x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
აი, რატომ გვეღვიძება ღამით ერთსა და იმავე დროს - ორგანიზმი განგაშს ტეხს
image

ჯანსაღი ძილი არამხოლოდ სასიამოვნოა, სასიცოცხლოდ აუცილებელიცაა. დღეს, სამწუხაროდ, მაგარი და ღრმა ძილი ნამდვილ ფუფუნებად იქცა. ექიმებს ხშირად მიმართავენ ჩივილებით, რომ ღამით მშვიდად დაძინებას ვერ ახერხებენ.


ამ სტატიით დაგეხმარებით ის პრობლემები გამოარკვიოთ, რომლებიც თქვენი უძილობის პროვოცირებას ახდენენ. თუ ღამით ძირითადად ერთსა და იმავე დროს გეღვიძებათ, ეს შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობას უკავშირდებოდე.


ორგანიზმი კი თქვენს გაფრთხილებას ცდილობს და გარკვეულ სიგნალებს გიგზავნით:


image


1. 21:00 დან 23:00-სთ-მდე შუალედი

ადამიანები, რომელთაც ამ პერიოდში ჩაძინება უჭირთ, ხშირად იტანჯებიან იმუნური სისტემის მოშლით. თავი უნდა დაანებოთ მავნე ჩვევებს, როგორიცაა ალკოჰოლი, სიგარეტი-ისინი მხოლოდ თქვენს იმუნიტეტს ანადგურებენ.

პრობლემის მიზეზი შესაძლოა სტრესი და პრობლემებზე გამუდმებული ფიქრიც იყოს.

image


2.23:00-დან 01:00 სთ-მდე შუალედი

ამ დროს განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა ნაღვლის ბუშტი. თუ ამ შუალედში რეგულარულად გეღვიძებათ, უმჯობესია რაციონს გადახედოთ. ჩართეთ ყოველდღიურ რაციონში მეტი სასარგებლო ცხიმები.

ამ პერიოდში გაღვიძების მიზეზი შესაძლოა გახდეს ის ფაქტიც, რომ ვინმეს მეტისმეტად მკაცრად და გადაჭარბებულად განსჯიდეთ. შეეცადეთ მსგავსი ფიქრებისგან გათავისუფლდეთ და პრობლემაც გაქრება.


3. 01:00-დან 03:00 სთ-მდე შუალედი

ამ შუალედში აქტიურია ღვიძლის მუშაობა. თუ ამ დროს გეღვიძებათ ე.ი. ამ ორგანოზე დიდი დატვირთვა მოდის. მოგიწევთ ისევ და ისევ კვების რაციონს გადახედოთ, გააჯანსაღოთ და უარი თქვათ მავნე ჩვევებზე.

image


4. 03:00-დან 05:00 სთ-მდე შუალედი

ამ შუალედში ჩვენი ფილტვები აქტიურდებიან. 03:00-05:00 შუალედში გაღვიძება ორგანიზმის განგაშის სიგნალია. ქვეცნობიერად თქვენ შესაძლოა მეტისმეტად შფოთავდეთ ამა თუ იმ ცხოვრებისეულ მოვლენაზე, ისე ძლიერ განიცდიდეთ მათ, რომ ეს თქვენს ძილზეც აისახოს.

დახმარებისთვის სასურველია სპეციალისტს მიმართოთ.


5.05:00-დან 07:00 სთ-მდე შუალედი

ამ დროს მსხვილი ნაწლავი აქტიურდება, ამიტომ არაფერია ამაში განსაკუთრებული. დაიწყეთ დილა ჭიქა თბილი წყლით და დილის ვარჯიშით, რომ მთელი დღე ენერგიული და პროდუქტიული იყოთ.


თუ ძილის დარღვევა დიდი ხანია გაწუხებთ-აუცილებლად მიმართეთ ექიმ-სომნოლოგს.ნებისმიერ შემთხვევაში კი, აუცილებელია ჯანმრთელობასაც მიხედოთ, როგორც აღვნიშნეთ: უარი თქვათ მავნე ჩვევებზე, იკვებეთ ჯანსაღად, დაკავდით სპორტით, ხშირად ისეირნეთ გარეთ, ისუნთქეთ სუფთა ჰაერი, მოერიდეთ სტრესს და თქვენი ძილი ბავშვის ძილივით მშვიდი გახდება.



0
1154
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0