x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი ამ წელს ყველაზე ბედნიერი იქნება. რომელი გავიდა პირველ ადგილზე?
image

გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მაგრამ თქვენი დაბადების თარიღი გარკვეულ როლს მაინც თამაშობს თქვენს ცხოვრებაში. რათქმაუნდა, ბევრი რამ აღზრდასა და გარემოზეა დამოკიდებული, მაგრამ ვარსკვლავები მომავლის ყველაზე საიმედო მაცნეები არიან.

2018 წელი ყვითელი ძაღლის წელია და არსებობს ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთაც ამ წლის მფარველი ძაღლი წარმატებას და იღბალს მოუტანს:

მე-4 ადგილი: ლომი


image

ლომებს მზე მფარველობთ. ისინი თავად ასხივებენ ბედნიერებას და სიხარულს და მით უმეტეს-მიიზიდავენ მათ. ლომები ჭკვიანურად იყენებენ თავის ღირსებებს და ცხოვრებისგან ყველაფერს საუკეთესოს იღებენ.

ამ წელს მათ ძაღლი დაეხმარებათ ყველაფერს გაუმკლავდნენ, იღბალი უამრავ კარგ ნაცნობობას გპირდებათ, სასიყვარულო საქმეებიც დალაგდება. ფინანსური სფეროც წარმატებული იქნება.

საჭიროა მხოლოდ საკუთარი თავი მიიღოთ ისეთი, როგორიც არის.შეწყვიტეთ სხვების განსჯა, გაუშვით წარსული და თავდაჯერებული წინ წადით, ღიმილით.


მე-3 ადგილი:მშვილდოსანი

image

როგორც იქნა მიზანმიმართული მშვილდოსნის მონდომება მართლდება. ამ ნიშანს იუპიტერი მართავს. რომელიც შესაძლებლობების და წინსვლის პლანეტაა. თუ განვლილი რამდენიმე წელი არც თუ ისე სტაბილური იყო და ბევრი ცვლილება მოხდა, 2018-ში დროა თქვენი შრომის ნაყოფით დატკბეთ.

კარიერულ გეგმებში მაცდური პერსპექტივა გელით. სასიყვარულო ჰორიზონტზეც დიდი ცვლილებებია: მარტოხელები ოჯახს შეიძენენ, წყვილები კი ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავლენ. დაიმახსოვრეთ, თქვენი ბედნიერება ოპტიმიზმზეა გადაჯაჭვული, ამიტომ არავითარი დეპრესია და აპათია. მიენდეთ ახლობლებს. ისინი ბევრ რამეში დაგეხმარებიან.


მე-2 ადგილი: კიბო

imageთავისი დროისა და გრძნობების ლომის წილს ზოდიაქოს ეს ნიშანი ყოველთვის სხვებს უძღვნის. დადგა დრო საპასუხოდაც მიიღოთ რამე. 2018 წელს კიბო შინაგან თავისუფლებას მოიპოვებს და ყველას გააოცებს თავისი ოპტიმიზმით. განცდების მხოლოდ მინიმუმი გელით ამ წელს, ძირითადად დადებითი ენერგიით და ემოციებით აღივსებით. თანდაყოლილი ქარიზმა და მახვილი გონება კი კარიერაში დაგეხმარებიან.

2017 წელი ბევრ უსიამოვნებას მოგიტანდათ. ეს ყველაფერი უკვე ჩავლილია. ამ წელს მიხვდებით, რას ნიშნავს, როცა მხარს გიჭერენ და გამხნევებენ და არა პირიქით, როცა თქვენ ამხნევებდით ყველას. შესაძლოა ახალი ქვეყანაც მოინახულოთ, თანაც მარტომ არა )


პირველი ადგილი-სასწორი

imageამ წელს სასწორი რჩეული ნიშანია.ძაღლის წელი ძალების მოზღვავებას გიქადით. სასწორებს ყველაფერი შესანიშნავად ექნებათ:გარეგნობა, ემოციური მდგომარეობა და აზრები. ჰარმონია, რომელიც ასე ესაჭიროება ამ ნიშანს, ბედნიერებას მოგიტანთ. სწორედ ბალანსი მოახდენს ბევრ სასიამოვნო ცვლილებას.

მეორე ნახევართან სასწორი ნამდვილ ურთიერთგაგებას მიაღწევს. ასტროლოგები ურჩევენ ახალი ჰობი მოძებნონ, რომელშიც შესაძლოა ტალანტი გამოავლინონ. ნუ მოერიდებით და მიანიშნეთ უფროსობას, რომ დაწინაურება გსურთ. დიდი ალბათობით ასეც მოხდება. ფინანსური საკითხები შესანიშნავად იქნება: პრემიები, საჩუქრები და შესაძლოა ლატარიაში მოგებასაც კი გამოკრათ ხელი.


ამ ოთხ ნიშანს ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში გაუმართლებს. ნუ დაღონდებით, თუ თქვენ მათ შორის არ ხართ. ძაღლი ყველას მიმართ კეთილადაა განწყობილი.

0
4338
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
4338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0