x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტა გამოუშვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. მონეტა საზოგადოებას ეროვნული ბანკის დირექტორმა უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარვაშიძესთან და მონეტის დიზაინერ ნინო გონგაძესთან ერთად წარუდგინა.

image


"მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ ეროვნული ბანკის კიდევ ერთი საინტერესო პროექტის წარმატებული შედეგი - საკოლექციო მონეტა, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მივუძღვენით.

ეროვნული ბანკისთვის ნამდვილად საამაყო იყო ამ პროექტზე მუშაობა. მოგეხსენებათ, უნივერსიტეტი პირველი უმაღლესი სასწავლებელი იყო მთელს ამიერკავკასიაში და მის დამაარსებელ ივანე ჯავახიშვილთან ერთად, ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ იყო განათლების, პროგრესისა და ევროპული ღირებულებების სიმბოლო. საქართველოს ეროვნული ბანკი ულოცავს უნივერსიტეტს 100 წლის იუბილეს და ამ ღირსშესანიშნავი თარიღის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო დანიშნულების მონეტას უძღვნის", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

image


მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბი. მონეტაზე გამოსახულია შვიდი მნათობი, რომელთაც ვხვდებით მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოს სახელმწიფო გერბზე. ასევე დატანილია წარწერა "ხუთი ლარი".

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დატანილია წარწერები - "საქართველო", "GEORGIA", "1918“, „2018" და "5 ლ".


მონეტის შეძენა შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ყვარლის ფულის მუზეუმსა და ონლაინ მაღაზიაში. მისი ფასი 95 ლარია.


0
34
1-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0