x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სამხრეთ კორეაში კრიპტოვალუტით ვაჭრობა არ აიკრძალება

image

სამხრეთ კორეის ფინანსთა მინისტრმა კიმ დუნ-იონმა განაცხადა, რომ ხელისუფლება არ აპირებს კრიპტოვალუტის ბირჟის დახურვას. აჟიოტაჟი მას შემდეგ დაიწყო რაც სამხრეთ კორეის საბაჟო სამსახურმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტით უკანონოთ ვაჭრობის ფაქტები აღმოაჩნა და დამალულმა თანხამ 600 მილიონი დოლარი შეადგინა.

სამხრეთ კორეა აპირებს გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციოს არსებული ბაზარი. ამიერიდან მხოლოდ ლიცენზირებულ ბანკებსა და ბროკერებს შეუძლიათ უცხოური ვალუტის გაყიდვა. ადგილობრივი კომპანიები, რომლებიც ქვეყნიდან უცხოეთში ერთჯერადად რიცხავენ 3000 $-ზე მეტ თანხას, ვალდებულნი არიან საგადასახადო ორგანოებში წარმოადგინონ დოკუმენტები სადაც მითითებულია გადარიცხვის მიზეზი. 2018 წლის 30 იანვრიდან სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ აკრძალა არაიდენტიფიცირებული საბანკო ანგარიშების საშუალებით კრიპტოვალუტით ვაჭრობა.

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:იაშვილი მარინა
იაშვილი მარინა
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0