x
მეტი
  • 02.10.2020
  • სტატია:103689
  • ვიდეო:347848
  • სურათი:468127
40 საუკუნის შუმერული ხელნაწერი გვიამბობს შუმერთა კავკასიური წარმოშობის შესახებ
საქართველო - არათა

არქეოლოგიური აღმოჩენებით და ენობრივი კავშირებით, ასევე უძველესი შუმერული ტექსტებით ირკვევა, რომ შუმერები მესოპოტამიაში ჩრდილოეთის მთიანი მიწებიდან მივიდნენ, ხოლო ზოგიერთნი კი ჩრდილოეთიდან ზღვის გავლით ჩავიდნენ მესოპოტამიაში. შუმერის ჩრდილოეთით მთიანი მიწები კავკასიაა. ხოლო ჩრდილო კავკასიიდან უკრაინაში გადადიოდა კუკუტენი ტრიპილიას ცივილიზაცია, რომელიც შესაძლოა მივიჩნიოთ იმ კულტურად, რომელსაც შუმერები არათას ეძახდნენ. ხოლო დღევანდელ მეცნიერებაში ცნობილია, როგორც კუკუტენი ტრიპილიას (Cucuteni Trypilia) კულტურა. რომელიც იწყება 20, 000 (ოცი ათასი) წინ ძველი წელთაღრიცხვით. უკრაინაში ნაპოვნია უამრავი კარად ჩამოყალიბებული ქალაქური დასახლებები, პროტოშუმერული დამწერლობის ნიშნებით და იქვე უძველესი ობსერვატორია.

შუმერში კი აღმოაჩინეს 40 საუკუნის ხელნაწერი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. მე-20 საუკუნით და მას ჰქვია ლუ-დინგირ-რა (Lu-dingir-ra), რომელიც შესრულებულია შუმერული, ლურსმნული დამწერლობით და მისი ტექსტიც გაიშიფრა. გთავაზობთ ამ 40-საუკუნოვანი ტექსტის ქართულ თარგმანს, სადაც ავტორი შუმერების წარმომავლობაზე საუბრობს:

"ჩვენ გადმოვსახლდით აქ, სადაც ახლა ვცხოვრობთ ათასობით წლის წინ, მაგრამ მათ არ შეეძლოთ ჩაეწერათ თუ ზუსტად საიდან მოვიდნენ, ვინაიდან მაშინ წერა არ იცოდნენ. მოგვიანებით, სამეფო სასახლის ცნობისმოყვარე ჟამთააღმწერლებმა და არქივარიუსებმა შეისწავლეს ზეპირგადმოცემანი და ცდილობდნენ გაერკვიათ ყველაფერი წარსულის შესახებ. ჩვენი ხალხი მოვიდა ამ მიწაზე მთიანი ქვეყნიდან - მდებარე ჩვენგან ჩრდილო აღმოსავლეთით. ასევე გამოდმოცემულია, რომ ზოგიერთი ჩვენი წინაპართაგანი მოვიდა ზღვის მეშვეობით აღმოსავლეთიდან, მიწიდან რომელსაც ერქვა დილმუნი. ამ მიგრაციის მიზეზი როგორც თქმულია, იყო შეტევა აუხსნელი გვალვებისა იმ თბილ და წვიმიან ქვეყანაში. დიდმა ენლილმა დაგვასახლა ჩვენ შავთმიანნი (შავთავიანნი) ამ მიწებზე. ჩემი კვლევებისა და წინაპართა გადმოცემების თანახმად ჩვენ ჩვენს თავს ვუწოდეთ შავთავიანნი იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ჩვენს მოსვლამდე ცხოვრობდა ქერათმიანი ხალხი ცისფერი თვალებით. მე არ შემიძლია წარმოვიდგინო ასეთი პიროვნება და არ ვფიქრობ, რომ ასეთი ხალხი ლამაზები იქნებოდნენ. თავად მე კი არასოდეს შემხვედრია ასეთი ხალხი ჩემს ქვეყანაში."


