x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ტესტი:რამდენად კარგად იცნობთ იპოლიტე ხვიჩიას შემოქმედებას?

image
1985 წლის 1 თებერვალს (ზოგი წყაროთი 31 იანვარს) 74 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ქართველი კომიკოსი იპოლიტე ხვიჩია, მსახიობი რომელმაც კინოს და თეატრის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული სახასიათო როლები დაგვიტოვა, რითაც მაყურებელს განუზომელი სიყვარული დაუტოვა და სამუდამოდ დარჩა ჩვენს ხსოვნაში.


რამდენიმე საინტერესო ფაქტი მისი ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან:
***
ფესტივალებთან დაკავშირებით კი თურმე ერთხელ ჰკითხეს იპოლიტეს:
- ფესტივალებზე რატომ არ დადიხარ, მოსკოვში წასვლა მაინც რა გაგიხდაო?
- იმიტომ რომ, - დაუმარცვლავს თავისებური მახვილებით მსახიობს - ეშინიათ, ჩემნაირი რუსული მოსკოვში არ ისწავლონ".
image
***
ცივი ზამთარი იყო. ბუხუტი ზაქარიაძე სოფლიდან ჩამოვიდა, ჩამოიტანა გოჭი, ქათამი, დედას პურები და ბიჭები შინ მიიპატიჟა. კარგად რომ იქეიფეს, შუაღამისას იპოლიტემ წინადადება შეიტანა:
- ბუხუტის ტუალეტი ეზოს ბოლოსაა, ბარემ სახლებში გავიქცეთ და ამით ბუხუტიც გადარჩება და ჩვენცო.
შევარდა გათოშილი იპოლიტე სახლში. ღამის სამი საათია, ტუალეტში შესვლამდე ჩაიყო შარვალში ხელი, აქეთ მოიძია, იქით მოიჩხრიკა ის "მთავარი", მაგრამ რად გინდა - სიცივეში მობუზული არსად ჩანდა; არადა, მეტის მოთმენა აღარ შეეძლო და სასოწარკვეთილმა იყვირა:
- ლუბა!
- რა იყო, კაცო, რა მოგივიდა? - გამოეხმაურა ლუბა საძინებლიდან.
- რა და, შენ რომ რამეს ხელს მოჰკიდებ, რომ არ დაიკარგოს, ხომ არ იქნება!..
image
***
"ფეოლას" გადაღება ბათუმში მიმდინარეობდა. ამ დროს სესილია თაყაიშვილიც ოჯახთან ერთად ისვენებდა იქ.
გადაღებიდან ზღვისკენ მიმავალ იპოლიტეს ქუჩაში უკვე მზით ნასიამოვნები სესილია შეხვდა.
- აუ, სესილია, გამომასწარი?
- რა გინდა, ბიჭო, რა?
- რა და, შენი ნახვა მინდოდა საბანაო კოსტუმში.
- უჰ, მეხი კი დაგაყარე. ა, და შემხედე! - სესილიამ გაიხსნა ხალათი და საბანაო კოსტუმში მოეჩვენა იპოლიტეს.
- დიდუუ! ყვავს დააჩხავლებს...
- დამეკარგე აქედან....
image
***
ერთხელ იპოლიტე ცოლს ახლობლის პანაშვიდზე გაჰყვა. ოთახში რომ შევიდა, მიმსვლელი თუ ჭირისუფალი მისკენ შებრუნდა და ყველამ ჩუმი სიცილი დაიწყო. იპოლიტემ წონასწორობა შეინარჩუნა, ჭირისუფალს მიუსამძიმრა და ჩქარი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას. ამის შემდეგ ქალბატონი ლუბა იპოლიტესთან ერთად პანაშვიდზე წასვლას ყოველთვის არიდებდა თავს.
ხსენებული უხერხული სიტუაციებით გაწამებულმა იპოლიტემ ერთხელ თხოვნითაც კი მიმართა ახლობლებს:
- თქვენი ჭირიმე, თუ ჩემ დაკრძალვაზე მოხვდებით, შეახსენეთ ჩვენებს, სურათი წინ არ გაიტანონ.
- რატომ, ბატონო იპოლიტე?
- ხალხი სურათის დანახვაზე გაიცინებს, მე კი მინდა, ამ ერთხელ მაინც მომეგებონ ცრემლით.
ამ ერთხელ მაინცო...
1
1356
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1356
  
2018, 1 თებერვალი, 15:18
საშუალო შედეგი და მის თაყვანისმცემლების რიგებში ვითვლები :)
0 1 1