x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
უძველესი ადამიანების რელიგიები და რწმენა-წარმოდგენები

image


სიტყვა " რელიგია " ლათინური წარმოშობისაა და ნიშნავს ყურადღებას, მოწიწებას, მორწმუნეობას, კავშირს ღმერთსა და ადამიანებს შორის. მსოფლიო იცნობს უამრავ რელიგიას თავისი განვითარების მანძილზე. სადღეისოდ ყველაზე გავრცელებულია სამი: ქრისტიანობა, იუდაიზმი და ისლამი, თუმცა

ამჯერად ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს რელიგიები, რომლებიც წარმოიშვა უძველეს საზოგადოებაში, როგორც მათი განვითარების და სამყაროსთან დამოკიდებულების გამოხატულება.


1) ანიმიზმი : პირველყოფილი საზოგადოების ადამიანები თვლიდნენ, ყველა მოვლენას საკუთარი სული აქვს . ის რელიგიურობის საწყისი ფორმაა და გულისხმობს გარკვეული ძალაუფლების მქონე სულების რთულ სისტემას. მისი შედარება შეიძლება ადრეული ასაკის ბავშვის ფსიქიკის თავისებურებასთან, უსულო ადამიანი მივიჩნიოთ ცოცხალ არსებად.



2)ტოტემიზმი:სიტყვა ამერიკელ ინდიელთა ენიდანაა შემოსული და ნიშნავს ტომის წინაპრად რომელიმე ცხოველის ან მცენარის აღიარებას. ის ითვლებოდა ადამიანთა კონკრეტული ჯგუფის მფარველად. არ შეიძლებოდა ტოტემის მოკვლა, ჭამა. ტოტემიზმი წარმოიშვა იმ საზოგადოებაში, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებული იყო მეცხოველეობასთან, მონადირეობასთან, მიწათმოქმედებასთან . ადამიანებმა მათთვის სასარგებლო ცხოველები და მცენარეები აქციეს კულტებად. მაგალითად, ეგვიპტეში ასეთ ტოტემად მიჩნეული იყო ხარი.


3)ფეტიშიზმი :ესეც უსულო საგნების თაყვანისცემაა. რაიმე ნივთების გაიდეალება. მაგ: ხის ნაჭრი, ქვა ან სახვა ჩვეულებრივი ნივთები, რომელსაც მიაწერდენ ზებუნებრივ თვისებებს.


4) მაგია : ცალკეული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ შესრულებული სარიტუალო ქმედებაა სხვა ადამიანების სასიკეთოთ ან საზიანოდ. თანამედროვე ცხოვრებიდან რიტუალები გაქრა, მაგარმ დარჩა ძველებური მითები და ცრურწმენები, რომლებსაც აქვს საერთო მაგიურ ჯადოქრობასთან.




1
723
1-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრიაგ.
ფიქრიაგ.
723
  
2019, 30 სექტემბერი, 16:44
კარგი ინფორმაციაა.მე გამომადგა
0 1 1