x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
როგორ შეიცვლება თქვენი გარეგნობა,თუ ყოველდღე 8 ჭიქა წყალს დალევთ
image42 წლის სარა სმიტი დიდხანს იტანჯებოდა თავის ტკივილებით და საჭმლის მომნელებელი სიტემის პრობლემებით. ნევროლოგმა და დიეტოლოგმა, რომელთაც მან დახმარებისთვის მიმართა, სარას ურჩიეს დღეში არანაკლებ 3 ლიტრი წყალი დაელია.

28 დღის განმავლობაში სარა ყოველდღე 3 ლიტრ წყალს სვამდა და დღიურს აწარმოებდა, რომელიც შემდეგ Twitter-ის მომხმარებლებს გაუზიარა:

პირველი კვირა-სხეულზე მცირე გამონაყარი გაჩნდა, რადგან ორგანიზმი ტოქსინებისგან იწმინდებოდა, გაქრა თავის ტკივილები, გაუმჯობესდა სახსრების მოძრაობა.

მეორე კვირა-კანის ფერი ერთგვაროვანი გახდა ნაოჭებმა და თვალის ქვემოთ სიშავეებმა გაქრობა დაიწყეს. სუნთქვა გაცილებით სუფთა გახდა.


image

მესამე კვირა-თვალებს ქვემოთ სიშავე და მიმიკური ნაოჭები თითქმის შეუმჩნეველი გახდა. კანი შესამჩნევად გადაიჭიმა. სარას კოსმეტოლოგმა კი შენიშნა, რომ ეპიდერმისის უჯრედების რეგენერაცია გაუმჯობესდა. თვალის სიმშრალე გაქრა. სარამ წონაშიც დაიკლო, რადგან წყლის დიდი რაოდენობით მიღების გამო, საკვების მიღება შეამცირა.

imageმეოთხე კვირა-თვის ბოლოს სარამ ასე აღწერა თავისი მდგომარეობა :“თავს უფრო მოწესრიგებულად, ტანადად და ჯანმრთელად ვგრძნობ.ჩემი მეუღლე და მეგობრები ამბობენ, რომ 10 წლით ახალგაზრდად გამოვიყურები."

ცუდი შედეგი ნამდვილად არაა. დაიწყეთ წყლის სმა დღეში რამდენიმე ჭიქით და თანდათან გაზარდეთ სითხის რაოდენობა. თუმცა გაითვალისწინეთ, სხვადასხვა დაავადებების დროს ბევრი სითხის მიღება რეკომენდებული არაა, უფრო ზუსტად ამის შესახებ და იმაზე, თუ თქვენი სხეულის მასიდან გამომდინარე რა რაოდენობის წყალი ითვლება დღიურ ნორმად- შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ.

0
92
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0