x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
აკაკი წერეთელი - პარიზი

აკაკი წერეთელი


რომ შევადარე პარიზი

იმ ჩემს სამშობლო მხარესა,

კინაღამ გული გამისქდა

ფიქრებს მივეცი მწარესა,

აქ ყოლიფერი თვალსა სჭრის

იტაცებს გრძნობა-გონებას

კაცი ვერ ასწონს სიმდიდრეს

და ვერ დაითვლის ქონებას

და შესაფერად ამისა

ცხოვრებაც სხვანაირია.

თუკი სამოთხე არ არის,

მაინც სამოთხის პირია.

სულო და გულო რაც გინდა

უცბად იშოვნი ყველასა

მაგრამ სულ თავითავად კი

სხვისგან ნუ ელი შველასა.

აქ უნდა იმან იცხოვროს,

ვინც ჩვეულია ლხინისა.

ვისაც ჯიბე აქვს ოქროსი

და ხასიათი რკინისა.

მაშ მე რაღაზედ მოვსულვარ

ამ საოცნებო მხარესა,

სადაც ცხოვრებას მივსწვდები,

ვით მაღლა ცაში მთვარესა?!

პირდაღებული შევჰყურებ

მე სხვების ნეტარებასა

და შევბუტბუტებ ჩემს თავსვე

ნაღვლიან აღსარებასა:

ვითომ კაცი ვარ მეც რაღა?!

ნაციით ივერიელი,

ვცხოვრობ, დავდივარ, დავბზუი

ბუზივით ოხერ-ტიელი...


0
199
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0