x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
მანანა მანჯგალაძე ეკრანს უბრუნდება - ჟურნალისტს ტვ „პირველის“ ეთერში ვიხილავთ

image


"რუსთავი 2"-ის ყოფილი ჟურნალისტი, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრეს-სპიკერი მანანა მანჯგალაძე ჟურნალისტიკაში ბრუნდება.
გავრცელებული ცნობით მანჯგალაძე სულ მალე ტვ „პირველის“ ეთერში გამოჩნდება. სავარაუდოდ, ის იმ გადაცემას გაუძღვება, რომელიც საახალწლო გადაცემაში დაანონსდა და ნინო შუბლაძეს უნდა წაეყვანა.
ამ ეტაპზე მანანა მანჯგალაძეს ჟურნალისტებთან ამ საკითხზე საუბარი არ სურს. საკითხს არც სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე არ ეხმაურება.
"ჯერ-ჯერობით ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე არ მსურს საუბარი ამ საკითხზე" - განუცხადა "აქცენტს" მანჯგალაძემ.
საახალწლო გადაცემაში, რომელიც ნინო შუბლაძესა და ინგა გრიგოლიას მიჰყავდათ, ითქვა, რომ იანვრიდან ნინო შუბლაძე ეკრანს საკუთარი გადაცემით დაუბრუნდებოდა. დაანონსებიდან ორ კვირაში კი ჟურნალისტმა ნინო შუბლაძემ ტვ პირველი დატოვა. ინფორმაციას არხის მენეჯმენტშიც ადასტურებენ. სავარაუდოდ ის კვლავ სამთავრობო პიარში გადაინაცვლებს.


ნინო შუბლაძე არხის დატოვებას ადასტურებს, თუმცა სამომავლო გეგმებზე არ საუბრობს. გავრცელებული ცნობით კი ხელისუფლება საზოგადოებასთან კომუნიკაციის ერთიან ცენტრს ქმნის, რომლის ხელმძღვანელადაც ნინო შუბლაძე მოიაზრება. სავარაუდოდ სწორედ ამ შეთავაზების გამო გადაწყვიტა ტელევიზიიდან წასვლა.



შუბლაძე ტვ პირველის საინფორმაციო მიმართულებას 2017 წლის მაისიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე კი სამი წლის განმავლობაში ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი იყო.

0
206
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0