x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
სააკაშვილს ყვარლის ვენახი „ყვარელრემმშენის“ დირექტორმა მიჰყიდა
image


ქართული მედია ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის სკანდალში გახვეული კომპანიის შესახებ ახალ დეტალებს ასაჯაროებს. ინტერნეტგამოცემები წერენ, რომ რამდენიმე წლის წინ მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში ვენახი, სადაც ექსპრეზიდენტმა სახლიც აიშენა თავდაპირველად „ყვარელრემმშენის“ დირექტორს თამაზ ჯოხარიძეს ეკუთვნოდა.


ყვარელემშენის დამფუძნებელი თამაზ ჯოხარიძე სააკაშვილთან ყიდვა-გაყიდვით ჯერ კიდევ მაშინ იყო დაკავშირებული, როცა ის საქართველოს პრეზიდენტი იყო და ყვარელში ვენახებს ყიდულობდა.


2011 წლის 16 სექტემბერს რადიო "თავისუფლების" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით "პრეზიდენტი ვენახში" ვკითხულობთ: "პრეზიდენტმა სააკაშვილმა კახეთში ვენახი შეიძინა. ყვარელში, მდინარე დურუჯის პირას, ნახევარ ჰექტარზე გაშენებულ საფერავში მიხეილ სააკაშვილმა 33 ათასი ლარი გადაიხადა. იქვე აიშენა სახლი მარნით და ვენახის შეძენიდან სამი თვის თავზე წარჩინებულ აბიტურიენტებს წალამზე შემწვარი მწვადითაც გაუმასპინძლდა.



ყვარელში, დურუჯის მახლობლად, ლამიანში გაშენებული თამაზ ჯოხარიძის ნახევარი ჰექტარი ვენახის ყოფილი მეპატრონის რძალმა ნელი ჯოხარიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა: „ვალების გამო ჩემ მაზლს უნდოდა ვენახის გაყიდვა. ასე რომ, დაძალება არ ყოფილა. ეგ კი არა, ბევრ ჩვენ მეზობელსაც უნდა გაყიდვა. ამბობენ, ნეტა, ჩვენიც შეიძინოსო. ისე, როგორც ჩანს, ჩვენს პრეზიდენტს ყვარელი მოსწონს...“


მიხეილ სააკაშვილი: „საოცარი სილამაზეა საქართველოში. რამდენიმე თვის წინ აქ ვიყავი და როგორც კი შევხედე ამ სილამაზეს, ვთქვი, რამე პატარა მიწის ნაკვეთი მიპოვეთ, უნდა ვიყიდოო. ეს ვენახი შევიძინე და ეს პატარა სახლი ჩავდგი.“


პატარა მიწის ნაკვეთსა და პატარა სახლის მშენებლობაში ფული პრეზიდენტმა გადაიხადა. ამასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა: „საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში მიწის ნაკვეთი პირადი დანაზოგით შეიძინა. ნახევარ ჰექტარზე გაშენებული ვენახის ფასი 33 ათასი ლარია, სახლის მშენებლობა კი 45 ათასი ლარი დაჯდა. შენობის ფართობი 60 კვადრატულ მეტრს შეადგენს. პრეზიდენტმა საკუთარი ღვინის წარმოებისთვის საფერავის ჯიშის ვაზი შეარჩია, მარანი კი სახლის სარდაფში განათავსა.“



შპს "ყვარელრემმშენი" ყვარლის რაიონული სასამართლოს მიერ 1999 წლის 1 ოქტომბრის დადგენილებით გატარდა სახელმწიფო რეგისტრაციაში. მისი დამფუძნებლები იყვნენ თამაზი ჯოხარიძე, საწესდებო კაპიტალში 1200 ლარი შენატანით, და ოთარი ქანდაურიშვილი, საწესდებო კაპიტალში 800 ლარის შენატანით. შპს-ს იურიდიულ მისამართად დაარსებიდან დღემდე მითითებულია ყვარელში თამაზი ჯოხარიძის საცხოვრებელი სახლი.


საჯარო რეესტრის მიერ 2010 წლის 13 აპრილს გაცემული ამონაწერიდან ირკვევა, რომ ორივე პარტნიორის ქონება სრულადაა დატვირთული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებით.თუმცა, საინტერესოა ერთი დეტალი. სააკაშვილისთვის ვენახის არც თუ ისე სარფიანად მიყიდვის შემდეგ, თამაზ ჯოხარაიძის ბიზნესის საქმე აშკარად წინ წავიდა და მისი კომპანია აგვისტოში უკონკურენტო ტენდერში ღირებულებით 296 000 ლარი ცნეს გამარჯვებულად შეთავაზებული ფასით 289 177 ლარად.


ვენახების გამყიდველი და კომპანიის დამფუძნებელი თამაზ ჯოხარიძე ერთი და იგივე პირი რომ არის, შემდეგი დოკუმენეტებით დასტურდება:


image


საჯარო რეესტრში ჯოხარიძის მიერ მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის (ფართით 57კვ.მ) საკუთრებად დარეგისტრირებიდან 5 საათში ნაკვეთის მესაკუთრე ხდება სააკაშვილი.


2014 წლის 7 აპრილს ორივე დაფუძნებელმა სრულად დათმო წილი გიორგი ჯოხარიძის სასარგებლოდ და ის ხდება შპს "ყვარელრემმშენის" მფლობელი და წილის 100%-იანი მმართველი. საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ჩანს, რომ ამ დროისთვის შპს-ს ფინანსური ვალდებულება არ ჰქონია და მისი ქონება არ იყო დაყადაღებული ან იპოთეკით დატვირთული.


სწორედ გიორგი ჯოხარიძე დაიბარეს პროკურატურაში ჩვენების მისაცემად ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის გამო. მანვე შეასრულა მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.

0
432
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
432
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0