x
image
_K_
მთელი ინტერნეტსივრცე ცნობილ ფოტოგრაფს დასცინის - შეძლებთ მისი შეცდომის აღმოჩენას?!
თითქოს, ყველაფერი იდეალურად უნდა ყოფილიყო:
ლეგენდარული ფოტოგრაფი ანი ლეიბოვიცი (Annie Leibovitz),
12 უდიდესი ჰოლივუდის ვარსკვლავი, მათ შორის ტომ ჰენკსი, ნიკოლ კიდმანი, რობერტ დე ნირო, ოპრა უინფრი და რიზ უიზერპუნი,
ბოლო თაობის ფოტოშოპის ყველა ხელსაწყო...

რას უნდა შეეშალა ხელი საუცხოო ფოტოსთვის? რა შეცდომა შეიძლებოდა მომხდარიყო?
თანაც, ფოტოს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალის გარეკანისთვის იღებდნენ.

მოკლედ, ასე თუ ისე, ფოტოგრაფმა სურათების ფოტოშოპით დამუშავებისას დაუშვა ისეთი შეცდომები, რამაც მთელი ინტერნეტსივრცე ამაზე აალაპარაკა.

თავად ვარსკვლავები ხალხის ასეთ გამოხმაურებას ხუმრობით შეხვდნენ.


ახლა თქვენ თვითონ დააკვირდით ფოტოს და სცადეთ ფოტოგრაფის შეცდომების აღმოჩენა.

აი, ესეც Vanity Fair-ის ყდა:

image


ერთი შეხედვით, ფოტო გლამურულია, მაგრამ რაღაც უცნაური მაინც არის მასში. შეგიძლიათ ამ უცნაურობის აღმოჩენა?


image



გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს სოციალური ქსელიდან ჟურნალის გარეკანთან დაკავშირებით:

"ვცდილობ, გამოვიცნო, რამდენი ფეხი აქვს რიზ უიზერპუნს; უკვე ხუთი წუთია, ეს კითხვა მაწუხებს".

image


"როგორ ახერხებს რიზ უიზერპუნსი ერთდროულად ამდენი რამის გაკეთებას? ის თავად ქმნის და თამაშობს ფილმებში, მონაწილეობს სატელევიზიო გადაცემებში, აქვს საკუთარი მოდის ხაზი და Time's Up-ის მოძრაობასაც ეხმარება. როგორ ახერხებს ამ ყველაფერს ერთდროულად?.. ალბათ იმიტომ, რომ მას სამი ფეხი აქვს".

image



image



კიდევ ერთი შეცდომა ფოტოზე და კომენტარი:

"მან (ფოტოგრაფმა) ზენდაიას ფეხი წაართვა. სად წავიდა ის"?


image




რიზ უიზერპუნსმა ამ ფაქტს თვითერზე ხუმრობით გამოეხმაურა:
"როგორც ჩანს, ახლა უკვე ყველამ იცის... სამი ფეხი მაქვს.
ვიმედოვნებ, ეს გავლენას არ იქონიებს თქვენზე და ისევ მიმიღებთ ისეთს, როგორიც ვარ".

image



თუმცა, ფოტოგრაფს მხოლოდ ეს შეცდომები არ დაუშვია. შეგიძლიათ კიდევ ერთი "ჩავარდნის პოვნა"?


"დაივიწყეთ რიზ უიზერპუნსის სამი ფეხი Vanity Fair-ის გარეკანზე, სხვა ფოტოში ოპრას სამი ხელი აქვს".


image



ამ თითქოს სცენის მიღმა გადაღებულ კადრში ტომ ჰენკსთან ოპრას მართლაც სამი ხელი აქვს.


image


"ეს ყველაზე უცნაური ფოტოშოპის ნამუშევარია, რაც კი ოდესმე მინახავს. რამდენი რედაქტორის თვალს გამოეპარა ეს შეცდომა"?

image


"თუ დღეს სამსახურში მძიმე დღე გაქვთ, უბრალოდ, გახსოვთ, რომ თქვენ არ ხართ ის ადამიანი, ვინც რიზ უიზერპუნსის სამფეხიანი და ოპრას სამხელიანი ფოტოები დააბეჭდინა".

image



"ოპრას სამი ხელი აქვს, რიზს - სამი ფეხი და ჩვენ მაინც გვიყვარს ისინი ისეთები, როგორებიც არიან. 2018 წელი ჩვენი სხეულის სიყვარულის წელია"!

image



ამ ფაქტს ოპრაც ხუმრობით გამოეხმაურა, მან რიზს უპასუხა:

"მომწონს შენი მესამე ფეხი. როგორც გავიგე, შენც მოგწონს ჩემი მესამე ხელი".

image



Vanity Fair-მა სცადა სიტუაციის გამოსწორება:

"კარგი ექსკლუზივი იქნებოდა, რიზ უიზერპუნსს მართლაც 3 ფეხი ჰქონოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ კაბის ხაზია".

image



"ხოლო, რაც შეეხება ოპრას, როგორ უნდა გვგონებოდა, რომ ამ ყველაფერს ის მხოლოდ ორი ხელით გაუმკლავდებოდა"?

image


ფოტო კი თქვენ წინაშეა და თავად შეაფასეთ, ფოტოგრაფმა დაუშვა სამარცხვინო შეცდომა თუ, მართლაც, კაბის ხაზი ჩანს ცუდად.


წყარო: https://www.boredpanda.com/vanity-fair-photoshoot-photoshop-fails/

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ერთმა ჩინურმა ოჯახმა ვარჯიში გადაწყვიტა... იხილეთ მათი ფოტოები 6 თვის შემდეგ

2. როგორ გამოიყურებოდა და როგორ გამოიყურება მსოფლიო დღეს - 20 ფოტო

3. 9 რამ, რისი გაკეთებაც უზმოზე არ შეიძლება

4. 15 მეცნიერული ფაქტი, რომელიც აქამდე არ იცოდით

5. როგორ გავიღვიძოთ ადრე - 13 ხერხი

0
1744
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:_K_
_K_
1744
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0