x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორც იქნა, აშშ-ს ისტორიაში ყველაზე დიდი, ჩაძირული განძი კალიფორნიაში გამოიფინება
image

გემი „ცენტრალური ამერიკა“ 1857 წელს ჩაიძრა.


1857 წლის 3 სექტემბერს გემი ქალაქი კოლონიდან გამოვიდა და ნიუ-იორკისკენ აიღო გეზი. მის ბორტზე იმყოფებოდნა ეკიპაჟის 101 წევრი და 477 მგზავრი. ასევე 9.1 ტონა ოქრო. 9 სექტემბერს გემი შტორმში მოხვდა და ჩაძირვა დაიწყო. მის საშველად მისულ ორ გემზე 153 მგზავრი გადაიყვანეს, თუმცა მგზავრთა დიდი ნაწილი - 400 ადამიანი დაიღუპა. გემთან ერთად კი ჩაიძირა ტონობით ოქრო.


1988 წელს გემი აღოაჩინა ჯგუფმა Columbus-America Discovery Group of Ohio. მთლიანად ჩაძირული ტვირთი 100 მილიონ დოლარად შეფასდა და გასაგებია, რომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. სასამართლო გარჩევების შემდეგ, ამ განძის დიდი ნაწილი ტომპსონის ჯგუფს შეხვდა, თუმცა 2006 წლამდე მიმდინარეობდა დავა ერთის მხრივ ტომპსონსა და მეორეს მხრივ ჯგუფის წევრებსა და სპონსორებს შორის. 2012 წელს ტომპსომა გადაწყვიტა გაქცეულიყო. ის სამი წლის შემდეგ დააკავეს.



სწორედ ამიტომ, განძის საზოგადოებისათვის წარდგენა კი მხოლოდ ახლა გადაწყდა.

0
68
2-ს მოსწონს
ავტორი:იაშვილი მარინა
იაშვილი მარინა
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0