როგორც ვხედავთ ეს ხელნაწერი აშკარად მიანიშნებს, რომ ორი სხვადასხვა ადგილიდან მოხდა შუმერების წინაპართა მიგრაცია მესოპოტამიისკენ - კავკასიიდან პირველი ნაკადის წასვლაზე და მეორე ნაკადი წამოვიდა მესოპოტამიისკენ სავარაუდოდ ჰარაპას კულტურიდან ან მის ახლოს მოსახლე ხალხებიდან - დღევანდელი პაკისტანიდან, ავღანეთიდან და ჩრდილო ინდოეთის ტერიტორიებიდან. ან ყაზახეთის ტერიტორიებიდან კასპიის ზღვის გავლით. აქამდე მიწათმოქმედება შუმერში ეგონათ რომ წარმოიშვა, ახლა კი უკვე ცნობილია, რომ საქართველოში წარმოიშვა მიწათმოქმედება. სელის მოყვანა აქ 330 საუკუნის წინ დაიწყეს, როცა შუმერში ეს მხოლოდ 130 საუკუნის წინ მოხდა. კერძოდ ჭიათურაშია ძოძუანას მღვიმეში აღმოჩენილი პირველი ნაქსოვი ქსოვილი, რომელიც დამზადებულია სელისგან, რომელიც მოიყვანეს ადგილობრივმა მიწათმოქმედებმა შემოგარენ ტერიტორიებზე და შემდეგ ამ სელისგან მოქსოვეს ტანსაცმელი. ეს ნიშნავს, რომ სამიწათმოქმედო ცოდნა პროტოშუმერებმა აქედან წაიღეს მესოპოტამიისკენ გადასახლებისას, ხოლო იქ შემდეგ სრულყვეს, როდესაც აღმოჩნდნენ ნაყოფიერი ნახევართვარის ტერიტორიებზე ტიგროსისა და ევფრატის ნაპირებზე. რაც შეეხება ენობრივ კავშირებს - მსგავსება აშკარა და უდავოა შუმერულის, სვანურის, მეგრულის, ვაინახურის და დაღესტნის ზოგიერთი უძველესი ეთნოსის ენებს შორის.







ავტორი: თორნიკე ფხალაძე





8
2956
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
2956
  
2019, 10 ოქტომბერი, 14:28
შუა მე ერ, უგარეთ, ქუვეით(ქვეით), აქად, აქავე, აქა ია, ეგ იპეთ, პირ ამიდა, კარ ნაქი, საქარია, მიდია, ნუ მიდია, კთუნის, კართ აგენ, კარელია და ასე შემდეგ.
2019, 6 მარტი, 9:35
ეგრე სომეხ ისტორიკოსებსაც რომ მოვუსმინოთ ამტკიცებენ სხვადასხვა(გადაუმოწმებელი ფაქტებით რომ შოთა რუსთაველი იყო სომეზი, მაგრამ ეს ასე ხომ არ არის?
2019, 6 მარტი, 9:28
კარგი რა თორნიკე, უნდა მოეშვა ასეთი მარაზმების წერას, პროპაგანდისტობ და აბოლებ ხალხს, გადახედე მაინც შენ სტატიებს, რეალობას ნუ აცდენ ხალხს.

პ.ს შუმერები ძვ.წ. მე-4 ათასწლეულის შუაში მივიდნენ მესოპოტამიაში ზღვიდან.
2018, 29 მარტი, 0:35
403. როცა GIŠ-ŠEŠ თევზს გამოდევნის მეფე მდინარის მორევიდან
404. დაიჭერს და მოამზადებს და მიირთმევს მას
405. და დააპურებს ა-ანკარას,ინანას ძლიერ ლაშქარს,
406. მაშინ გაიმარჯვებენ მისი მეომრები.
407. არათას ძლიერებას ენგურიდან მოუღებს ბოლოს
408. `თუ წამოიღებს ქალაქიდან ძვირფას ლითონს,რომლის მჭედლებსაც თან წაიყვანს
409. თუ წაიღებს ქალაქიდან ძვირფას თვლებს და ოქრომჭედლებსაც თან წაიყვანს
410. დადებს ქვას და თავიდან გამოკვეთავს ქალაქს

