x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
გაიგეთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით რა ფერის ტანსაცმელს მოაქვს თქვენთის წარმატება!
image

ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ბევრის რამ შეიძლება ადამიანზე შევიტყოთ. თავად სხვადასხვა ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებიც საკუთარი თავის შესახებ ბევრ ახალს გებულობენ, მაგალითად, რა ფერს შეუძლია მათ წარმატება მოუტანოს. თუკი თქვენ რაიმე მნიშვნელოვანს გეგმავთ და გინდათ, რომ ფორტუნა თქვენს მხარეს იყოს, მაშინ გაითვალისწინეთ თუ რას გვირჩევს ჰოროსკოპი და სწორედ იმ ფერის ტანისამოსი მოირგეთ, ან ამ ფერის რაიმე დეტალი მაინც შეიტანეთ ჩაცმულობაში. გისურვებთ წარმატებას.


ვერძი - თქვენი იღბლიანი ფერია წითელი! ეს ფერი ოდითგანვე ასოცირდება აქტიურობასთან, ენერგიასთან, ვაჟკაცობასა და ძალასთან!


კურო - ცისფერი და ვარდისფერი. ეს დამამშვიდებელი და კომფორტის აღმნიშვნელი ფერებია. კუროსთვის სწორედ ამ ფერებს მოაქვთ წარმატება.



ტყუპები - ყვითელი. ეს ენერგიის, მოძრაობის ფერია. ეს ფერი ასტიმულირებს ძალას და აქტურობას.


კირჩხიბი - ოპტიმალური ფერებია ნაცრისფერი და ვერცხლიფერი. ეს ფერები ასოცირდება სიმშვიდესთან და ოპტიმისზმთან.


ლომი - ოქროსფერი ძალისა და წარმატების ფერია, თუმცა თუ დამშვიდება გსურთ - თეთრი ფერი არჩიეთ.


ქალწული - მწვანე და ყავისფერი. ყავისფერი პრაქტიკული ფერია და რაციონალურ აზროვნებასთან ასოცირდება, მწვანე კი ტვინის მუშაობას ასტიმულირებს.


სასწორი - ცისფერი, შაბიამნისფერი და მომწვანო ფერები ეხმარებიან სასწორს გაწონასწორებაში და სიმშვიდის მოპოვებაში.


მორიელი - ალისფერი და შავი, ეს ორი ფერი მორიელის წარმატებას უწყობს ხელს.


მშვილდოსანი - იასამნისფერი, სიმდიდრისა და წარმატების ფერია და ეხმარება მშვილდოსანს მიაღწიოს საწადელს.


თხის რქა - მუქი ყავისფერი თხის რქის სტაბილურობისა და წარმატების ფერია.


მერწყული - მუქი ცისფერი და ვერცხლისფერი მერწყულის წარმატების ფერებია და ახალი აღმოჩენებისკენ უბიძგებს.


თევზები - მუქი იასამნისფერი და მელნისფერი თევზებისათვის ყველაზე გამოსადეგი ფერებია.


0
2202
1-ს მოსწონს
ავტორი:იაშვილი მარინა
იაშვილი მარინა
2202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0