x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 მიზეზი თუ რატომ ვერ იკლებთ წონაში,მაშინაც კი,თუ არაფერს ჭამთ
რაციონი შეამცირეთ, ჩიტივით იკენკებით, სასწორი კი მაინც ჯიუტად დგას წონის ძველ ნიშნულზე. მოდი, გავარკვიოთ, რატომ ვერ იკლებთ წონაში.

image

1. წესრიგშია თუ არა ფარისებრი ჯირკვალი?

თუ ჰიპოთირეოზი გაქვთ, ანუ თუ ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა დაქვეითებულია, წონაში ვერ დაიკლებთ, სანამ ამ პრობლემას არ მოაგვარებთ. ჰიპოთირეოზის ნიშნებია მუდმივი მოთენთილობა, მოშვებულობა, გამუდმებული ნაღველი და აპათია. თქვენ შესაძლოა ახლა გაიფიქრეთ, რომ ადრე გაზაფხულსა და შემოდგომით ეს სიმპტომები თითქმის ყველას აღენიშნება? საქმეც ამაშია, თქვენი მდგომარეობის ცუდი ამინდისთვის გადაბრალებით შესაძლოა თქვენი დაავადება მხედველობიდან გამოგრჩეთ. თუ გამუდმებით “ცხოვრება-უაზრობაა"-დევიზით ცხოვრობთ, სასწრაფოდ ექიმს უნდა მიმართოთ. ჩააბარეთ სისხლის ანალიზი თიროქსინ Т4-სა და ტრიიოდთირონინ Т3-ის დონის დასადგენად.



2. ძალიან ხომ არ მოეშვით?

თუ ბოლო პერიოდი თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ პოზიტიური მოვლენები ხდება: ახლობლები განებივრებენ, უფროსობა გაქებთ, მეგობრებს უყვარხართ და თქვენით ამაყობენ... კეთილდღეობისა და სიმშვიდის სწორედ ეს გამუდმებული შეგრძნება შესაძლოა მეტაბოლიზმის პროცესის შენელების მიზეზი გახდეს. ის ხალხი, რომელიც “პოზიტიურ სტრესს" განიცდის უფრო ადვილად იკლებს წონაში, რადგან ნივთიერებათა ცვლა გააქტიურებულია. “პოზიტიურ სტრესს" მიეკუთვნება ფიზიკური დატვირთვა, ხალხთან ურთიერთობით მიღებული ემოციები და ის შეგრძნებები, რომელსაც საშიშ ატრაქციონებზე განიცდის ხალხი.


3. ნამდვილად ცოტას ჭამთ?

თუ თქვენ საკვების რაოდენობას ულუფის დოზით განსაზღვრავთ, კარგად დაფიქრდით, თქვენს რაციონში ისეთ პროდუქტი ხომ არაა, რაც სულაც არ უწყობს ხელს გახდომას? მაგ: ყველი, ჩირი, ბანანი...


4.საკმარისად გძინავთ?

საიდუმლო არაა, რომ ჯანმრთელი ძილი ადამიანის კანსა და საერთო მდგომარეობაზე დადებითად აისახება. მაგრამ ის თუ იცით, რომ პირდაპირ კავშირშია ძილი და თქვენი წონა? ორგანიზმს ძალების აღსადგენად არანაკლებ 7 საათის ძილი ესაჭიროება. იმ შემთხვევაში, თუ უფრო ცოტა გძინავთ, ორგანიზმი ენერგიის ნაკლებობას განიცდის და მათ მისაღებად ცხიმის წვას იწყებს და შესაბამისად ცხიმს აგროვებს, რომ საჭიროების დროს დაწვას. ხომ მიხვდით რაშიცაა საქმე?


5.ძირითადად საღამოს მიირთმევთ

თუ დილით ჭიქა ყავაზე გადადიხართ, სადილად ბუტერბროტს მიირთმევთ, ხოლო ვახშმად ნამდვილ ზეიმს უწყობთ თქვენს კუჭს, ნამდვილად ვერ დაიკლებთ წონაში, თუნდაც კალორიების მკაცრად განსაზღვრულ რაოდენობას იღებდეთ. კალორიები დღის განმავლობაში მისართმევ საკვებზე უნდა გადაანაწილოთ. და არა ერთბაშად მიიღოთ ერთ ჯერზე.


6. გამუდმებულ შიმშილს გრძნობთ?

მათ, ვისაც გახდომა სურს ეს გრძნობა ახარებთ კიდეც: “მშია ე.ი. ცოტას ვჭამ და მალე გავხდები." მსგავსი არაფერი! თუ გშიათ ე.ი. სუქდებით. თქვენს ორგანიზმს წარმოდგენა არ აქვს იმ კაბის ზომაზე, რომელიც არ გეტევათ, მან მხოლოდ ერთი რამ იცის-შიმშილი ცუდია! შიმშილი ერთგვარი სიგნალია ორგანიზმისთვის, რაც აიძულებს მთელი ძალებით ამუშავდეს და ცხიმი დააგროვოს და უფრო გაზარდოს მისი შემცველობა, რომ საკმარისი ენერგია გამოიმუშაოს.


7.ხომ არ გცივათ?

ცხიმის მარაგები ორგანიზმს არა მხოლოდ ენერგიის მისაღებად, სიცივისგან დასაცავადაც ესაჭიროება. თუ თხლად იცვამთ და გამუდმებით გცივათ, ორგანიზმი ინსტინქტურად ცხიმების დაგროვებას იწყებს, რომ გათბეს და შიდა ორგანოების ნორმალურად მუშაობა არ შეფერხდეს.


8.იქნებ უკვე საკმარისად გახდით?

ჩვენს ორგანიზმს ერთგვარი შინაგანი სასწორი აქვს. შესაძლოა თქვენი წონა თქვენს სხეულის აგებულებასთან სრულიად თანხვედრაში იყოს. გამოთვალეთ თქვენი სხეულის მასის ინდექსი: გამოთვალეთ თქვენი სიმაღლის კვადრატი და შემდეგ თქვენი წონა გაყავით მიღებულ რიცხვზე. შედეგი, რომელსაც მიიღებთ, არის თქვენი სხეულის მასის ინდექსი. მაგ: თქვენი წონაა 70 კგ, სიმაღლე კი 1, 70 მ. 1, 70x1, 70=2, 89 70:2, 89=24, 2 მასის ინდექსი 18, 5−24, 9 შუალედში უბდა მერყეობდეს, თუ 18, 5-ზე ნაკლები მაჩვენებელი მიიღეთ, შეწყვიტეთ გახდომა დაუყოვნებლივ! ეს უკვე სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება აღმოჩნდეს.


9.ყაბზობა ხომ არ გაწუხებთ?

თუ გამომყოფი სისტემა კარგად ვერ მუშაობს და ნაწლავები გადავსებულია, ეს წონაზეც აისახება.სვით ბევრი წყალი და მიირთვით უჯრედისით მდიდარი საკვები.


10.ვარჯიშის დროს ზედმეტ გულმოდგინებას იჩენთ

თუ სპორტდარბაზის მუდმივი სტუმარი ხართ, არაა გამორიცხული, რომ წონა სტაბილურად შეინარჩუნოთ. ასე ვთქვათ, მოცულობაში დაიკლებთ, მაგრამ წონაში ვერა.თუმცა საქმე მხოლოდ სასწორის ციფრებში როდია, თუ წელის გარშემოწერილობა შეგიმცირდათ და უფრო ტანადიც გახდით, რა მნიშვნელობა აქვს რამდენ კგ-ს გიჩვენებთ სასწორი.

0
594
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
594
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0