x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
50CENT-ი ბიტკოინ მილიონერი გახდა

image

ამერიკელ რეპერს დაავიწყდა, რომ 2014 წელს ალბომი Animal Ambition-ის გაყიდვის შედეგად 700 ბიტკოინი მიიღო. მაშინ ბიტკოინი 660 $ ღირდა. ახლა კი bitcent (ამ ისტორიის გახმაურების შემდეგ ასე უწოდებენ რეპერს) ბიტკოინები შეუძლია 7 800 000$ დოლარად გაყიდოს.

50CENT ერთ-ერთი პირველი მომღერალი იყო, რომელმაც გადაწყვიტა კრიპტოვალუტით აეღო გასამრჯელო. გაყიდვის შემდეგ, რეპერს ამ ფულისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ვინაიდან 2014 წლის მონაცემებით მას 140 მილიონი $-ის ქონება ჰქონდა. მაგრამ ამჟამად სიტუაცია შეიცვალა, 2016 წელს მან თავი ბანკროტად გამოაცხადა და ბიტკოინებიც გაახსენდა, თუმცა ბოლო დრომდე მათთვის ხელი არ უხლია.

ბოლო დროს სულ უფრო მეტი მუსიკოსი ყიდის ალბომებს ბიტკოინებზე. მაგალითად, 2017 წლის 24 ნოემბერს ბიორკმა ახალი ალბომი ბიტკოინებზე, ლაითკოინებსა და დეშზე გაყიდა.

0
142
შეფასება არ არის
ავტორი:იაშვილი მარინა
იაშვილი მარინა
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0