x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ძაღლები - აი, რა უნდა იცოდეთ მათზე!
შინაური ცხოველები ყველაზე საყვარლები არიან, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი საკმაო ზრუნვასა და სიყვარულს საჭიროებენ.

ამ სტატიაში კი ვისაუბრებ ისეთ საყვარელ არსებებზე როგორებიც ძაღლები არიან

ძაღლები:

1.როგორც ვიცით ძაღლები ძალიან საყვარელი და ერთგული არსებები არიან, მათ ძალიან უყვართ, როცა პატრონი მასზე ზრუნავს და ეფერება, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მათ ჩახუტება არ უყვართ ის ამ დროს ფიქრობს, რომ თქვენ მასზე დომინირებას ცდილობთ


2.ადამიანების უმეტესობა მოშინაურებულ ძაღლებს ყველაფრის უფლებას აძლევს და ზედმეტად ანებივრებს გაგიკვირდებათ და ეს კარგი სულაც არაა, რადგან ძაღლი ამ დროს ვერ გრძნობს მის ნამდვილ როლს სახლში, შემდეგ ძაღლი იქცევა ისე, რომ თითქოს უფროსია და იქცევა ცუდად( პ.ს მე მაინც ვანებრივებ ჩემს ძაღლს და არ ვითალისწინებ)

3. ძაღლებს უყვართ ყურადღება, მიაქციეთ მას ხშირად ყურადღება და ეცადეთ ჟესტებით ესაუბროთ, აგრძნობინეთ, რომ ის თქვენთვის ძვირფასია ეს ძაღლის თვითშეფასებას ზრდის.

image

4.როდესაც ძაღლი ჭამს, ეცადეთ, რომ მაშინ მოშორდეთ და არ გააღიზიანოთ, რადგან ძაღლმა თავისი ინსტიქტების გამო შეიძლება ჩათვალოს, რომ თქვენ მისთვის საჭმლის წართმევას ცდილობთ და ეს მცდელობა შეიძლება ფატალურადაც კი დასრულდეს.

5. და ბოლოს ყველა ძაღლი ინდივიდუალურია და ყველას თავისებური მიდგომა სჭირდება თქვენი და თქვენი შინაური ცხოველის ურთიერთობა მხოლოდ თქვენ ორზეა დამოკიდებული.

პ.ს იმედია მოგეწონათ სტატია, შემდეგ სტატიაში ვისაუბრებ ძაღლების ჯიშებზე მადლობთ ყურადღებისთვის.

1
176
2-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ჩხაიძე18
ეკა ჩხაიძე18
176
  
2018, 15 თებერვალი, 10:33
ზოგადად ყველა ჯიშის ძაღლი მიყვარს და ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ ასეთ სტატიებს)
0 1 1