x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134362
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
კომპანიამ მომხმარებლის ყველა სულელური მოთხოვნა გაითვალისწინა. ნახეთ, რა შედეგი მიიღო მან
image

დიზაინერებს და კლიენტებს არასდროს ესმით ერთმანეთის და ეს, თურმე, კარგიცაა. იაპონური ბრენდი Nissin Cup Noodles ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა ხდება, როცა დიზაინერი მომხმარებლის ყველა სულელურ მოთხოვნას ითვალისწინებს.



ეს კომპანიის თავდაპირველი ფოტოა. მან თვითერის გვერდზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

image




ფოტო Nissin Cup Noodles-ის კომპანიამ დადო, მომხმარებელმა კი მალევე გააკრიტიკა ის და დიზაინერს შემდეგი მოთხოვნები წაუყენა:

image



კომპანიამ მართლაც გადაწყვიტა, გაეუმჯობესებინა ფოტო. "ცოტა დრო მოგვეცით, რაღაც შეცდომები უნდა შევასწოროთ", - დაპოსტეს მათ.


კომპანიის სარეკლამო ფოტოს პირველი "გაუმჯობესებული" ვერსია ასე გამოიყურებოდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მომხმარებელი კიდევ არ იყო კმაყოფილი.

image


მომხმარებლებისგან უფრო მეტი მოთხოვნა წამოვიდა:

image



კომპანიამ მომხმარებლის ეს შენიშვნებიც გაითვალისწინა და საბოლოოდ ასეთი სარეკლამო ფოტო მიიღო:

image




თქვენ რას ფიქობთ? უნდა გაითვალისწინოს თუ არა კომპანიამ მომხმარებლის ინტერესები?

0
516
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
516
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0