო.





image


5. გეოფიზიკოსი ენდი მაიკლი USGS - დან საუბრობს იმის შესახებ, რომ ცხოველებთან მუშაობა რთულია. იმდენად, რამდენადაც მათ ქცევებზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, შიმშილი, ფიზიკური მდგომარეობა და განწყობა.



image


6. მაგრამ, არსებობს მაგალითები, როდესაც ცხოველების ქცევა ადამიანს დაეხმარა დიდი მიწისძვრის წინასწარმეტყველებაში.


image


ერთ ასეთ მაგალითს წარმოადგენს 1975 წელს ჩინეთში მომხდარი 7, 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა. ხელისუფლების მიერ ევაკუაციის გამოცხადება ნაწილობრივ ცხოველების არაადექვატურმა ქცევამ გამოიწვია: მოულოდნელად გველები გამოვიდნენ სამალავებიდან, ხოლო თვშესაფრიდან გამოქცეულმა ვირთხებმა, ქალაქის ქუჩები აავსო.



მიწისძვრამდე რამდენიმე დღით ადრე ჰაიჩენადან ევაკუირებული იქნა ერთი მილონი ადამიანი. ამის გამო ქალაქის დაზარალებულ ნაწილში დაღუპული და დაშავებული გაცილებით ცოტანიიყვნენ.


ეს მიწისძვრა შედგებოდა ძლიერი მიწისქვეშა ბიძგების სერიებისგან.




ჩინელები დღემდე იყენებენ ცხოველების ქცევებს დამხმარე საშუალებებად მიწისძვრის პროგნოზირების საქმეში.


7. ბიოლოგი და სამეცნიერო წიგნების ავტორმა რუპერ შელდრეიკმა მრავალი მნიშვნელოვანი კვლევა ჩაატარა მიწისძვრებსა და ცხოველების რეაქციებს შორის ურთიერთკავშირზე.

image

შელდრეიკი გვთავაზობს სატელეფონო ცხელი ხაზის შექმნას, სადაც ადამიანებს შეეძლებათ დარეკონ, თუ გრძნობენ ცხოველების უცნაურ მოქმედებებს, ან ვებ-საიტის შექმნას, სადაც შესაძლებელი იქნება დაწეროს და გადაიცეს მონაცემები.






შელდრეკი ასევე თვლის, რომ ტელეფონის და საიტის საშუალებით შესაძლებელი იქნებოდა შესაძლო მიწისძვრის შესახებ ცრუ სიგნალების თავიდან აცილებაც.






მისი სიტყვებით, მსგავსი პროექტი საზოგადოების ფართო მასების ყურადღებას მიიქცევს. მაგრამ, სამწუხაროდ დღევანდელ დღეს ადამიანები მზად არ არიან მსგავსი ნაბიჯებისთვის, იმდენად რამდენადაც მათი თავშეკავება კონსერვატიული აზროვნებითაა გამოწვეული.




8. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დროში ეს თეორია, ცხოველების მიერ მიწიძვრის წინათგრძნობის თაობაზე დამუშავებული იქნება და საშუალებას მისცემს ადამიანებს მიწისქვეშა ბიძგების პროგნოზირებისას და რაც მთავარია, მისი შედეგების მინიმალიზაციისას.

image

1
294
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
294
  
2018, 2 თებერვალი, 9:27
ადრე ბევრს ლაპარაკობდნენ მაგაზე,ამ ბოლო წლებში მიივიწყეს,კარგია,რომ წამოიწია ეგ თემა ისევ
0 1 1