x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
სულ სხვა თვალით დანახული ავღანეთი - სტივ მაკარის გასაოცარი ფოტოსურათები

სამხედრო სამსახური ავღანეთში-ეს საშინელება თავის დროზე უამრავმა საბჭოთა ახალგაზრდამ (მათ შორის ბევრმა ქართველმა) გამოსცადა. მათი უმეტესობა ფიზიკური და სულიერი ჭრილობებით დაბრუნდა სახლში, ზოგიერთმა კი ავღანეთის პირქუშ და მიუვალ მთებში ჰპოვა სამუდამო სასუფეველი. თუთიის კუბოები, რომელთა გახსნა დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს სასტიკად ეკრძალებოდათ, ხშირად ცარიელი იყო და გამწარებული დედა სადღაც მიუსავლიეთში დაკარგულ შვილს დასტიროდა. ასე რომ, სიტყვა ''ავღანეთი'' იმ ადამიანებისთვის, ვისაც საბჭოთა პერიოდში მოუწია ცხოვრება, შიშთან, შიმშილთან, სიკვდილთან და ყოველგვარ საშინელებასთან ასოცირდება.



image



დღევანდელ სტატიაში მინდა მუდმივი ომების, კონფლიქტების და სიკვდილის ქვეყანა-ავღანეთი სულ სხვა კუთხით დაგანახოთ და ამაში ცნობილი ფოტოჟურნალისტის სტივ მაკარის ფოტოსურათები დაგვეხმარება. 2016 წელს გამოვიდა მაკარის წიგნი სახელწოდებით "ავღანეთი". მასში შევიდა ფოტოსურათების ნაკრები, რომელსაც ჟურნალისტი 27 წლის განმავლობაში აგროვებდა. წიგნში წარმოდგენილია არამარტო ომის საშინელების და მისი სისხლიანი შედეგების, არამედ უბრალო, რიგითი ავღანელების ყოფა-ცხოვრების ამსახველი კადრებიც.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა სტივ მაკარის სურათების ფოტოკოლაჟი სახელწოდებით "ავღანეთი".



მოჯაჰედები. ლოგარი, 1984 წელი


image




კაცი უდაბნოში. ბამიანი, 2006 წელი


image




ქალი, რომელმაც ქმარი ომში დაკარგა, მოწყალებას ითხოვს. ფარიაბი, 1992 წელი


image




მოჯაჰედები მდინარის გადაცურვას აპირებენ ტყავის ტომრებით, რომლებიც ჰაერითაა ავსებული. კუნარი, 1980 წელი


image




ქალი ბავშვით, რომელიც ტყვიას სასწაულით გადაურჩა. ქაბული, 1992 წელი


image




სოფლელი ყმაწვილი. ნურისტანი, 1992 წელი


image




ავღანეთიდან დევნილი გოგონა, პაკისტანი, 2002 წელი


image




ჟონგლიორი გოგონები. ქაბული, 2016 წელი


image




და აი ისიც-ფოტო, რომელმაც სტივს მსოფლიო აღიარება მოუპოვა: "ავღანელი გოგონა"


image



ცოტაოდენი რამ სტივ მაკარის შესახებ: ის დაიბადა აშშ-ში, სკოლის დამთავრების შემდეგ შეისწავლა კინოხელოვნება, რამდენიმე თვე გაზეთში მუშაობდა ფოტოჟურნალისტად, შემდეგ კი ხელში აიღო თავისი საყვარელი ფოტოაპარატი, რამდენიმე ფოტოფირი და თავგადასავლების საძებნელად გაუდგა გზას.



image



სულ პირველად სტივი ინდოეთში გაეშურა და დაიწყო ამ ქვეყნის შესწავლა კამერის დახმარებით, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ ჩუმად გადაკვეთა პაკისტანის საზღვარი და ამ ქვეყნის გავლით ავღანეთში შეიპარა.



image



ფოტოგრაფმა გარეგნული იერი შეიცვალა: მოიზარდა წვერი, რომ ადგილობრივებისაგან ნაკლებად გამორჩეული ყოფილიყო. მაშინ მან გადაიღო პირველი კადრები კონფლიქტის ზონიდან. ეს იყო სტარტი რეალისტური ფოტოგრაფიის სამყაროში. ამ დროიდან მოყოლებული სტივის ნამუშევრებში დოკუმენტალური ფოტოები გაცილებით უფრო ბევრია, ვიდრე მხატვრული.



image



ერთხელ სტივმა ჟურნალისტებს უთხრა: ''თუ გსურთ, გახდეთ ფოტოგრაფი, პირველ რიგში სახლიდან უნდა წახვიდეთ!"



image



"მე მუდმივად მაქვს ასეთი მოთხოვნილება: ვიხეტიალო, ყველაფერს დავაკვირდე და ჩემი კამერა-ჩემი პასპორტია", - ამბობს ფოტოგრაფი.



image


image


imageimage


image


image



3
2914
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
2914
  
2018, 1 თებერვალი, 0:30
ჩემი ნათესავი ავღანეთის ომში მონაწილეოდა რომ დაბრუნდა არაფრის მოყოლა სურდა
2018, 1 თებერვალი, 0:19
მე ვიცნობდი წლების წინ ერთ ადამიანს, რომელიც ავღანეთში იყო სამხედრო სამსახურის დროს. ახალგაზრდა კაცს დროდარდო ისეთი სიგიჟეები მოუვლიდა რომ..;(
2018, 1 თებერვალი, 0:15
ძალიან საინტერესო სტატია მანჩო მართლაც ბევრი ქართველი დედაა გამწარებული ავღანეთის ომიდან და თუ ვინმე დაბრუნდა ავღანეთის ომიდან თავის ჭკუაზე არ არიან
0 1 3