x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მეგაშოკოლადიანი კექსი მინერალური წყლით
უგემრიელესი ნამცხვარია და არც მომზადება არის რთული:

image

image

ინგრედიენტები:


  • კვერცხი – 5 ცალი
  • შაქარი – 300 გრ.
  • გაზიანი მინერალური წყალი – 180 მლ.
  • «ნესქვიკი» – 75 გრ.
  • კაკაოს ფხვნილი – 30 გრ.
  • გამაფხვიერებელი – 15 გრ.
  • რაფინირებული მზესუმზირის ზეთი – 180 მლ.
  • ფქვილი – 200 გრ.
  • ნიგოზი – 150 გრ.
  • კარაქი – 50 გრ.
  • ნაღები (33–35%) – 100 მლ.
  • შავი ფილა-შოკოლადი – 200 გრ.image

    მომზადება:

  • imageI. თასში ათქვიფეთ კვერცხი > დაამატეთ შაქარი და დაელოდეთ ცოტა ხანს, ვიდრე შაქარი არ გადნება > ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი მიქსერით, დაახლოებით, 8-10 წუთის მანძილზე.
    • II. შეურიეთ ერთმანეთს ყველა მშრალი ინგრედიენტი, ფქვილის და ნიგვზის გარდა.

    • III. მშრალი ინგრედიენტები თანდათანობით, პორციებად, დაუმატეთ კვერცხის მასას და ხელის სათქვეფით ან ხის კოვზით შეურიეთ.

    • IV. დაუმატეთ ფქვილი > შემდეგ, მინერალური წყალი და ზეთი > ბოლოს, ნიგოზი.


      გამოვა თხევადი ცომი.

    • V. მოამზადეთ ფორმა. მაგ., 30х9 სმ.: ჩააფინეთ მასში ცხიმწასმული საცხობი ქაღალდი > ჩაასხით ცომი > გამზადებული ფორმა შედგით 160-180 °C-ზე (კექსს რომელ გრადუსზეც აცხობთ, თქვენი ღუმელის სიმძლავრის გათვალისწინებით) წინასწარ გახურებულ ღუმელში.

      VI. გამოცხობის შემდეგ, ამოიღეთ ფორმიდან და გადააბრუნეთ, რომ ზემოდან იდეალურად სწორე იყაო.

      VII. შოკოლადის მინანქრის მოსამზადებლად, ემალირებულ თასში მოათავსეთ დამტვრეული შოკოლადი, ნაღები და კარაქი > დადგით ცეცხლზე > როდესაც ნაღები გათბება, კარაქი და შოკოლად გადნება, ყველაფერი ერთმანეთს კარგად შეურიეთ და გადაასხით ცივ კექსს.

      imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
      imageრძის ფხვნილის უგემრიელესი ტკბილეულის რეცეპტი (ერთხელ თუ მოამზადებთ, მაღაზიისკენ აღარ გაიხედებით)
      «ჩიტის რძე» (ფუმფულა და გემრიელი, პირდაპირ პირში დნება)

0
349
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
349
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0