x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
თბილისში №35-ე სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს
image


თბილისში ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მოზარდების დაჭრის მიზეზი, თუმცა ინციდენტს შელაპარაკება უძღვოდა. ისინი თბილისის №35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.


დაშავებულებს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება, მათ ჭრილობები გულმკერდის არეში აღენიშნებათ. მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური კომენტარი მედიკოსების მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ფილტვის არეში აქვს შემავალი ჭრილობა. მედიკოსები ამბობენ, რომ ვერ ადგენენ, რითია ჭრილობები მიყენებული.


საავადმყოფოში დაჭრილი მოზარდების მშობლები და ახლობლები მივიდნენ. ისინი მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.



შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0