x
image
_K_
რატომ არ უნდა ამოვიღოთ მარილი საკვები რაციონიდან
image

არსებობს გავრცელებული მითი იმის შესახებ, რომ მარილი "თეთრი სიკვდილია". მაგრამ, სინამდვილეში, ის აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის და აი, რატომ:


1. მარილი აკონტროლებს სითხისა და ელექტროლიტების ბალანს და არეგულირებს სისხლის წნევას.


2. მარილი ორგანიზმს აწვდის ნატრიუმს და ქლორს, რაც მნიშვნელოვან საკვებ მაკროელემენტებს წარმოადგენს ორგანიზმისთვის.



3. მარილი ააქტიურებს დიგესტიურ ფერმენტს პირის ღრუში, რაც საშუალებას გაძლევთ, იგრძნოთ იმ საჭმლის გემო, რომელსაც მიირთმევთ.


4. მარილი არის ელეტროლიტი, რომელიც ჩართულია სხეულის მიერ ელექტრული იმპულსების წარმოქმნის პროცესში, რაც ბევრ ფუნქციას აკონტროლებს სხეულში.


5. მარილი ასტიმულირებს კუნთების კუმშვას და სპაზმების თავიდან აცილებაში გეხმარებათ.


6. ეხმარება საჭმლის მონელების პროცესს.




თუმცა, გახსოვდეთ, რომ ძალიან ბევრი მარილიანი საჭმლის მიღებას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა დიდი რაოდენობით შარდის შეკავება და შებერილობა.

0
58
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0