x
მეტი
  • 27.05.2018
  • სტატია:77361
  • ვიდეო:330075
  • სურათი:433480
პატარა სამოთხე ზუგდიდში, რომელიც 41 წლის მამაკაცმა საცოლის მალულად გააშენა

image

ზუგდიდის სოფელ ახალ აბასთუმნის მცხოვრებმა პაატა გოგელიამ ულამაზესი “მწვანე სამყარო შექმნა". პროფესიით დეკორატორი -46 წლის კაცი, შვიდი-რვა წელია ბაღს საკუთარი ხელით აშენებს. მისთვის ყველა ხე თუ მცენარე ერთნაირად ძვირფასია. ეზოში 100 მდე სახეობის მცენარეა: ბზა (კოლხური, ჩვეულებრივი და მეჩხერი), ტიტას ხე, სექოია, ნეკერჩხალი, ბაძგი (მარადმწვანე ზოგჯერ ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქები) და ა.შ.

image

ფორმების მაძიებელი კაცი, სხვადასხვა ექსპოზიციებს ქმნის. მას მცენარის ჯიშები თავად გამოყავს და მათ სხვადასხვა ფორმას აძლევს. ის ამბობს, რომ ეზოს ლადშაფტის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის მცენარისადმი სიყვარული აუცილებელია.


თავიდან 200 კვმ ცარიელი სივრცე, იდეა და კომფლიქტი ოჯახთან. 5 წლის წინ ყველაფერს მალავდა. ისე, რომ საცოლესაც არ უმხელდა. მხოლოდ ქორწილის შემდეგ გახდა ცნობილი მისთვის, რომ მის საქმროს ასეთი ლამაზი ბაღი, საკუთარი ხელით ჰქონდა გაშენებული. თავიდან ეგონა, რომ მცენარეები ხელოვნური იყო.


შემდეგ კი დაუღალავი შრომა. მცენარეებისადმი უზომო სიყვარული. პაატას ჯერ ნახევარი აქვს გაკეთებული. კიდევ გეგმავს მრავალი მცენარის გაშენებას. ამბობს, რომ საოცნებო ეზოს სრულყოფამდე მას დრო და ხანგრძლივი შრომა დასჭირდება.


გოგელიას ეზო საზოგადოებამ "მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს" ფარგლებში მიმდინარე კონკურსის მეშვეობით გაიცნო. დეკორატორის ეზო, "ზუგდიდის ყველაზე სუფთა ეზოს" ნომინაციაში მონაწილეობს.

დღეს ზუგდიდში ყველა იცნობს პაატა გოგელიას და მის მიერ შექმნილ პატარა სამოთხეს.



imageimageimageimageimageimage
imageimage










0
2481
5-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
Mediator image
Mediator image
2481
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0