ლუგალაბანდას დაბრუნება (ეპოსი არათასა და ურუქის პაექრობიდან)
2018, 7 მარტი, 9:04
ეს კომენტარები ტექსტში შეიტანე ხოლმე, ასე აჯობებს :) ძალიან საინტერესო იყო.
2018, 7 მარტი, 2:11
ძვ.წ. IV ათასწლეულში, როცა სამხრეთ შუამდინარეთში შუმერების ცივილიზაცია ყვაოდა, ეგვიპტელებიც ჩავიდნენ მცირე აზიიდან ნილოსზე. ამ დიდ გადასახლებათა დაბურული შორეთიდან მოდის ის გადმოცემაც, რასაც ჰეროდიტე გვაუწყებს : „კოლხები ეგვიპტელები არიანო“... მეცნიერები, არქეოლოგები კი გარკვეულ მონაცემებს ემყარებიან, როცა აცხადებენ, რომ არსებობდა ერთი „დიადი ენა“, რაც დაიყო პროტოშუმერულად, პროტოქართულად და სხვა მონათესვე ენებად. ქართველთა ტომებმა გადმოინაცვლეს საგვარჯილეში, საკაჟიაში, დევისხვრელში, შუმერებმა კი ქურთისტანიდან გადაინაცვლეს სამხრეთის მღვიმეებსა და უდაბნოებში (9200-8900 ძვ.წ)... ცნობილი შუმეროლოგის ანატოლ კიფიშინის გამოკვლევით, მცირე აზიაში ქამიტური ენები იძენენ შუმეროიდულ-ქართველიზმებს. (ამ მოვლენაზე ადრევე მიუთითებდა მ. წერეთელი). აქ გაღვივებული თესლიდან შემდეგ ეგვიპტის ცივილიზაცია აღმოცენდა. ეს შეხედულება თანხმობაშია იმ აზრთან, რომლის მიხედვითაც ეგვიპტელები ნილოსზე მცირე აზიიდან ჩასულან...“ - აკაკი გელოვანი.“ მარად ცოცხალი ხელოვნება. 1985 წ.
2018, 7 მარტი, 2:10
„გრაკლიან გორაკზე აღმოჩნილი ახალი არტეფაქტი შეცვლის არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო დამწერლობის ისტორიის გარკვეულ ეტაპსაც...
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი უნიკალური წარწერა სრულიად გამორჩეულ, ინდივიდუალურ დამწერლობას მიეკუთვნება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს...“ 2015 წ. 20 აგვისტო
„მხოლოდ კავკასიის ხალხში აღწევს სული თავის აბსოლუტურ მთლიანობას, აბსოლუტურ დამოუკიდებლობას და სრულ ერთიანობას საკუთარ თავთან. იგი აღწევს თვითგამორკვევას, თვითგანვითარებას და ამით წინ მიყავს მსოფლიოს ისტორია. მსოფლიოს ისტორიაში კი პროგრესი მხოლოდ კავკასიის რასის წყალობით მიიღწევა“. გეორგ-ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, 1770-1831.
„შუმერული (სუმერთა) ენა არც ინდოევროპულია, არც სემიტური, არც ბაბილონელთა და ასირიელთა, არც აქდური ენაა, თუმცა შუმერულს აქადური უწოდეს რულინ-სონმა, ჰინქსმა, სეისმა და სხვა მეცნიერებმა. ამიტომ გაძნელდა რომელიმე ცოცხალ ხალხთან შუმერთა ნათესაობის დადგენა. ამ ხალხთან ქართველთა ნათესაობას ამტკიცებს მიხაკო წერეთელი თავის ასგვერდიან ნაშრომში, რომელიც ჰაიდელბერგში დაიწერა 1912 წელს და დაიბეჭდა ალმანახ „გვირგვინში“.
მ. წერეთელი პირდაპირ წერს: „სუმერული ქართულს ჰგავს ძლიერ. ჩვენ გვგონია, რომ ერთ უძველეს ენათა შტოს ეკუთვნის სუმერულიც და ქართულიც...საბუთი სუმერილებისა და ქართველების ნათესაობის დასამტკიცებლად ანთროპოლოგიურიც არსებობს და ლინგვისტურიც“.
ვინ იყვნენ ის ხალხები, რომელნიც კაცობრიობის ისტორიის დამწყებად გვევლინებიან? აქ მხედველობაში გვაქვს ჩვენი წინაპრების სავარაუდო კავშირი მინოსურ კულტურასთან, რაც მეფე მინოსის სახელს ატარებს და რაც თავისი ადრეული პერიოდით ძვ.წ. 2700-2400 წლებიდან იწყება. მინოსის ცოლი პასიფაე კოლხეთის მეფის - აიეტის და იყო და მარტო ეს მითი როდი იძლევა ასეთი ვარაუდების საფუძველს...
2018, 5 მარტი, 10:36
ზიკურათი მთის წვერს ნიშნავს მეცნიერები ამბობენ, რომ მთიანი ადგილიდან მოვიდნენ შუმერები და ამიტომ მთიანი სამშობლოს არდასავიწყებლად აგებდნენ ამ ზიკურათებსო.
0 1 8