x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
mercedes-benz

imageMercedes-Benz გახლავთ მსოფლიო ავტო ინდუსტრიაში ყველაზე დიდი ისტორიის მქონდე და დღეს-დღეობით ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული გერმანული ბრენდი. მისი დაარსება 3 უნიჭიერეს გერმანელ ინჟინერს (Daimler-Motored-Gesellschaft) DMG-ს დამაარსებლებს, Gottlieb Daimler-ს/Wilhelm Maybach-ს და Benz & Cie-ს დამაარსებელ Karl Benz-ს უკავშირდება. ამათ შორის ეტლზე ძრავის დამაგრების იდეა თითქმის ერთდროულად გაჩნდა, თუმცა ბენცმა პატენტი ყველაზე ადრე, 1886 წელს მიიღო, დაიმლერმა და მაიბახმა კი ოდნავ მოგვიანებით. სწორედ ამ ადამიანთა წყალობით დაიწყო და განვითარდა შემდგომი ავტოწარმოება. ბევრი ახსნა აღარ უნდა იმას, რომ კომპანიის სახელში სწორედ ამ ადამიანთა გვარები ფიგურირებს. მიუხედავად იმისა რომ გასაგებია Daimler AG-ს სახელის წარმოშობა, გასაგებია ავტომწარმოებლის სახელში Benz-ის გვარი, შესაძლოა გაჩნდეს კითხვა, საიდან მოვიდა გერმანული ბრენდის სახელში, ლათინური ქალის სახელი "Mercedes"?. ეს სახელი მოკლედ რომ ვთქვათ ავსტრიელ ვაჭარს, ემილ იელინეკს უკავშირდება, რომელმაც სპორტული მერსედესის შესაქმნელად უამრავი მოდელი იყიდა და ამით გაამდიდრა კომპანიის ბიუჯეტი. ასეთი წინსვლის შედეგად კომპანიას მისი 10 წლის ქალიშვილის, Mercedes-ის სახელი ეწოდა. რაც შეეხება 3 ქიმიან ვარსკვლავს, რომელიც ბრენდის ავტომობილთა კაპოტებს ამშვენებს, წარმოადგენს Daimler-ის მიერ ერთ-ერთ ღია ბარათზე, თავის სახლზე დახატულ ვარსკვლავს, რომელსაც მან ასეთი რამ მიაწერა - "This Star Would One Day Shine Over (His) Own Factory To Symbolize Prosperity." თავად ვარსკვლავი თავისმხრივ სხვა შინაარსის არის. იგი გამოხატავდა დაიმლერის ამბიციას, ეწარმოებინა მიწაზე, წყალში და ჰაერში მოძრავი ავტომობილები. დროთა განმავლობაში ლოგომ რამოდენიმეჯერ შეიცვალა სახე და ადგილმდებარეობა, თუმცა შინაარსი კვლავ იგივეა.

2
131
4-ს მოსწონს
ავტორი:bekanare
bekanare
131
  
2012, 23 სექტემბერი, 17:18
+1
0 1 2