x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთში ნარკომან დედას შვილი "სახიფათო თოჯინად" მოეჩვენა და მოკლა
image39 წლის ქალის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის გამო.


ქალაქ კემეროვოში, ქარხნის დასახლებაში 39 წლის ქალმა, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების ძლიერი ზემოქმედების ქვეშ იყო, დანის რამდენჯერმე დარტმით მოკლა თავის წლინახევრის ქალიშვილი, რომელიც თოჯინად მოეჩვენა.

როგორც სამართალდამცავები იუწყებიან, 26 ნოემბერს ბინაში აღმოაჩინეს მოკლული ბავშვი და 39 წლის ქალი, რომელიც ისეთ ძლიერი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო, რომ კიდევ რამდენიმე საათი დასჭირდათ მედიკოსებს იმისთვის, რომ ქალი გონებაზე მოსულიყო.

image


imageფოტოზე: საგამომძიებლო ექსპერიმენტი


პოლიცია გამოიძახა მეგობარმა ქალმა, რომელსაც უცნაური შინაარსის სმს-ი მიუვიდა, ქალმა ჩათვალა, რომ მის მეგობარს რაღაც შეემთხვა და მის ბინაში სამართალდამცავები გააგზავნა.

-ქალის დაკითხვა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდგე მოხერხდა.ქალმა განმარტა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების მიღების შემდეგ მოეჩვენა, რომ სახლში ბავშვი კი არ იყო, არამედ თოჯინა, რომელიც მას ემუქრებოდა.-განაცხადეს საგამომძიებლო კომიტეტის პრეს-ცენტრში.

image

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. კვლევის პროცესში განისაზღვრება, იყო თუ არა ადეკვატური ქალის ქმედებები მკვლელობის დროს.ამასთანავე დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

1
118
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
118
  
2018, 30 იანვარი, 15:22
ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია კი არა, ყველა უნდა დაიჭირონ: გამყიდველი, მყიდველი და ისიც, ვინც ამ მოთხოვნით გარეთ გამოდის!!!!
0 1 1