x
image
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაცვლილი ახლობლის ტანსაცმელი,  ფეხსაცმელი, მისი ნივთები– დავიტოვოთ, შევინახოთ  თუ მივცეთ: უცხოს თუ ნათესავს ?
image




ადრე თუ გვიან ყველა ჩვენთაგანი ცხოვრებაში ვინმეს ვკარგავთ _ ჩვენგან მიდიან ბებიები და ბაბუები, ახლობელი ადამიანები. ყველა ამ ტკივილის და ცერემონიალების შემდეგ პირისპირ ვრჩებით მრავალ კითხვასთან: „რა ვუყოთ ყველაფერ იმას, რაც ამ ადამიანს ეკუთვნოდა“, „ შეიძლება თუ არა ამ ნივთების სახლში შენახვა?“, „შეიძლება თუ არა ჩავიცვათ მისი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი?“.



რა ვუყოთ გარდაცვლილის ტანსაცმელს?




image





  • გარდაცვლილი ადამიანის ტანსაცმელს მისი ენერგეტიკის შენახვა შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის მისი საყვარელი ტანსაცმელი იყო. ამიტომ ის შეგიძლიათ ან შეინახოთ, ან გააჩუქოთ.



  • გარდაცვლილის ტანსაცმელი უმჯობესია გაჭირვებულ ადამიანებს დაურიგოთ. ადამიანი მადლიერი იქნება საჩუქრის გამო და შეგიძლიათ თან თხოვოთ, რომ კეთილი სიტყვით მოიგონოს გარდაცვლილი და ილოცოს მისთვის.




  • თუ ადამიანი ავადმყოფობის დროს და სიკვდილის წინ ატარებდა ტანსაცმელს, მაშინ ასეთი ნივთი უმჯობესია დაიწვას.




რა ვქნათ, რა ვუყოთ გადაცვლილი ახლობლის ნივთებს?




image









  • გარდაცლილის ნივთებს უმჯობესია ისევე მოექცეთ, როგორც მის ტანსაცმელს _ დაურიგეთ ღარიბებს. თუ ამ ნივთებში რამე თქვენთვის საყვარელი ნივთია, შეიძლება შეინახოთ მოშორებით და გამოიღოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ადლობლის გახსენება მოგესურვებათ.



  • და თუ ნივთი უშუალოდ არის დაკავშირებული ავადმყოფის ტანჯვასთან და სიკვდილთან, მაშინ უმჯობესია ის დავწვათ.





  • თუ სიცოცხლეში გარდაცვლილი რომელიმე ნივთზე ნათესავებს რამე მითითებას უტოვებდა, მაშინ უმჯობესია ამ ნივთს ისე მოვეპყრათ, როგორც გარდაცვლილს სურდა.



შეიძლება თუ არა დაიტოვოთ და ატაროთ გარდაცვლილი ადამიანის ნივთები?




image


  • როგორც ზემოთ ითქვა, ასეთი ნივთები უმჯობესია გავცეთ. თუმცა არსებობს ისეთი ნივთებიც, რომლებთან განშორებაც ძალიან რთულია. ისინი შეიძლება შეინახოთ, მაგრამ ხანგრძლივი დროის მანძილზე არ გამოიღოთ კარადიდან. ასეთი ტანსაცმლის ტარება გარდაცვალებიდან 40 დღეზე ადრე არ შეიძლება. უფრო მეტიც, გვირჩევენ მინიმუმ ერთი წელი მოიცადოთ.





  • ექსტრასენსები გვთავაზობენ გარდაცვლილის ტანსაცმელი გაიწმინდოს ნაკურთხი წყლის და მარილის დახმარებით. ნივთი შეგიძლიათ უბრალოდ ჩაალბოთ მარილიან წყალში რაღაც დროით და შემდეგ კარგად გარეცხოთ.




შეიძლება თუ არა გარდაცვლილის ნივთები მივცეთ ნათესავებს?





image






  • თუ ნათესავი თავად მოისურვებს დაიტოვოს გარდაცვლილის სამახსოვროდ რაიმე ნივთი, ურის თქმა არ ღირს. საჭიროა მხოლოდ სთხოვოთ, ილოცოს გარდაცვლილის სულისთვის.




  • თუ გარდაცვლილმა თავისი ნივთები რომელიმე ნათესავს უანდერძა, მაშინ უმჯობესია შეასრულოთ მისი ნება და მისცეთ დანაპირები.


შეიძლება თუ არა გარდაცვლილის ნივთების სახლში შენახვა?




image






  • გარდაცვლილი ადამიანის ნივთების შენახვა რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ რა საჭიროა?



  • ითვლება, რომ ადამიანის ამ ქვეყნიდან გასვლის შემდეგ მის სახლში, ბინაში, ოთახში სრული წესრიგი უნდა დამყარდეს. საუკეთესო ვარიანტი რა თქმა უნდა რემონტი იქნება. თუმცა, თუ ამის შესაძლებლობა არ არის, აუცილებელია შენობიდან გატანილი იქნას ნაგავი, გადაიყაროს ძველმანები, დრომოჭმული ნივთები, გამოსადეგი ნივთები დაურიგდეს ღარიბებს და ჩატარდეს გენერალური დასუფთაცება დეზინფექციით.





  • და თუ ნივთი იმდენად ძვირფასი სამახსოვროა, რომ ვერ ელევით, მაშინ შესაძლებელია მისი შენახვა, მხოლოდ ადამიანის თვალისგან შორს. უმჯობესია ასეთი ნივთი შეიხვეს ნაჭერში ან გაუმჭვირვალე პაკეტში და რაღაც დროით გადაინახოთ „ შორეულ კუთხეში“.




შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ნათესავის ფეხსაცმლის ჩაცმა?




image


  • ფეხსაცმლის ბედიც ისეთივეა, როგორიც ტანსაცმლის და სხვა ნივთების _ უმჯობესია დაარიგოთ, მაგრამ სამახსოვროდ შენახვაც შეიძლება.



  • არსებობს ერთი საერთო წესი ყველასთვის _ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ატაროთ ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი ძალადობრივი სიკვდილით მკვდარი ადამიანისა.





იხილეთ ასევე:

1. შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ნათესავის საწოლზე ან ტახტზე ძილი?


image






2. რა ვუყოთ გარდაცვლილი ახლობლების სურათებს?

image

3. მძინარე ადამიანს სურათი არ გადაუღოთ!!!

image

0
1057
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
1057
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0